დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 531 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/10/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/10/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/11/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310150000.22.034.016678 |
|
„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით (სსმ, №14, 01/02/2007, სარეგისტრაციო კოდი: 310.150.000.22.034.009.916) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 პუნქტი: „32. ეს ინსტრუქცია ასევე ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ლიზინგის რეგისტრაციისას ლიზინგის მიმღებზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის წესს.“. 2. მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. რეგისტრაციაში ცვლილებები – სამართლებრივი საფუძვლების არსებობისას, რეგისტრაციის შედეგად ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით ან მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ სარეგისტრაციო მონაცემთა ბაზაში ასახულ სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებში ცვლილების ან/და დამატების შეტანა.“. 3. მე-11 მუხლის: ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი: „ი) სააგენტოში რეგისტრირებული ლიზინგის შემთხვევაში, ლიზინგის მიმღებზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების: ი.ა) სარგებლობის უფლებით რეგისტრაციის შემთხვევაში – ლიზინგის მიმღების განცხადებითა და ლიზინგის ხელშეკრულებით, რომლითაც დასტურდება ლიზინგის მიმღების უფლება ლიზინგის საგნის სარგებლობის უფლებით რეგისტრაციის შესახებ; ი.ბ) საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შემთხვევაში – ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“, „ა.ე“ ქვეპუნქტებით, „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით და „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტებით.“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ დაინტერესებული პირისათვის საკუთრების ან სარგებლობის უფლების გადაცემა შეიძლება დასტურდებოდეს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით წარმოდგენილი ელექტრონული დოკუმენტით.“. 4. 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის „ი.ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სარგებლობის უფლების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტით განსაზღვრული ლიზინგის მიმღები: ვ.ა) ფიზიკური პირის ან მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის განცხადების საფუძველზე. ამასთან, წარმომადგენელზე მინიჭებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილება უნდა დასტურდებოდეს სანოტარო აქტით; ვ.ბ) იურიდიული პირის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის განცხადების საფუძველზე. ამასთან, იურიდიული პირის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება უნდა დასტურდებოდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრით, ან ამ ინსტრუქციის 457 მუხლით განსაზღვრული წესით, ან მესამე პირზე უფლებამოსილების გადაცემის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტით.“. 5. 27-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.“. 6. დაემატოს შემდეგი შინაარსის 372 მუხლი: „მუხლი 372 1. ეს მუხლი ვრცელდება და განსაზღვრავს ლიზინგის გამცემზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (გარდა ამ ინსტრუქციის 371 მუხლით განსაზღვრული შემთხვევისა) ლიზინგის მიმღებზე რეგისტრაციის წესსა და პირობებს, რომელზეც ლიზინგი რეგისტრირებულია სააგენტოში და ლიზინგის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ ლიზინგის საგნის ლიზინგის მიმღებზე რეგისტრაციის შესახებ. 2. ლიზინგის ხელშეკრულებით ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების არსებობისას, მექანიკური სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება რეგისტრაციას ლიზინგის მიმღებზე. 3. ლიზინგის მიმღებზე სარგებლობის უფლებით მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისათვის სააგენტოში (მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის პროცესში ლიზინგის გამცემის უშუალო მონაწილეობის გარეშე) წარდგენილი უნდა იქნეს: ა) ლიზინგის მიმღების განცხადება (დანართი №2); ბ) ლიზინგის ხელშეკრულება; გ) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ლიზინგის გამცემის საკუთრების უფლების დამადასტურებელი სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა და რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი); დ) დათვალიერების აქტი; ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები. 4. ლიზინგის ხელშეკრულების წარდგენა სააგენტოში სავალდებულო არ არის, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების შინაარსი სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის პროგრამის მეშვეობით ელექტრონულად ხელმისაწვდომია სარეგისტრაციო სამსახურისათვის. 5. ლიზინგის მიმღებზე ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში მექანიკური სატრანსპორტო საშუალება რეგისტრირდება სარგებლობის უფლებით, რის შედეგად მონაცემთა ბაზაში აისახება ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემები. ამასთან, ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემს ემატება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოსარგებლის (ლიზინგის მიმღების) მონაცემები, ხოლო ამავე ქვეპუნქტით განსაზღვრული მესაკუთრის (ლიზინგის გამცემის) მონაცემის ნაწილში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ლიზინგის გამცემ პირზე რეგისტრაცია და მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიზინგის გამცემი პირის საკუთრების უფლება ინარჩუნებს იურიდიულ ძალას. 6. ლიზინგის მიმღებზე ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია და შესაბამისი რეგისტრაციის მოწმობა არ წარმოადგენს ლიზინგის გამცემის მიერ ლიზინგის მიმღებისათვის ლიზინგის საგნით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელ დოკუმენტს. 7. ლიზინგის მიმღებზე სარგებლობის უფლებით მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის საფუძველზე ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით გაიცემა სარეგისტრაციო ნიშნები. ამასთან, სატრანსპორტო საშუალების ახალ რეგისტრაციის მოწმობაში მიეთითება, რომ მოწმობის მფლობელი არ არის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე. 8. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ლიზინგის მიმღებზე სარგებლობის უფლებით რეგისტრაციის არსებობისას, ლიზინგის მიმღების განცხადების საფუძველზე ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით დაიშვება მხოლოდ დაკარგული ან დაზიანებული სარეგისტრაციო ნიშნების აღდგენა. ამასთან, დაიშვება მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარგებლობის უფლებით რეგისტრაციის შედეგად მონაცემთა ბაზაში ასახული ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებში ცვლილებების შეტანა, ძრავის შეცვლა სააგენტოში ლიზინგის გამცემის წერილობითი თანხმობის წარდგენის შემთხვევაში, ხოლო ლიზინგის მიმღებზე რეგისტრაციის გაუქმება დაიშვება მხოლოდ ამ მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტებით დადგენილი წესით. 9. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარგებლობის უფლებით ლიზინგის მიმღებზე რეგისტრაციის შემდეგ, ლიზინგის გამცემს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციაში ცვლილების შეტანის, მათ შორის ლიზინგის მიმღებზე საკუთრების უფლებით რეგისტრირების ან მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნის (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა) უფლებამოსილება წარმოეშობა ამ მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტებით დადგენილი წესით ლიზინგის მიმღებზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარგებლობის უფლებით რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ. 10. ლიზინგის მიმღებზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარგებლობის უფლებით რეგისტრაცია უქმდება ლიზინგის გამცემის განცხადების საფუძველზე. 11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში სააგენტოში წარდგენილი უნდა იქნეს: ა) ლიზინგის გამცემის განცხადება (დანართი №2); ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ლიზინგის მიმღების სარგებლობის უფლების დამადასტურებელი სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა/ტექნიკური ტალონი, რეგისტრაციის ნომერი და სახელმწიფო სანომრე ნიშანი; დ) დათვალიერების აქტი; ე) კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები. 12. ლიზინგის გამცემის ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული განცხადების საფუძველზე, ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით ლიზინგის გამცემზე გაიცემა სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ახალი მოწმობა/ტექნიკური ტალონი და რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი). ამასთან, ლიზინგის გამცემი თავისუფლდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „დ“ და „ღ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფასურისაგან, ხოლო თუ რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) გაცემისთვის კანონით და ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით წარმოიშობა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ე“ ან „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფასურის გადახდის ვალდებულება, ლიზინგის გამცემი თავისუფლდება ამ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფასურის გადახდისაგან, გარდა დაკარგული ან დაზიანებული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) აღდგენის შემთხვევისა. 13. ლიზინგის გამცემს უფლება აქვს განახორციელოს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ჩამოწერა ამ მუხლის მე-10-მე-11 პუნქტებით განსაზღვრული სარეგისტრაციო მოქმედების გარეშე, თუ ლიზინგის მიმღებზე რეგისტრაციისას ლიზინგის საგანი განადგურების ან/და დაზიანების გამო არ ექვემდებარება რეგისტრაციას. ამასთან, ჩამოწერის დოკუმენტით მესაკუთრედ აღირიცხება ლიზინგის გამცემი/ლიზინგის მიმღები. 14. ლიზინგის გამცემის მიერ, ლიზინგის საგანზე საკუთრების უფლების ლიზინგის მიმღებისთვის სააგენტოში ლიზინგის რეგისტრაციის პერიოდში გადაცემის შემთხვევაში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ლიზინგის მიმღებზე გადაფორმება ხორციელდება ერთობლივი განცხადების (დანართი №1) საფუძველზე (მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაფორმების პროცესში ლიზინგის გამცემის უშუალო მონაწილეობით), ხოლო ლიზინგის მიმღების მიერ ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტით, „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის წარდგენისას - ლიზინგის მიმღების განცხადების (დანართი №2) საფუძველზე (მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაფორმების პროცესში ლიზინგის გამცემის უშუალო მონაწილეობის გარეშე) ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით. ამასთან, თუ ლიზინგის მიმღებზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარგებლობის უფლებით რეგისტრაციისას გაცემული იმავე სერიის, ნომრის და ტიპის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის)) საკუთრების უფლებით რეგისტრაციისას გაცემის შემთხვევაში კანონით ან/და ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით წარმოიშობა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ე“ ან „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფასურის გადახდის ვალდებულება, ლიზინგის მიმღები თავისუფლდება ამ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფასურის გადახდისაგან, გარდა დაკარგული ან დაზიანებული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) აღდგენის შემთხვევისა. 15. ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიზინგის მიმღებზე საკუთრების უფლებით მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისათვის, გარდა ამ მუხლის მე-14 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტებისა, სააგენტოში წარდგენილი უნდა იქნეს: ა) განმცხადებლის (განმცხადებლების) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) დათვალიერების აქტი; გ) სარეგისტრაციო ნიშნები; დ) კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 16. ერთ დღეს სხვადასხვა სარეგისტრაციო მოქმედებების განხორციელების შემთხვევაში, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შემდგომი რეგისტრაცია შეიძლება განხორციელდეს წინა რეგისტრაციისათვის შედგენილი დათვალიერების აქტის ან საექსპერტო შემოწმების საფუძველზე. 17. ლიზინგის გამცემზე და ლიზინგის მიმღებზე რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) და ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის გაცემის, აგრეთვე მათ მიერ სააგენტოსათვის აღნიშნული ნომრების ჩაბარების, შეცვლის და სააგენტოს მიერ შესაბამისი ნომრების შენახვის, შენახვის ვადების და ჩაბარებულის გაცემის ვალდებულების წარმოშობის, კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძვლის, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისას საცხოვრებელი ადგილის და რეგისტრაციის განმახორციელებელი სარეგისტრაციო სამსახურის განსაზღვრისას გამოიყენება სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებით განსაზღვრული რეგისტრირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრესთან ან/და მოსარგებლესთან დაკავშირებით ამ ინსტრუქციით განსაზღვრული შესაბამისი მომწესრიგებელი ნორმები, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 18. ლიზინგის გამცემის მიერ ლიზინგის საგანზე ლიზინგის მიმღების სარგებლობის უფლებით რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნის ან გაუქმებაზე უარის თქმის მართლზომიერებაზე ან/და მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებელია ლიზინგის გამცემი. 19. სააგენტო არ არის ვალდებული გადაამოწმოს ან/და დაადგინოს ლიზინგის გამცემსა და ლიზინგის მიმღებს შორის სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე ლიზინგის გამცემის მიერ ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარდგენის უფლებამოსილების წარმოშობის სამართლებრივი საფუძველი. 20. სააგენტოს მიერ ამ მუხლით განსაზღვრული მომსახურების გაწევისას გამოიყენება ამ ინსტრუქციის სხვა მუხლებით დადგენილი ნორმები, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“. 7. 43-ე მუხლის: ა) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) ლიზინგის გამცემი ამ ინსტრუქციის 372 მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ირეგისტრირებს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას და უფლებრივი შეზღუდვა ან/და საგადასახადო გირავნობა მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე დადებულია (გავრცელებულია) როგორც ლიზინგის გამცემის ქონებაზე.“; ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაფორმება ან აღრიცხვიდან მოხსნა, რომლის მესაკუთრესაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული წესით ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებული სამართალდარღვევის ფაქტზე დაეკისრა ჯარიმა და ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობისათვის დაერიცხა საურავი, დაიშვება მხოლოდ ჯარიმისა და საურავის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაფორმება ან აღრიცხვიდან მოხსნა ხორციელდება ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე ან 372 მუხლის შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 ნოემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები