დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – ეროვნული საშენი მეურნეობისათვის გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 10 მარტის №451 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1312 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/06/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/07/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024044 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1312
2017 წლის 30 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – ეროვნული საშენი მეურნეობისათვის გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 10 მარტის №451 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – ეროვნული საშენი მეურნეობისათვის გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 10 მარტის №451 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული შტატგარეშე მომუშავეებიდან:
ა) 35 (ოცდათხუთმეტი) შტატგარეშე მოსამსახურის შრომის ანაზღაურების დაფინანსება განხორციელდეს სსიპ – ეროვნული საშენი მეურნეობის საკუთარი შემოსავლებიდან;
ბ) 30 (ოცდაათი) შტატგარეშე მოსამსახურის შრომის ანაზღაურების დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს წითელი ნუსხის“ მცენარეთა სახეობების გარემოდან ამოღების საკომპენსაციო საფასურის სახით მიღებული საკუთარი შემოსავლებიდან.“.
2. განკარგულება ძალაშია 2017 წლის 1 ივლისიდან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები