„ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს №231/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს №231/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01-43/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 30/06/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/06/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016457
01-43/ნ
30/06/2017
ვებგვერდი, 30/06/2017
470230000.22.035.016457
„ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს №231/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-43/ნ

2017 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

 

„ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის" დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს N231/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს №231/ნ ბრძანებაში (სსმ, №114, 29/08/2006, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.009.152) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.  ბრძანების სათაური, პრეამბულა და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,„ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესის დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს შრომის კოდექსის“ 54-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის, მე-80 მუხლის მე-3 პუნქტისა და 84-ე მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების მოწესრიგების მიზნით,  ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

   1. დამტკიცდეს „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების თანდართული წესი.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული დანართები (№1, №2, №3) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან.

 


საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო




დანართი №1

ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესი

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესი“ (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „საქართველოს შრომის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. წინამდებარე წესი არეგულირებს დასაქმებულებისათვის (საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული პირები) და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურეებისათვის ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესსა და პირობებს.

3. ეს წესი ასევე ვრცელდება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების, ასევე, საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულ პირებზე, თუკი შესაბამისი სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

ამ წესის მიზნებისათვის ქვემოთ მოყვანილ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) დამსაქმებელი – „საქართველოს შრომის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ფიზიკური ან იურიდიული პირი, ანდა პირთა გაერთიანება, რომლისთვისაც, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულდება გარკვეული სამუშაო;

ბ) დასაქმებული – „საქართველოს შრომის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ფიზიკური პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს;

გ) საჯარო დაწესებულება – „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო დაწესებულება, სადაც ხორციელდება საჯარო სამსახური.

დ) დახმარება – „საქართველოს შრომის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარება;

ე) შვებულების ანაზღაურება – „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლით გათვალისწინებული ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურება.

ვ) საჯარო მოსამსახურე – „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული სახელმწიფო/საჯარო მოსამსახურე, აგრეთვე, ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები.

ზ) სააგენტო – სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტო“;

თ) დაფინანსების განაცხადი – დამსაქმებლის მიერ სააგენტოსათვის ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარების ასანაზღაურებლად წარდგენილი დაფინანსების მოთხოვნა.

მუხლი 3. დახმარების გაანგარიშება და გაცემა, შვებულების ანაზღაურება

1. დახმარების გაანგარიშებას წინამდებარე წესის შესაბამისად და მის სისწორეს უზრუნველყოფს დამსაქმებელი, ხოლო გაცემას – სააგენტო.

2. შვებულების ანაზღაურებას, გასაცემი თანხის გაანგარიშებას და გაცემას უზრუნველყოფს შესაბამისი საჯარო დაწესებულება.

მუხლი 4. დახმარების/შვებულების ანაზღაურების დაფინანსების წყარო

1. დახმარება გაიცემა სააგენტოს მიერ, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. შვებულების ანაზღურება ხორციელდება შესაბამისი საჯარო დაწესებულების ბიუჯეტიდან, მოხელის შრომითი გასამრჯელოს ოდენობით.

მუხლი 5. დახმარების გაცემის/შვებულების ანაზღაურების საფუძველი

1. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარების გაცემის/შვებულების ანაზღაურების საფუძველს წარმოადგენს:

ა) დასაქმებულზე/საჯარო მოსამსახურეზე შევსებული საავადმყოფო ფურცელი;

ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბავშვის დაბადების მოწმობა და შესაბამისი დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა იმის შესახებ, რომ ბავშვის დედას არ უსარგებლია ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულებით;

გ) ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება.

2. დასაქმებულისათვის დახმარების მიღების უზრუნველსაყოფად დამსაქმებელი ვალდებულია სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) წერილობითი მიმართვა სააგენტოს სახელზე;

ბ) საავადმყოფო ფურცელი, შვილად აყვანის შემთხვევაში, შვილების დამადასტურებელი დოკუმენტი, (დედნების დაკარგვის შემთხვევაში, მისი დუბლიკატი);

გ) დასაქმებულის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) დაფინანსების განაცხადი (დანართი №3) 2 ეგზემპლარად, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს დამსაქმებლის ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე ხელმძღვანელისა და ბუღალტრის ხელმოწერებით;

ე) საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი დასაქმებულის პირადი საბანკო ანგარიშის შესახებ.

3. წარმოდგენილი დოკუმენტებისა და მასში ასახული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება წარმომდგენ დამსაქმებელს.

თავი II. დახმარების /შვებულების ანაზღაურების პირობები და ოდენობა

მუხლი 6. დახმარების/შვებულების ანაზღაურების პირობები

1. დასაქმებულს/საჯარო მოსამსახურეს დახმარება/შვებულების ანაზღაურება მიეცემა:

ა) ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო;

ბ) ახალშობილის შვილად აყვანის გამო.

2. საჯარო მოსამსახურეს შვებულების ანაზღაურება ასევე შეიძლება მიეცეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში.

3. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ახალშობილის შვილად აყვანის, და ბავშვის მოვლის გამო დამატებითი შვებულების, ასევე უხელფასო შვებულებაში ყოფნის პერიოდში მორიგი ორსულობისა და მშობიარობის დადგომის შემთხვევაში, ასევე მორიგი ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში, დახმარება გაიცემა/შვებულება ანაზღაურდება მორიგი ანაზღაურებადი შვებულების მთელ პერიოდზე, წინამდებარე წესის შესაბამისად.

4. დამსაქმებლის/საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის გამო დასაქმებულის/საჯარო მოსამსახურის განთავისუფლების შემთხვევაში, თუ გახსნილია საავადმყოფო ფურცელი, დახმარება/შვებულების ანაზღაურება ხორციელდება სრულად, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების მთელ პერიოდზე, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში.

5. იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო დაწესებულების თანმშრომელს, ყოველწლიური კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულების პერიოდში გახსნილი აქვს საავადმყოფო ფურცელი ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო, პედაგოგს ყოველწლიურ კუთვნილი შვებულების თანხასთან ერთად მიეცემა დახმარება სრული ოდენობით.

მუხლი 7. დახმარების ოდენობის გაანგარიშება

1. დასაქმებულისათვის გასაცემი დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული შრომის ანაზღაურება.

2. თუ შრომითი ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული შრომის ანაზღაურების ოდენობა, ამ შემთხვევაში დახმარების გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების პერიოდამდე უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში დარიცხული შრომის ანაზღაურების მიხედვით გაანგარიშებული საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება.

3. გამომუშავებაზე დამოკიდებული შრომის ანაზღაურების შემთხვევაში დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების პერიოდამდე უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში დარიცხული შრომის ანაზღაურების მიხედვით გაანგარიშებული საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება.

4. ამ მუხლის მე–2 და მე–3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ დასაქმებულს არ გააჩნია მოცემულ დამსაქმებელთან სამი თვის მუშაობის სტაჟი, საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება გამოითვლება მოცემულ დამსაქმებელთან შესაბამისი პროფესიისა და კვალიფიკაციის დასაქმებულისათვის გადახდილი საშუალო თვიური შრომის ანაზღაურებიდან.

5. დახმარების ოდენობის გამოანგარიშებისას მხედველობაში არ მიიღება:

ა) ერთდროული სახის დახმარებები, პრემიები და მატერიალური ჯილდოები;

ბ) ზეგანაკვეთური ანაზღაურება და დანამატები;

გ) ერთჯერადი სამუშაოს ანაზღაურება, რომელიც არ წარმოადგენს ძირითადი სამუშაოსათვის მიღებულ გასამრჯელოს.

6. დახმარების საერთო თანხა განისაზღვრება შეჯამებულად საავადმყოფო ფურცელში მითითებულ თვეში (ყველა თვეზე ცალ-ცალკე) საშუალო დღიური ხელფასის გამრავლებით მოცემულ თვეში ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების განმავლობაში გაცდენილ სამუშაო დღეთა რიცხვზე.

7. დახმარების საერთო თანხა განისაზღვრება შეჯამებულად საავადმყოფო ფურცელში მითითებულ თვეში (ყველა თვეზე ცალ-ცალკე) საშუალო დღიური ხელფასის გამრავლებით მოცემულ თვეში ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების განმავლობაში გაცდენილ სამუშაო დღეთა რიცხვზე.

8. დახმარების მიზნებისათვის, საშუალო დღიური ხელფასის გამოთვლა ხდება საშუალო თვიური შრომის ანაზღაურების გაყოფით ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების თვის (ყოველ თვეზე ცალ-ცალკე) სამუშაო დღეთა რიცხვზე.

9. ერთდროულად რამდენიმე დამსაქმებელთან მუშაობის შემთხვევაში კუთვნილი დახმარება სააგენტოს მიერ გაიცემა თითოეული დამსაქმებლის დაფინასების განაცხადში მითითებული თანხების შეჯამებით, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში.

10. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების პერიოდში მორიგი ორსულობისა და მშობიარობის დადგომის ან მორიგი ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში (თუ გაიზარდა თანამდებობრივი სარგო/შრომის ანაზღაურება და შესაბამისად შვებულებაში მყოფი ქალისათვის არ მომხდარა ხელფასის დარიცხვა), დახმარების/შვებულების ანაზღაურების ოდენობა გაანგარიშებული უნდა იქნეს ახალი თანამდებობრივი სარგოს/შრომის ანაზღაურების მიხედვით.

მუხლი 8. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება

1. დასაქმებულს/საჯარო მოსამსახურეს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო – 730 კალენდარული დღის ოდენობით, რომელთაგან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში ანაზღაურებადია 200 კალენდარული დღე. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულება დასაქმებულს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე.

2. დასაქმებულს/საჯარო მოსამსახურეს, რომელმაც იშვილა ერთ წლამდე ასაკის ბავშვი, თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე.

3. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დასაქმებულს (ბავშვის მამას) თავისი მოთხოვნის საფუძველზე, ეძლევა შვებულება ბავშვის მოვლის გამო ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით, რომელთაგან ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე. ამასთან, დასაქმებულს (ბავშვის მამას) ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულება 90 კალენდარული დღის ოდენობით მიეცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახალშობილის დედას არ უსარგებლია ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ანაზღაურებადი შვებულებით ან ასეთი შვებულების ნაწილით.

თავი III. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურება

მუხლი 9. დახმარების გაცემის/შვებულების ანაზღაურების წესი

1. დასაქმებული/საჯარო მოსამსახურე დახმარების/შვებულების ანაზღაურების მისაღებად საავადმყოფო ფურცელს, ხოლო ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში – სასამართლო კანონის ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც ადასტურებს შვილების ფაქტს, წარუდგენს დამსაქმებელს/საჯარო დაწესებულებას და ითხოვს ანაზღაურებად შვებულებას ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო.

2. დასაქმებულისათვის დახმარების ანაზღაურების მიზნით დამსაქმებელი ავსებს საავადმყოფო ფურცლის შესაბამის ნაწილს, რომელსაც დაფინანსების განაცხადთან და დასაქმებულის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლთან ერთად, წარადგენს სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულში.

3. ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში:

ა) დასაქმებული/საჯარო მოსამსახურე წარუდგენს დამსაქმებელს საჯარო დაწესებულებას სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც ადასტურებს შვილების ფაქტს;

ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჯარო მოსამსახურე საჯარო დაწესებულებას წარუდგენს სასამართლოს გადაწყვეტილებას და მეორე მშობელზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საჯარო დაწესებულების მიერ გაცემულ ცნობას, რომ მოცემულ მშრობელს არ უსარგებლია ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულებით;

გ) დასაქმებულისათვის დახმარების ანაზღაურების მიზნით დამსაქმებელი ავსებს დაფინანსების განაცხადს, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებასთან და დასაქმებულის პირადობის მოწმობის ასლთან ერთად წარადგენს სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულში.

4. სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ერთეული დამსაქმებლის მიერ დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ:

ა) ადგენს საავადმყოფო ფურცლის დედანის ასლთან შესაბამისობას, ხოლო შვილად აყვანის შემთხვევაში, შვილების შესაბამისი დოკუმენტის ასლთან შესაბამისობას და წარმომდგენს უბრუნებს დედანს;

ბ) ადარებს დაფინანსების განაცხადში მითითებული მონაცემების სისწორეს წარმოდგენილ დოკუმენტებში არსებულ მონაცემებთან და წარმომდგენს უბრუნებს დედნებს;

გ) წარმოდგენილი დაფინანსების განაცხადის ერთ ეგზემპლარს თანმხლებ წერილთან (დანართი №2) ერთად დაუყოვნებლივ აგზავნის შესაბამის საგადასახადო ორგანოში დაფინანსების განაცხადში შეტანილი მონაცემების სისწორის შემდგომში შესამოწმებლად, ხოლო მეორე ეგზემპლარს იტოვებს ტერიტორიულ ერთეულში;

დ) დაფინანსების განაცხადის წარდგენისას საგადასახადო ორგანოსაგან დანართი №2-ით განსაზღვრული წერილის საფუძველზე წერილობით ითხოვს დაფინანსების განაცხადში მითითებული დამსაქმებლის საგადასახადო ორგანოში გადამხდელად რეგისტრაციის არარსებობის ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღებას, მის მიერ წერილობითი მოთხოვნის გაგზავნიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა;

ე) საგადასახადო ორგანოდან დამსაქმებლის რეგისტრაციის არარსებობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, სააგენტოს ტერიტორიული ერთეული დაუყოვნებლივ ატყობინებს აღნიშნულის შესახებ სააგენტოს, შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.

5. საგენტო შესაბამისი ტერიტორიული ერთეულიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე დადგენილი წესით ცენტრალიზებულად უზრუნველყოფს დახმარების თანხის ჩარიცხვას დასაქმებულის პირად საბანკო ანგარიშზე. საგადასახადო ორგანოში დამსაქმებლის საგადასახადო რეგისტრაციის არარსებობის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას დახმარების დაფინანსების შეჩერების შესახებ, ახალი გადაწყვეტილების მიღებამდე.

6. სააგენტოს ტერიტორიული ერთეული, დახმარების ანაზღაურებაზე უარის თქმის ან დაფინანსების შეჩერების შესახებ შეტყობინებას სათანადო დასაბუთებით უგზავნის დამსაქმებელს, სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში დაფინანსების განაცხადის წარდგენიდან ერთი თვის განმავლობაში.

7. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება და შესაბამისად ანაზღაურება ორსული (მშობიარე) ქალის ოჯახის წევრებს არ მიეცემათ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მშობიარე ქალის გარდაცვალების გამო ცოცხალი ბავშვის დაბადების შემთხვევაში, დახმარებას ღებულობს ბავშვის მამა ან მეურვე პირი.

8. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება არ ანაზღაურდება, თუ საავადმყოფო ფურცლის დახურვის თარიღიდან, ხოლო შვილად აყვანის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან გასულია 6 თვე.

თავი IV. გარდამავალი დებულებები

მუხლი 10. ამ წესის ამოქმედებამდე წარმოშობილი ურთიერთობების რეგულირება

1. სააგენტოს მიერ 2017 წლის 1 ივლისამდე ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო გაცემული/გადარიცხული დახმარება, უკან დაბრუნებას/მოთხოვნას არ ექვემდებარება.

2. სააგენტომ 2017 წლის 1 ივლისის შემდგომ, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარების ანაზღაურება განახორციელოს მხოლოდ 2017 წლის 1 ივლისამდე პერიოდის გათვალისწინებით, 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი წესების შესაბამისად.

3. იმ შემთხვევაში, როდესაც ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის შვებულება ერთდროულად მოიცავს 2017 წლის 1 ივლისამდე და მის შემდგომ პერიოდს, საჯარო დაწესებულებამ სააგენტოს უნდა წარუდგინოს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარების დაფინანსებისთვის საჭირო დოკუმენტები, რომლებიც გაანგარიშებული იქნება მხოლოდ 2017 წლის 1 ივლისამდე პერიოდზე.

 

დანართი №2

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის

 სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის

შემოსავლების სამსახურის

 

-----------------------------------------------------------

ტერიტორიული ორგანოს დასახელება

 

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს №231/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის” მე-9 მუხლის შესაბამისად, სააგენტო ___________________________________ (ტერიტორიული ერთეულის დასახელება) დამსაქმებლების მიერ 201__ წლის _____________ სათვის წარმოდგენილ დაფინანსების განაცხადებში შეტანილი მონაცემების სისწორის შემოწმების უზრუნველსაყოფად, წარმოგიდგენთ დაფინანსების განაცხად(ებ)ს.

წარმოდგენილ განაცხადებში მითითებული დამსაქმებლების გადასახადის გადამხდელებად რეგისტრაციის არარსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში მოგვაწოდოთ აღნიშნული ინფორმაცია.

 

დანართი ----------- ფურცლად.

 

 

 

პატივისცემით,

 

სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის

უფროსი / სახელი, გვარი /

 

 დანართი №3

ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ასანაზღაურებელი დახმარების დაფინანსების განაცხადი

N

 

 

 

დამსაქმებლის/დაწესებულების

დასაქმებულის/მოსამსახურის

 

საიდენტიფიკაციო

კოდი

დასახელება

პირადი N

სახელი, გვარი და დაბადების წელი

საცხოვრებელი რეგისტრაციის ადგილი

საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის პერიოდი

სამსახურში მიღების თარიღი (თვე და წელი)

 

 

 

 

 

 

-დან

ჩათვლით

 

1

2

3

4

5

6

7

8

9

1

 

 

 

 

 

 

 

 

2

 

 

 

 

 

 

 

 

3

 

 

 

 

 

 

 

 

4

 

 

 

 

 

 

 

 

5

 

 

 

 

 

 

 

 

6

 

 

 

 

 

 

 

 

7

 

 

 

 

 

 

 

 

8

 

 

 

 

 

 

 

 

9

 

 

 

 

 

 

 

 

      გაგრძელება

 

დასაფინანსებელი სამუშაო დღეების რაოდენობა

 

საავადმყოფო ფურცლის

შვილად აყვანის შესახებ დოკუმენტის თარიღი და N

დასაქმებულის დახმარების გასაანგარიშებელი ბაზა

მოთხოვნილი თანხა

დასაქმებულის პირადი საბანკო ანგარიში

შესაბამისი ბანკის

 

სერია

ნომერი

 

 

 

 

კოდი

დასახელება

10

11

12

13

14

15

16

17

18

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

     დამსაქმებელი (ხელმძღვანელი):

 

     ბუღალტერი:

 

     თარიღი: “----“ “-----------------“ 201 ---- წ.

 

                                      ბ. ა.