„თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 30 ივნისი №238 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 243
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 20/09/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 010220020.22.027.016743
243
20/09/2017
ვებგვერდი, 20/09/2017
010220020.22.027.016743
„თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 30 ივნისი №238 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება №243

 2017 წლის 20 სექტემბერი

ქ. თბილისი

„თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის №238 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის №238 ბრძანების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03/07/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010220020.22.027.016738) პირველი მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსი, კომისიის მდივანი;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიალექსანდრე ბარამიძე