ზოგიერთი მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word
ზოგიერთი მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1552
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/07/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024268
  • Word
1552
24/07/2017
ვებგვერდი, 17/08/2017
000000000.00.003.024268
ზოგიერთი მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1552

2017 წლის 24 ივლისი

ქ. თბილისი

ზოგიერთი მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარებისა და „საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის №1389 განკარგულებით დამტკიცებული საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტოს პროექტის „უსაფრთხო ქალაქი,

უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“ ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების მხარდაჭერის მიზნით, მიეცეთ უფლება ამ განკარგულებით გათვალისწინებულ მუნიციპალიტეტებს, ავტოსატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო ნომრის ამომცნობ ანალიტიკურ პროგრამულ უზრუნველყოფასთან თავსებადი ვიდეოსამეთვალყურეო კამერების (შესაბამისი აღჭურვილობითა და თანმდევი მომსახურებით) სახელმწიფო შესყიდვა, სახელმწიფო შესყიდვის ერთობლივად განხორციელების ფარგლებში, განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ამ განკარგულების დანართით განსაზღვრული რაოდენობისა და ღირებულების გათვალისწინებით, კერძოდ:

ა) კასპის, ქალაქ გორის, გორის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებს;

ბ) ქალაქ ამბროლაურის, ამბროლაურის, ონის, ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებს;

გ) ქალაქ ზუგდიდის, აბაშის, ჩხოროწყუს, ქალაქ ფოთის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, წალენჯიხის, ხობისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებს;

დ) ქალაქ თელავის, თელავის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებს;

ე) ქალაქ რუსთავის, დმანისის, მარნეულის, თეთრიწყაროს, გარდაბნის, წალკისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებს;

ვ) ჩოხატაურის, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტებს;

ზ) ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ქალაქ ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებს;

თ) ყაზბეგის, ქალაქ მცხეთის, მცხეთის, თიანეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებს;

ი) ქალაქ ქუთაისის, ტყიბულის, წყალტუბოს, საჩხერის, ხარაგაულის, ხონის, ზესტაფონის, ვანის, სამტრედიის, თერჯოლისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებს.

2. ეთხოვოთ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ მუნიციპალიტეტებს:

ა) ვიდეოსამეთვალყურეო კამერების მიწოდება, მონტაჟი და შემდგომი მოვლა-პატრონობა განახორციელონ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციით, სამმხრივი მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების საფუძველზე;

ბ) ვიდეოსამეთვალყურეო კამერების დასაწყობება განახორციელონ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მითითების შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაზე.

 

პრემიერ-მინისტრი                                გიორგი კვირიკაშვილი