დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი სისტემის მოქმედების წესებისა და სამუშაო რეჟიმის გარდამავალი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 აგვისტოს №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 35 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/08/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/08/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/07/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.174.016227 |
|
„სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი სისტემის მოქმედების წესებისა და სამუშაო რეჟიმის გარდამავალი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 აგვისტოს №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი სისტემის მოქმედების წესებისა და სამუშაო რეჟიმის გარდამავალი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 აგვისტოს №25 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/09/2014, 010250050.35.174.016025) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერთან ან/და ა(ა)იპ „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ადრეული და სკოლამდელი სააღმზრდელო საჯარო დაწესებულებათა მართვის სააგენტოსთან“ (ს/კ 418469393) შეთანხმებით გადაწყვიტოს საბავშვო ბაგა-ბაღის საკადრო საკითხები და განსაზღვროს თანამშრომელთა დანიშვნის, გადაყვანის და განთავისუფლების წესი საქართველოს შრომის კოდექსის, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, წესდების და შინაგანაწესის საფუძველზე;“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ა(ა)იპ „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ადრეული და სკოლამდელი სააღმზრდელო საჯარო დაწესებულებათა მართვის სააგენტოსთან“ (ს/კ 418469393) ან/და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით განსაზღვროს საბავშვო ბაგა - ბაღის სასწავლო-აღმზრდელობითი პროგრამა და უზრუნველყოს ამ პროგრამის მიზნებისა და ამოცანების განხორციელება;“; გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ა(ა)იპ „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ადრეული და სკოლამდელი სააღმზრდელო საჯარო დაწესებულებათა მართვის სააგენტოსთან“ (ს/კ 418469393) ან/და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით დაამყაროს კავშირი ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, მათ შორის, სხვა მსგავს დაწესებულებებთან თავისი საქმიანობის ფარგლებში, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთაც;“; დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) საბავშვო ბაგა-ბაღის სკოლამდელი ასაკის ბავშვთა სკოლისთვის მომზადების და სკოლამდელი ასაკის ბავშვთა განათლების ხელშეწყობის მიზნით შექმნას სასკოლო მზაობის ცენტრი და შეიმუშავოს სათანადო პროგრამა (სასწავლო-აღმზრდელობითი) ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერთან ან/და ა(ა)იპ „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო საჯარო დაწესებულებათა მართვის სააგენტოსთან“ (ს/კ 418469393) შეთანხმების საფუძველზე. ე) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს მე-31 მუხლი შემდეგი რედაქციით: „მუხლი 31. საბავშვო ბაგა-ბაღის მართვა 1. საბავშვო ბაგა-ბაღების – ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების მართვას, ფინანსურ უზრუნველყოფას და მათი ავტორიზაციის სამართლებრივ პრინციპებთან შესაბამისობას უზრუნველყოფს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი ან/და ა(ა)იპ „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო საჯარო დაწესებულებათა მართვის სააგენტო“ (ს/კ 418469393)“. 2. ა(ა)იპ „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო საჯარო დაწესებულებათა მართვის სააგენტოს“ (ს/კ 418469393) მიერ ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების განსახორციელებლად საჭირო ის უფლება-მოვალეობები და განხორციელების წესი, რაც განსაზღვრული არ არის ამ დებულებით, განისაზღვრება ა(ა)იპ „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო საჯარო დაწესებულებათა მართვის სააგენტოს“ (ს/კ 418469393) წესდებით.“; ვ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) განსაზღვრავს ბაღის საკადრო პოლიტიკას, ამტკიცებს საშტატო ნუსხას ა(ა)იპ „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო საჯარო დაწესებულებათა მართვის სააგენტოსთან“ (ს/კ 418469393) შეთანხმებით.’’; ზ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) უზრუნველყოფს საბავშვო ბაგა-ბაღს საბავშვო ბაგა-ბაღის მიერ შეძენილი ან/და ა(ა)იპ „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო საჯარო დაწესებულებათა მართვის სააგენტოს“ (ს/კ 418469393) მიერ მიწოდებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, სათამაშოებით, წიგნებით, საკვები პროდუქტებით, ასევე მათი გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო ყველა სხვა საქონლით და მომსახურებით.“; თ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) პასუხს აგებს საბავშვო ბაგა-ბაღის გამართულ ფუნქციონირებაზე, მათ შორის რაიმე მიზეზით ბაგა-ბაღის ფუნქციონირების პარალიზების შემთხვევაში ვალდებულია აცნობოს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს ან/და ა(ა)იპ „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო საჯარო დაწესებულებათა მართვის სააგენტოს“ (ს/კ 418469393);“; ი) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) შრომითი საქმიანობის დასარეგულირებლად, ა(ა)იპ „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო საჯარო დაწესებულებათა მართვის სააგენტოსთან“ (ს/კ 418469393) შეთანხმებით ამტკიცებს საბავშვო ბაგა-ბაღის შინაგანაწესს; თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს, რომლის შესრულება ყველასთვის სავალდებულოა; კ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ახალი ჯგუფების დაკომპლექტების შემდეგ, საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორი ვალდებულია გააგზავნოს მონაცემები, როგორც ახლად მიღებული აღსაზრდელთა რაოდენობის, ისე აღსაზრდელთა საერთო რაოდენობის შესახებ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ან/და ა(ა)იპ „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო საჯარო დაწესებულებათა მართვის სააგენტოში“ (ს/კ 418469393);“; ლ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ დებულებით გათვალისწინებული ნაკლოვანების აღმოჩენის შემთხვევაში საკითხი განიხილება იმ პირთან, ვისაც მოვალეობიდან გამომდინარე ეს პირდაპირ ეხება. იმ შემთხვევაში, თუ პრობლემა ვერ დარეგულირდა, საკითხი განიხილება საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორთან და თუ პრობლემა კვლავ ვერ დარეგულირდა, მშობელი უფლებამოსილია, წერილობით მიმართოს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურს ან/და ა(ა)იპ „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო საჯარო დაწესებულებათა მართვის სააგენტოს“ (ს/კ 418469393);“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება, გარდა დადგენილების 1-ლი მუხლის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებისა, ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. დადგენილების 1-ლი მუხლის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტები ძალაში შევიდეს 2017 წლის 1 სექტემბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები