„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 300
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017010
300
31/08/2017
ვებგვერდი, 04/09/2017
200090000.22.033.017010
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №300

2017 წლის 31 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 2000900000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კონფიდენციალურ ინფორმაციას არ განეკუთვნება შემდეგი ინფორმაცია:

ა) გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ;

ბ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ;

გ) სტატუსი;

დ) სახელწოდება;

ე) სამართლებრივი ფორმა;

ვ) მისამართი;

ზ) საიდენტიფიკაციო ნომერი;

თ) საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების თარიღი;

ი) მარეგისტრირებელი ორგანო;

კ) საგადასახადო დავალიანება;

ლ) ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირები;

მ) დამფუძნებლები;

ნ) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების და ქონებაზე დადებული ყადაღის შესახებ;

ო) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული სხვა საჯარო ინფორმაცია;

პ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში რეგისტრირებული საჯარო ინფორმაცია.“.

2. „დანართი №II-06“-ის:
ა) III ნაწილი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;
ბ) „დეკლარაციის დანართი „ა“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
3. 38-ე მუხლის მე-6 პუნქტის:
ა) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) 32-ე უჯრაში – 27 უჯრაში ასახული თანხის ის ნაწილი, რომლის მიმღებია   „შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნების ჩამონათვალის განსაზღვრის თაობაზე“ 2016 წლის 29 დეკემბრის №615 დადგენილებით განსაზღვრული ქვეყნების რეზიდენტი პირები და რომელიც წარმოადგენს საგადასახადოს კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „ბ1“ და „ე“ ქვეპუნტებით გათვალისწინებული მომსახურებების ანაზღაურებას და იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, 15 პროცენტით (შეღავათების გაუთვალისწინებლად);“;

ბ)  „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უ) მე-40 უჯრაში ორგანიზაციებზე და საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტ საწარმოებზე გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული განაცემები, შეღავათების გაუთვალისწინებლად;“;

გ) „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შ) 45-ე უჯრაში – მე-40 უჯრაში ასახული თანხის ის ნაწილი, რომლის მიმღებია  „შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნების ჩამონათვალის განსაზღვრის თაობაზე“ 2016 წლის 29 დეკემბრის №615 დადგენილებით განსაზღვრული ქვეყნების რეზიდენტი პირები და რომელიც წარმოადგენს საგადასახადოს კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „ბ1“ და „ე“ ქვეპუნტებით გათვალისწინებული მომსახურებების ანაზღაურებას და იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, 15 პროცენტით (შეღავათების გაუთვალისწინებლად);“;

დ) „წ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„წ) 56-ე უჯრაში გადახდის წყაროსთან ორგანიზაციებისათვის და საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტი საწარმოებისათვის დაკავებული ბიუჯეტში გადასახდელი გადასახადი (49-ე – 55-ე უჯრებში ასახული თანხების შესაბამის საგადასახადო განაკვეთებზე ნამრავლის ჯამი);“.

4. დანართი №II-086-ის:
ა) III ნაწილი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;
ბ) III ნაწილის „დანართი 1“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;
გ) III ნაწილის „დანართი 1“-ის შემდეგ დაემატოს „დანართი 11“ თანდართული რედაქციით.
5. 401 მუხლის:
ა) მე-5 პუნქტის:
ა.ა) „ა“ ქვეპუნქტის:
ა.ა.ა) „ა.ა“ ქვეპუნქტის „შენიშვნა“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

შენიშვნა: 16.1 სტრიქონში ასევე შეიტანება 2008 წლამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან განაწილებული დივიდენდი. ამასთან, 16.1 სტრიქონში არ შეიტანება:

ა) „ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული მოგების განაწილება სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაზე, კომანდიტურ საზოგადოებაზე, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაზე, სააქციო საზოგადოებასა და კოოპერატივზე, გარდა:

ა.ა) მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული აღნიშნული პირ(ებ)ისა;

ა.ბ)   2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის აღნიშნული პირ(ებ)ზე განაწილებისა;

ა.გ) კომერციულ ბანკზე, საკრედიტო კავშირზე, სადაზღვევო ორგანიზაციაზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და ლომბარდზე დივიდენდის განაწილებისა, თუ მოგება განეკუთვნება 2017 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 1 იანვრამდე პერიოდებს;

ბ) საწარმოს მიერ უცხოური საწარმოსგან (გარდა შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისა) 2017 წლის 1 იანვრიდან მიღებული დივიდენდის განაწილება;

გ)  2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდში მიღებული წმინდა მოგებიდან განაწილებული დივიდენდის მიმღები „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირის (გარდა ინდივიდუალური საწარმოსი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული პირისა) მიერ მისი შემდგომი განაწილება;

დ) 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული დივიდენდის შემდგომი განაწილება;

ე) 2017 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 1 იანვრამდე პერიოდების კუთვნილი მოგებიდან კომერციული ბანკისგან, საკრედიტო კავშირისგან, სადაზღვევო ორგანიზაცისგან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და ლომბარდისგან მიღებული დივიდენდის განაწილება.“;

ა.ა.ბ) „ა.ა“ ქვეპუნქტის ..“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ა.ა) 16.1.1 სტრიქონში მიეთითება 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან განაწილებული დივიდენდი (გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლით გათავისუფლებული დივიდენდის განაწილებისა);“;

ა.ა.გ) „ა.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.დ) 16.4 სტრიქონში მიეთითება საშემოსავლო გადასახადისაგან/მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებულ პირთან (გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციისა, საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსი და საქართველოს ეროვნული ბანკისა) განხორციელებული ოპერაცი(ებ)ის ფარგლებში გარიგების ფასსა და საბაზრო ფასს შორის სხვაობის თანხა. კერძოდ:

ა.დ.ა) გარიგების საბაზრო ფასსა და მიღებულ/მისაღებ შემოსავალს შორის სხვაობა, თუ გარიგების საბაზრო ფასი აღემატება მიღებულ/მისაღებ შემოსავალს;

ა.დ.ბ) გარიგების შედეგად გაწეულ ხარჯსა და გარიგების საბაზრო ფასს შორის სხვაობა, თუ გარიგების შედეგად გაწეული ხარჯი აღემატება გარიგების საბაზრო ფასს;“;

ა.ბ) „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.გ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.გ.დ)   პირის (გარდა სპეციალური სავაჭრო კომპანიისა) მიერ სპეციალური სავაჭრო კომპანიისაგან უცხოური საქონლის შესაძენად ამ საქონლის საბაჟო ღირებულებაზე მეტი ოდენობით გაწეული ხარჯი, გარდა იმ ხარჯისა, რომელიც აღნიშნული სპეციალური სავაჭრო კომპანიისათვის გადახდებს არ უკავშირდება.“;

ა.გ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მე-18 სტრიქონი მიეთითება გადახდები (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული), რომელიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან. კერძოდ:

გ.ა) 18.1 სტრიქონი ტოლია 18.1.1 - 18.1.5 სტრიქონებში ასახული თანხების ჯამის:

გ.ა.ა) 18.1.1 სტრიქონში აისახება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირის, აგრეთვე საგადასახადო კოდექსის შესაბამისად   მოგების   გადასახადისაგან   გათავისუფლებული   პირის   (გარდა საბიუჯეტო   ორგანიზაციისა, საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსი და საქართველოს ეროვნული ბანკისა) მიერ გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შესაძენად განხორციელებული გადახდა;

გ.ა.ბ)  18.1.2 სტრიქონში მიეთითება შეღავათიანი   დაბეგვრის   მქონე   ქვეყანაში   რეგისტრირებული   პირისათვის, აგრეთვე საგადასახადო კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული პირისათვის (გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციისა, საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსი და საქართველოს ეროვნული ბანკისა) გადახდილი, სახელშეკრულებო ურთიერთობიდან წარმოშობილი პირგასამტეხლო ან/და სხვა ჯარიმა;

გ.ა.გ) 18.1.3 სტრიქონში მიეთითება   შეღავათიანი   დაბეგვრის   მქონე   ქვეყანაში   რეგისტრირებული   პირისათვის, აგრეთვე საგადასახადო კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული პირისათვის (გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციისა, საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსი და საქართველოს ეროვნული ბანკისა) ავანსის გადახდა;

გ.ა.დ) 18.1.4 სტრიქონში მიეთითება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული პირისათვის, აგრეთვე საგადასახადო კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული პირისათვის (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსი და საქართველოს ეროვნული ბანკისა) სესხის გაცემა ან/და ამ პირის მიმართ არსებული მოთხოვნის შესაძენად განხორციელებული  გადახდა.  ეს  ქვეპუნქტი  არ  ვრცელდება  კომერციული  ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და ლომბარდის მიერ საგადასახადო კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებულ პირთან განხორციელებულ ოპერაციებზე;

გ.ა.ე) 18.1.5 სტრიქონში მიეთითება ზარალი, რომელიც წარმოშობილია შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული  პირისათვის,  აგრეთვე  საგადასახადო  კოდექსის  შესაბამისად  მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული პირისათვის (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსი და საქართველოს ეროვნული ბანკისა) მოთხოვნის უფლების გადაცემით ან მოთხოვნის უფლებაზე უარის თქმით;

გ.ბ) 18.2 სტრიქონში აისახება არარეზიდენტის, აგრეთვე საგადასახადო კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული პირის კაპიტალში შენატანი ან აქციის/წილის (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული აქციისა/წილისა) შესაძენად განხორციელებული გადახდა;

გ.გ) 18.3 სტრიქონში აისახება ფიზიკური პირისათვის ან არარეზიდენტისათვის სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა) ან/და პარტნიორი ფიზიკური პირის ან პარტნიორი არარეზიდენტის მიერ მესამე პირისაგან აღებული სესხის საბანკო ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრებით უზრუნველყოფა, როდესაც მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის თანხა შეადგენს სესხის უზრუნველსაყოფად საბანკო ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრების ოდენობას. ეს   ქვეპუნქტი   არ   ვრცელდება   კომერციული   ბანკის,   საკრედიტო   კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და ლომბარდის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე;

გ.დ) 18.4  სტრიქონში აისახება  კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ან ლომბარდის მიერ პარტნიორ არარეზიდენტზე, საგადასახადო კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებულ პარტნიორზე ან კაპიტალში არანაკლებ 1 პროცენტით მონაწილეობის უფლების მქონე პარტნიორ ფიზიკურ პირზე     სესხის     გაცემა  ან/და პარტნიორის  მიერ   მესამე   პირისაგან   აღებული  სესხის საბანკო ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრებით უზრუნველყოფა, როდესაც მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის თანხა შეადგენს სესხის უზრუნველსაყოფად საბანკო ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრების ოდენობას.“;

ა.დ)  „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ)     25-ე     სტრიქონი    მიეთითება  საქართველოს  საგადასახადო  კოდექსის  124-ე მუხლის მე-2-მე-3 ნაწილების და 309-ე მუხლის 92-93-ე ნაწილებით გათვალისწინებული ჩასათვლელი თანხების ჯამი (სტ.25=სტ.25.1+სტ.25.2):

კ.ა) 25.1 სტრიქონი აისახება 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილებისას ამ პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის ამავე დეკლარაციის დანართი №1-ით გაანგარიშებული თანხა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს დეკლარაციის 16.1.1.   სტრიქონში   ასახული   მონაცემის   შესაბამისად   გამოანგარიშებული მოგების გადასახადის თანხას. ამასთან, თუ დეკლარაციის დანართი №1-ის მე-5 სტრიქონში ასახული თანხა მეტია დეკლარაციის III ნაწილის 16.1.1 სტრიქონის მიხედვით გამოანგარიშებული   მოგების   გადასახადის   თანხაზე,   მაშინ   25.1   სტრიქონში   აისახება სტრიქონი 16.1.1-ის მიხედვით გაანგარიშებული მოგების გადასახადის თანხა. თუ დეკლარაციის დანართი №1-ის მე-5 სტრიქონში ასახული თანხა ნაკლებია დეკლარაციის III ნაწილის 16.1.1 სტრიქონის მიხედვით გამოანგარიშებული მოგების გადასახადის თანხაზე, 25.1 სტრიქონში მიეთითება დეკლარაციის დანართი №1-ის მე-5 სტრიქონის მიხედვით გაანგარიშებული მოგების გადასახადის თანხა;

კ.ბ) 25.2 სტრიქონში მიეთითება საქართველოს  ფარგლების  გარეთ წყაროსთან დაკავებული ან  გადახდილი მოგების გადასახადის თანხა, რომელიც გამოანგარიშებული იქნებოდა საქართველოში აღნიშნულ შემოსავალზე საქართველოში არსებული წესითა და განაკვეთებით, მაგრამ არა უმეტეს 16.1 სტრიქონში  მითითებული მონაცემის  შესაბამისად  გამოანგრიშებული  მოგების  გადასახადის  თანხასა  და  25.1 სტრიქონში ასახულ მონაცემს შორის სხვაობით მიღებული თანხისა.“;

ა.ე) „მ“ ქვეპუნქტის „მ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ.გ) 27.3 სტრიქონი აისახება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-9 ნაწილით განსაზღვრული – სესხის საბანკო ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გაუქმების შემთხვევაში, უზრუნველყოფის გაუქმების საანგარიშო პერიოდში გაუქმებული საბანკო ანგარიშზე განთავსებული ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის თანხა;“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. დეკლარაციის III ნაწილის დანართი №1 ივსება სტრიქონების დასახელების შესაბამისად, კერძოდ:

ა) პირველ სტრიქონში მიეთითება საანგარიშო პერიოდში დივიდენდის სახით განაწილებული თანხის ოდენობა, რომელიც ექვემდებარება დაბეგვრას;

ბ) მე-2 სტრიქონში მიეთითება 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა;

გ) მე-3 სტრიქონში მიეთითება 2008 წლის 1 იანვრიდან   2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ოდენობა ჯამურად (მათ შორის, უარყოფითი ფინანსური შედეგის (ზარალი) გათვალისწინებით);

დ) მე-4 სტრიქონში მიეთითება 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ხარჯზე დივიდენდის სანაცვლოდ საწარმოს მიერ პარტნიორისათვის გადაცემული ამ საწარმოს აქციების/წილის ღირებულება;

ე) მე-5 სტრიქონში მიეთითება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 93-ე ნაწილის მიხედვით ჩასათვლელი თანხა, რომელიც წარმოადგენს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილებისას ამავე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხას. აღნიშნული თანხის ოდენობა იანგარიშება პირველი და მე-2 სტრიქონების ნამრავლის გაყოფით მე-3 და მე-4 სტრიქონების სხვაობაზე (სტ.1*სტ.2/(სტ.3- სტ.4)).“;

გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 და 62 პუნქტები:

„61.  დეკლარაციის III ნაწილის დანართი №11 ივსება 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილებისას ამავე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხის მიხედვით ჩასათვლელი თანხის კორექტირების მიზნით, შემდეგ შემთხვევებში, თუ:

ა) 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული მოგების გადასახადის გადახდა განხორციელდა ამავე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილების შემდგომ, ან/და

ბ) 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით მოგების გადასახადის დარიცხვა განხორციელდა ამავე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილების შემდგომ.

62. დეკლარაციის III ნაწილის დანართი №11  ივსება ამავე მუხლის 61 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევების დადგომის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, შემდეგი წესით:

ა)  I  ნაწილის    პირველ, მე-2 და მე-3 სვეტებში აისახება იმ საანგარიშო პერიოდ(ებ)ის (მათ შორის, მიმდინარე საანგარიშო პერიოდის) მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის მონაცემები, რომელშიც განხორციელდა 2008 წლის   1   იანვრიდან   2017   წლის   1   იანვრამდე   მიღებული   წმინდა   მოგებიდან   დივიდენდის განაწილება;

ბ)  II ნაწილის:

ბ.ა) პირველ სტრიქონში მიეთითება 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე მიღებული წმინდა მოგებიდან განაწილებული დივიდენდის ოდენობა, რომლის განაწილებაც განხორციელდა ამავე დანართის I ნაწილის პირველი სვეტში ასახული საანგარიშო პერიოდ(ებ)ის (მათ შორის მიმდინარე საანგარიშო პერიოდში) მიხედვით და ექვემდებარება დაბეგვრას;

ბ.ბ)  მე-2  სტრიქონში  მიეთითება  2008  წლის  1  იანვრიდან  2017  წლის  1  იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა;

ბ.გ)  მე-3  სტრიქონში  მიეთითება  2008  წლის  1  იანვრიდან 2017  წლის  1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ოდენობა ჯამურად (მათ შორის, უარყოფითი ფინანსური შედეგის (ზარალი) გათვალისწინებით);

ბ.დ) მე-4 სტრიქონში მიეთითება 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ხარჯზე დივიდენდის სანაცვლოდ საწარმოს მიერ პარტნიორისათვის გადაცემული ამ საწარმოს აქციების/წილის ღირებულება;

ბ.ე) მე-5 სტრიქონში მიეთითება შემდეგი სახით გაანგარიშებული ჩასათვლელი თანხა: სტ.1*სტ.2/(სტ.3-სტ.4).

გ) III ნაწილში აისახება დამატებით ჩასათვლელი თანხა, რომელიც არის ამავე დანართის II ნაწილის მე-5 სტრიქონისა და I ნაწილის მე-2 სვეტის ჯამს შორის სხვაობა, მაგრამ არაუმეტეს I ნაწილის მე-3 სვეტის ჯამში ასახული მონაცემის შესაბამისად   გამოანგარიშებული მოგების გადასახადის თანხასა და ამავე ნაწილის მე-2 სვეტის ჯამში ასახულ მონაცემს შორის სხვაობისა და ექვემდებარება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას.“.

6. 61-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ნავთობპროდუქტის სტაციონარული ობიექტის (საბითუმო მიმწოდებლის საცავის; საცალო საცავის; საბაჟო საწყობის, ტერმინალის; მწარმოებლის საცავის, საწყობის; საბოლოო მომხმარებლის საცავის და ნავთობის აირებით და აირისებრი ნახშირწყალბადებით (გათხევადეული) (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2711 12, 2711 13, 2711 14 000 00, 2711 19 000 00 კოდებში მითითებული ნავთობპროდუქტების აირები) საყოფაცხოვრებო ბალონების გასამართი სადგურის) მფლობელი ვალდებულია მიმართოს საგადასახადო ორგანოს ამ ობიექტის რეგისტრაციის მიზნით.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. საყოფაცხოვრებო ბალონების გასამართი სადგურიდან დაუშვებელია ნავთობის აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადების (გათხევადეული) (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2711 12, 2711 13, 2711 14 000 00, 2711 19 000 00 კოდებში მითითებული ნავთობპროდუქტების აირები) ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის მიწოდება.“.

7. 70-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 70. საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების, ან ასეთი რეისების განხორციელებისას მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში სამოქალაქო საავიაციო რეისებისა და საავიაციო სამუშაოების განსახორციელებლად ბორტზე მიწოდებისთვის განკუთვნილი საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების იმპორტის ან/და მიწოდების დღგ-ისაგან გათავისუფლება

საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების, ან ასეთი რეისების განხორციელებისას მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში სამოქალაქო საავიაციო რეისებისა და საავიაციო სამუშაოების განსახორციელებლად ბორტზე მიწოდებისთვის განკუთვნილი საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების იმპორტის ან/და მიწოდების დღგ-ისაგან გათავისუფლება ხორციელდება 84-ე მუხლით აქციზისათვის განსაზღვრული წესის შესაბამისად.“.

8. დანართი IV-01“-ის III განაყოფი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
9. 771 მუხლის:
ა) პირველი-მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებული ფილტრიანი სიგარეტებისათვის, თამბაქოს შემცველობით, 20 ღერზე და უფილტრო სიგარეტებისათვის, თამბაქოს შემცველობით, 20 ღერზე, აგრეთვე საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 01 კოდში მითითებული საქონლისათვის 20 ცალზე, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის  2403 99 900 02 კოდში მითითებული საქონლისათვის 20 ღერზე აქციზის განაკვეთი შეადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთისა და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 10 პროცენტის ჯამს.

2. ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების, აგრეთვე საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 01 და 2403 99 900 02 კოდებში მითითებული საქონლის მწარმოებელი/იმპორტიორი ვალდებულია, არაუგვიანეს ყოველი წლის 1 ოქტომბრისა, მომდევნო წლის აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნებისათვის შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს ინფორმაცია, მის მიერ წარმოებული/იმპორტირებული ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტის დასახელების/ქვედასახელების და თითოეული მათგანის სარეკომენდაციო საცალო სარეალიზაციო ფასის შესახებ.

3. შემოსავლების სამსახური ვალდებულია, საქართველოს ფინანსთა მინისტრს ყოველწლიურად, არაუგვიანეს ყოველი წლის 1 ნოემბრისა, წარუდგინოს ინფორმაცია საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებული ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების, აგრეთვე  საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 01 და 2403 99 900 02 კოდებში მითითებული საქონლის დასახელებისა და მათი საცალო სარეალიზაციო ფასის შესახებ.

4. შემოსავლების სამსახურის მიერ, საქართველოს ფინანსთა მინისტრისთვის წარდგენილი ინფორმაცია უნდა მომზადდეს მწარმოებლის/იმპორტიორის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების, აგრეთვე საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 01 და 2403 99 900 02 კოდებში მითითებული საქონლის   სარეკომენდაციო საცალო სარეალიზაციო ფასებისა და ამ საქონელზე შესაბამისი წლის 6 თვის განმავლობაში იანვრიდან მარტის და ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში სავაჭრო ქსელში  არსებულ  ფასებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრული ფასების საფუძველზე. ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების, აგრეთვე საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 01 და 2403 99 900 02 კოდებში მითითებული საქონლის  ამომწურავ ჩამონათვალს, მათი დასახელების/ქვედასახელების და  შესაბამისი საცალო სარეალიზაციო ფასის მითითებით.“;

ბ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა მინისტრისთვის წარდგენილი ინფორმაცია უნდა მომზადდეს მწარმოებლის/იმპორტიორის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი თამბაქოს ნაწარმის სარეკომენდაციო საცალო სარეალიზაციო ფასებზე დაყრდნობით.“.

 

10. 78-ე მუხლის 71 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„71. ცალკეულ შემთხვევებში შემოსავლების სამსახურთან წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, 5 ლიტრი და მეტი ტევადობის ლუდის ნაწარმზე, აგრეთვე  საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 01 და 2403 99 900 02 კოდებში მითითებულ საქონელზე სავალდებულო ნიშანდება შესაძლებელია განხორციელდეს ამ მუხლისგან განსხვავებული წესით.“.

11. 79-ე მუხლის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 01 და  2403 99 900 02 კოდებში მითითებული იმპორტული წარმოების საქონლისთვის განკუთვნილი აქციზური მარკის ნომინალური ღირებულება განისაზღვრება იმპორტული ფილტრიანი თამბაქოს ნაწარმისთვის გათვალისწინებული აქციზური მარკის ნომინალური ღირებულების შესაბამისად.“.

12. 791 მუხლის მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:

„11. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 01 და  2403 99 900 02 კოდებში მითითებულ საქონლისთვის განკუთვნილი აქციზური მარკების ფონური ფერები, ნუმერაცია და მათზე აღნიშნული წარწერები განისაზღვრება ფილტრიანი თამბაქოს ნაწარმისთვის განკუთვნილი აქციზური მარკების შესაბამისად.“.

13. 792 მუხლის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 900 01 და  2403 99 900 02 კოდებში მითითებულ საქონლისთვის განკუთვნილი აქციზური მარკების ფონური ფერები განისაზღვრება იმპორტული თამბაქოს ნაწარმისთვის განკუთვნილი აქციზური მარკების შესაბამისად, ხოლო შეფუთვის ფორმები განისაზღვრება იმპორტული ფილტრიანი თამბაქოს ნაწარმისთვის განკუთვნილი აქციზური მარკების შესაბამისად.“.

14. 84-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 84. საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების, ან ასეთი რეისების განხორციელებისას მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო აქციზური საქონლის, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში სამოქალაქო საავიაციო რეისებისა და საავიაციო სამუშაოების განსახორციელებლად ბორტზე მიწოდებისთვის განკუთვნილი საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების იმპორტის ან/და მიწოდების აქციზისაგან გათავისუფლება

1. საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების, ან ასეთი რეისების განხორციელებისას მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო აქციზური საქონლის, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში სამოქალაქო საავიაციო რეისებისა და საავიაციო სამუშაოების განსახორციელებლად ბორტზე მიწოდებისთვის განკუთვნილი საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების იმპორტისას საგადასახადო ორგანოს წარედგინება არანაკლებ აქციზის თანხის შესაბამისი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა უნდა შეადგენდეს სულ ცოტა 60 კალენდარულ დღეს გარანტიის წარდგენიდან.

2. საანგარიშო თვის/კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე საგადასახადო ორგანოს წარედგინება „ანგარიშგება საერთაშორისო საზღვაო რეისებზე ბორტზე მიწოდებული საწვავის ან/და საპოხი საშუალებების ან მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის შესახებ“ (დანართი №IV-08) ან „ანგარიშგება საერთაშორისო საავიაციო რეისებზე ბორტზე მიწოდებული საწვავის ან/და საპოხი საშუალებების ან მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის შესახებ“ (დანართი №IV-09) ან „ანგარიშგება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში სამოქალაქო საავიაციო რეისებისა და საავიაციო სამუშაოების განსახორციელებლად ბორტზე მიწოდებისთვის განკუთვნილი საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების შესახებ“ (დანართი №IV-091). თუ აღნიშნული დოკუმენტები არ იქნა წარდგენილი, ბრუნვის შესაბამის ნაწილზე გაანგარიშებული უნდა იქნეს ბიუჯეტში გადასახდელი აქციზი.

3. იმპორტიორის მიერ წარდგენილი საბანკო გარანტია უქმდება სრულად ან ნაწილობრივ, საერთაშორისო საზღვაო ან საერთაშორისო საავიაციო რეისებზე ბორტზე ფაქტობრივად მიწოდებული საწვავის და საპოხი საშუალებების ან მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში სამოქალაქო საავიაციო რეისების ან საავიაციო სამუშაოების განსახორციელებლად ბორტზე ფაქტობრივად მიწოდებული საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების მოცულობაზე გაანგარიშებული აქციზის მიხედვით.“.

15. „დანართი №IV“-09-ის შემდეგ დაემატოს“ „დანართი №IV-091“ თანდართული რედაქციით.
16. 112-ე მუხლის 24-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 25-ე და 26-ე პუნქტები:

„25. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1901 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქონლის შემძენი/მიმღები პირისათვის აქციზური მარკები გაიცემა ადგილობრივი ნაწარმისთვის განკუთვნილი აქციზური მარკების გაცემის წესის შესაბამისად.

26. 2017 წლის 1 აგვისტომდე მოქმედი ნავთობის აირებით და აირისებრი ნახშირწყალბადებით (გათხევადეული) (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2711 12, 2711 13, 2711 14 000 00, 2711 19 000 00 კოდებში მითითებული ნავთობპროდუქტების აირები) საყოფაცხოვრებო ბალონების გასამართი სადგურის მფლობელი ვალდებულია არაუგვიანეს 2017 წლის 15 სექტემბრისა მიმართოს საგადასახადო ორგანოს ამ ობიექტის რეგისტრაციის მიზნით.“.

მუხლი 2
1. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-7, მე-14 და მე-15 პუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 14 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
3. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6, მე-8-მე-13 პუნქტების და მე-16 პუნქტით გათვალისწინებული 112-ე მუხლის 26-ე პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 აგვისტოდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი