„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 6 ივნისის №44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 65
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 29/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/08/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016515
65
29/08/2017
ვებგვერდი, 30/08/2017
120340000.22.026.016515
„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 6 ივნისის №44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №65

2017 წლის 29 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 6 ივნისის №44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
 „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 6 ივნისის №44 ბრძანებით (ვებგვერდი, 09/06/2014, სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.016266) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-6 მუხლს დაემატოს „კ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„კ) საავტომობილო ტექნიკის სარემონტო ბაზა, რომლის ძირითადი ფუნქციებია:

კ.ა) სამინისტროს სარგებლობაში არსებული საავტომობილო (მსუბუქი, სატვირთო, სპეციალური) ტექნიკის დროული და სრული ტექნიკური მომსახურება და რემონტი;

კ.ბ) სამინისტროს სარგებლობაში არსებული საავტომობილო ტექნიკის საქართველოს კანონმდებლობით ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებულ მოთხოვნებთან და ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა;

კ.გ) საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის დროს სამინისტროს სისტემის უზრუნველყოფა მობილური სარემონტო ჯგუფებით და სარემონტო სამუშაოების წარმოება;

კ.დ) საჭიროების შემთხვევაში საავტომობილო ტექნიკის რემონტის ორგანიზება შესაბამის მეწარმეებთან ურთიერთთანამშრომლობით, კანონმდებლობით   დადგენილი წესის შესაბამისად.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის პირველი სექტემბრიდან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია