დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2033 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/09/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/10/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024770 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2033
2017 წლის 26 სექტემბერი
ქ. თბილისი
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ახალი 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის – „ქსანი-სტეფანწმინდის“ მშენებლობის პროექტის მსვლელობისას დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში დამატებითი ალტერნატიული მარშრუტის ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოებისათვის საჭირო მომსახურებების (სპეცტექნიკის დაქირავება, არქეოლოგიური და საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის მომსახურებები და ტყის ჭრების მომსახურება) სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები