დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის №241/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-63/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/10/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/10/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 31/10/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470120000.22.035.016473 |
|
„სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის №241/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის №241/ნ ბრძანებით (სსმ, №120, 21/12/2000) დამტკიცებული №1 დანართის (სისხლის, პლაზმის, სისხლის უჯრედების დონორების სამედიცინო შემოწმების შესახებ დებულება): |
1.
II თავის (დონორობის აღრიცხვიანობის წესი) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. სისხლის სამსახურის დაწესებულებაში აქტიური დონორების აღრიცხვაზე აყვანის დროს ივსება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული „აქტიური დონორის სამედიცინო ბარათი“ და „დონორის სააღრიცხვო ბარათი“ და „დონორის სააღრიცხვო ბარათი (აქტიურის, რეზერვის, ნათესავის)“, რომელსაც დონორი ადასტურებს ხელწერილით. დონორის ხელწერილის ტექსტი: „ვიძლევი ხელწერილს მასზედ, რომ მე არ ვიყავი და არ ვარ დაავადებული სიფილისით, ტუბერკულოზით, ჰეპატიტით, არ ვარ შიდსის ვირუსის მატარებელი. მითითებული ინფექციებით დაავადების შემთხვევაში ვალდებული ვარ სასწრაფოდ ვაცნობო სისხლის სამსახურის დაწესებულებას. ჩემთვის ცნობილია, რომ მოცემული დაავადებების/ვირუსით ინფიცირების დამალვისათვის და დონორის კითხვარში რისკის ქცევების შესახებ არაზუსტი ინფორმაციის მიწოდებისთვის, მე ვექვემდებარები სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, რასაც ვადასტურებ ხელმოწერით.“. |
2.
IV თავის (სისხლის დონორების სამედიცინო შესწავლა) 21-ე პუნქტს დაემატოს „ი“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ი) 651 მუხლით განსაზღვრული ჯგუფების მიერ დონაციის შემთხვევაში სისხლის ერთეულების გამოკვლევა: C და B ჰეპატიტებზე და აივ ინფექცია/შიდსზე ნუკლეინის მჟავების ამპლიფიკაციით (NAT) და იმუნოფერმენტული მეთოდით, ხოლო სიფილისზე TPHA, იმუნოფერმენტული და იმუნობლოტირების მეთოდებით.“. |
3.
V თავის (დონორობის უკუჩვენებები): |
ა)
24-ე პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ამოღებული იქნეს; |
ბ)
651 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„651. ქცევა, რომელიც უკავშირდება სისხლის გზით გადამდები დაავადებების შეძენის მაღალ რისკს (დაიშვება მხოლოდ უანგარო დონაციის შემთხვევაში): ა) დაუცველი სქესობრივი კონტაქტები (გადავადება 12 თვის განმავლობაში უკანასკნელი დაუცველი კონტაქტიდან); ბ) ორი ან მეტი სქესობრივი პარტნიორის ყოლა ბოლო 6 თვის განმავლობაში (გადავადება 12 თვის განმავლობაში ბოლო სქესობრივი კონტაქტიდან); გ) სქესობრივი კონტაქტი სისხლის გზით გადამდები დაავადებების შეძენის მაღალი რისკის (24-ე პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების, 651 და 652 პუნქტების შესაბამისი) მქონე პარტნიორთან (გადავადება 12 თვის განმავლობაში ბოლო კონტაქტიდან); დ) სქესობრივი კონტაქტი პარტნიორთან, რომელსაც აქვს ან ადრე ჰქონდა სისხლის გზით გადამდები ინფექცია (B და/ან C ჰეპატიტები, და/ან აივ ინფექცია, და/ან სიფილისი) (გადავადება 12 თვით ბოლო კონტაქტიდან); ე) მამაკაცის სქესობრივი კავშირი მამაკაცთან (გადავადება 10 წლით ბოლო კონტაქტიდან).". |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 31 ოქტომბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები