„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 495
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/11/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 120200010.10.003.020204
495
13/11/2017
ვებგვერდი, 15/11/2017
120200010.10.003.020204
„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №495

2017 წლის 13 ნოემბერი

   ქ. თბილისი

 

„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის   მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/03/2014, 120200010.10.003.017862) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში:

1. მინისტრის პირველი მოადგილე, მოადგილე.

2. გენერალური ინსპექციის მოსამსახურეები.

3. სამინისტროს სამოქალაქო ოფისის პირველადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი, უფროსის მოადგილე; პირველად სტრუქტურულ ერთეულში შემავალი სამსახურის უფროსი, უფროსის მოადგილე.

4. სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის საფინანსო სამმართველოს უფროსი, საფინანსო სამმართველოს საკასო განყოფილების უფროსი.

5. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის:

ა) უფროსი, უფროსის პირველი მოადგილე და მოადგილე;

ბ) დეპარტამენტის უფროსი, უფროსის მოადგილე;

გ) დეპარტამენტის სამმართველოსა და სამსახურის უფროსი;

დ) საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამმართველოს უფროსი;

ე) შეიარაღების კონტროლისა და ვერიფიკაციის სამმართველოს უფროსი;

ვ) სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეები;

ზ) სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის მოსამსახურეები;

თ) ეროვნული გვარდიის:

თ.ა) უფროსი, უფროსის მოადგილე;

თ.ბ) შტაბის უფროსი;

თ.გ) შტაბის სამსახურის უფროსი;

თ.დ) სკოლის მეთაური;

თ.ე) მე-10 და მე-20 კადრირებული ბრიგადების მეთაურები, ბრიგადების შტაბის უფროსები და ბატალიონის მეთაურები;

თ.ვ) გვარდიის სერჟანტი;

ი) ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის:

ი.ა) სარდალი, სარდლის მოადგილე;

ი.ბ) შტაბის უფროსი სარდლის მოადგილე;

ი.გ) შტაბის სამსახურის უფროსი;

ი.დ) ტოპოგრაფიული სამსახურის, ბაზისა და ცენტრის უფროსები;

ი.ე) სარდლობის სერჟანტი;

კ) წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის:

კ.ა) სარდალი, სარდლის მოადგილე;

კ.ბ) შტაბის უფროსი;

კ.გ) შტაბის სამსახურის უფროსი;

კ.დ) ცენტრისა და სკოლის უფროსები/მეთაურები;

კ.ე) სარდლობის სერჟანტი;

ლ) სპეციალური ოპერაციების ძალების:

ლ.ა) მეთაური, მეთაურის მოადგილე საბრძოლო მომზადების დარგში;

ლ.ბ) შტაბის უფროსი;

ლ.გ) შტაბის განყოფილების უფროსი;

ლ.დ) ბატალიონის, რაზმისა და ცენტრის მეთაური და შტაბის უფროსი;

ლ.ე)  სპეციალური დანიშნულების ასეულის, სნაიპერთა ასეულის მეთაური;

ლ.ვ) სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის მეთაური, სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის სკოლის მეთაური/სკოლის მეთაური-ინსტრუქტორ-პარაშუტისტი (ბორტოპერატო-რი) და მებრძოლ მყვინთავთა მომზადების კურსის უფროსი;

ლ.ზ) სპეციალური ოპერაციების ძალების სერჟანტი;

მ) ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის:

მ.ა) სარდალი, სარდლის მოადგილე;

მ.ბ) შტაბის უფროსი;

მ.გ) შტაბის სამსახურის უფროსი;

მ.დ) საჰაერო თავდაცვის ბრიგადის მეთაური, ბრიგადის შტაბის უფროსი და ბატალიონის მეთაური;

მ.ე) შერეული საავიაციო ესკადრილიის მეთაური (მფრინავი);

მ.ვ) ცენტრალური საკომანდო პუნქტის მეთაური;

მ.ზ) მთავარი სერჟანტი.

6. შეიარაღებული ძალების მთავრი სერჟანტი.

7. სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობების:

ა) სარდალი, სარდლის მოადგილე;

ბ) შტაბის უფროსი;

გ) შტაბის სამსახურის უფროსი;

დ) ბრიგადების მეთაურები, ბრიგადების შტაბის უფროსები და ბატალიონის მეთაურები;

ე) მთავარი სერჟანტი.

8. კავშირგაბმულობის ცენტრის უფროსი, ცენტრის უფროსის მოადგილე და ცენტრის სამსახურის უფროსი.

9. საჯარო სამართლის იურიდიული პირისდავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის:

ა) რექტორი, რექტორის მოადგილე;

ბ) ადმინისტრაციის უფროსი;

გ) კოლეჯის მეთაური;

დ) ბატალიონის მეთაური;

ე) სერჟანტი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი