„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 256
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 26/07/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/07/2017
ძალაში შესვლის თარიღი 10/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017000
256
26/07/2017
ვებგვერდი, 27/07/2017
200090000.22.033.017000
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №256

2017 წლის 26 ივლისი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 2000900000.22.033.016112) დამტკიცებული ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 59-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ნავთობპროდუქტის ნსაფ-ით მიწოდების ან/და შეძენის შემთხვევაში, დღგ-ის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოს, დღგ-ის დეკლარაციასთან ერთად, წარედგინება „ნავთობპროდუქტის სასაქონლო ნაშთები“ (№III-10 დანართი).“.

2. დანართი №III-10 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
3. დანართი №III-25-ის „ბ“ დანართის II ნაწილის შემდეგ დაემატოს  II1 და  II2 ნაწილები.
4. 75-ე მუხლის მაგალითის შეფასება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შეფასება:

თებერვლის თვეში ავეჯის მწარმოებელი საწარმო ვალდებულია წარადგინოს დღგ- ის ყოველთვიური დეკლარაცია და 3000 ლარი ასახოს დღგ-ის დეკლარაციის, დანართი „ა“- ს I ნაწილის მე-2 სტრიქონსა და დეკლარაციის ნაწილი III-ის მე-2 სტრიქონში. ასევე, ვალდებულია, ამავე თვის დღგ-ის დეკლარაციის დანართი „ბ“-ს I ნაწილში ასახოს მისაწოდებელ საქონელზე/გასაწევ მომსახურებაზე წინასწარ გადახდილი თანხის ნაწილზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის შესახებ ინფორმაცია.

ავეჯის        მწარმოებელი                საწარმო       უფლებამოსილია        ივნისის       თვის      დღგ-ის დეკლარაციის დანართი „ბ“-ს I ნაწილში (მე-2 –მე-6 სვეტები) მიწოდების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მონაცემებთან ერთად ასახოს ამავე საქონლის საკომპენსაციო თანხაზე გამოწერილი  ავანსის  საგადასახადო  ანგარიშ-ფაქტურების  მონაცემები  (მე-9–მე-11 სვეტები),რომლის მიხედვითაც შეიმცირებს მიწოდებულ    საქონელზე          გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით დარიცხულ დღგ-ის თანხას.

მოცემულ შემთხვევაში, ივნისის თვის დღგ-ის დასაბეგრ ბრუნვაში მონაწილეობას მიიღებს 4000 ლარი. კერძოდ, აღნიშნული ჩაიწერება დეკლარაციის ნაწილი III-ის მე-2 სტრიქონში, ხოლო ამავე ნაწილის 41 უჯრაში აისახება 3000 ლარი (ამ ოპერაციაზე წინასწარ გადახდილი საკომპენსაციო თანხა, რომელიც დაიბეგრა გადახდის თვეში (თებერვალში)).“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი