„ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 498
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/11/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.020207
498
20/11/2017
ვებგვერდი, 20/11/2017
300160070.10.003.020207
„ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №498

2017 წლის 20 ნოემბერი

   ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის   მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის  „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/02/2016, 300160070.10.003.019106) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1.  დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება იმ ობიექტებზე, რომელთა მიმართაც 2017 წლის 16 ნოემბრამდე შეთანხმებულია არქიტექტურული პროექტი ან წარდგენილია განაცხადი არქიტექტურული პროექტის შეთანხმების თაობაზე ან/და გაცემულია მშენებლობის ნებართვა, მაგრამ შენობა-ნაგებობა არ არის ექსპლუატაციაში მიღებული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წინამდებარე წესები უფრო ხელსაყრელ პირობებს ითვალისწინებს და მის გამოყენებაზე მოთხოვნას აყენებს განმცხადებელი. აღნიშნულ ობიექტებზე გავრცელდება ამ დადგენილების ამოქმედებამდე მოქმედი კანონმდებლობა.“.

2. წესების 202 ქვეთავის ტერმინი „სართული მიწის დონის ზემოთ“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სართული მიწის დონის ზემოთ. ნებისმიერი სართული, რომლის მოპირკეთებული იატაკის ზედაპირი მთლიანად მიწის დონის ზემოთაა, ან სადაც იატაკის მოპირკეთებული ზედაპირი არის:

1. 1,8 მ-ზე მაღლა მიწის დონიდან.

2. შენობასთან მოპირკეთებული მიწის ზედაპირის ყველაზე დაბალი წერტილიდან 3,7 მ-ზე მაღლა.“.

3. წესების ცხრილ 307.1(1)-ის სქოლიო „ო“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო)  414.2.5 ქვეთავის შესაბამისი სვ ჯგუფში შესანახი და გამოსაფენი რაოდენობებისა და სწ ჯგუფში შესანახი რაოდენობების შესახებ იხ. ცხრილები 414.2.5(1) და 414.2.5(2).“.

4. წესების 310.3 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

310.3 საცხოვრებელი ჯგუფი -1. საცხოვრებელი დაკავებულობები, სადაც განთავსებულია საძინებელი ერთეულები, უმთავრესად, დროებითი მცხოვრებლებისთვის, რაც მოცავს შემდეგს:

·  საოჯახო სასტუმროებს (მცირე ხნით დამკავებლებისთვის) 10-ზე მეტი დაკავებულობის დატვირთვით;

·  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა სპეციალიზებულ დაწესებულებებს (მცირე ხნით დამკავებლებისთვის) 10-ზე მეტი დაკავებულობის დატვირთვით;

·  სასტუმროებს (მცირე ხნით დამკავებლებისთვის);

·  მოტელებს (მცირე ხნით დამკავებლებისთვის).“.

5. წესების 310.4 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

310.4 საცხოვრებელი ჯგუფი -2. საცხოვრებელი ჯგუფის დაკავებულობა საძინებელი ერთეულებით ან ორზე მეტი საცხოვრებელი ერთეულით, სადაც დამკავებლები უმთავრესად მუდმივად ცხოვრობენ. ეს ჯგუფი მოიცავს შემდეგს:

·   მრავალბინიან სახლებს;

· საოჯახო სასტუმროებს (ხანგრძლივად დამკავებლებისთვის)  16-ზე მეტი დაკავებულობის დატვირთვით;

·  დედათა მონასტრებს;

·  მამათა მონასტრებს;

·  საცხოვრებლებს საერთო საძინებლებით;

·  სასტუმროებს (ხანგრძლივად დამკავებლებისთვის);

·   საცხოვრებელ-სამუშაო ერთეულებს;

· მოტელებს (ხანგრძლივად დამკავებლებისთვის);

·  თანასაკუთრებებს დასასვენებლად.“.

6. წესების 310.5 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

310.5 საცხოვრებელი ჯგუფი -3. საცხოვრებელი ჯგუფის დაკავებულობა, რომლის დამკავებლები უმთავრესად მუდმივი მცხოვრებლები არიან და რომელიც არ კლასიფიცირდება, როგორც -1, -2, -4 ან დწ ჯგუფი. იგი მოიცავს შემდეგს:

·  შენობები, რომლებიც არ შეიცავს ორზე მეტ საცხოვრებელ ერთეულს;

· საოჯახო სასტუმროებს (ხანგრძლივად დამკავებლებისთვის) 16 ან ნაკლები დაკავებულობის დატვირთვით;

· საოჯახო სასტუმროებს (მცირე ხნით დამკავებლებისთვის) 10 ან ნაკლები დაკავებულობის დატვირთვით;

·  დაწესებულებებს, რომლებიც უზრუნველყოფს საცხოვრებელ პირობებს ხუთი ან ხუთზე ნაკლები ადამიანისთვის, რომელთაც უვლიან;

·  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და ხანდაზმულთა სპეციალიზებულ დაწესებულებას (ხანგრძლივად დამკავებლებისთვის) 16 ან ნაკლები დაკავებულობის დატვირთვით;

· შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და ხანდაზმულთა სპეციალიზებულ დაწესებულებას (ხანგრძლივად დამკავებლებისთვის) 10 ან ნაკლები დაკავებულობის დატვირთვით.“.

7. წესების 402.6.2  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

402.6.2 ჯიხურები. გადახურული მოლის შენობის მოლში ან ღია მოლის შენობის პერიმეტრის შიგნით განთავსებული ჯიხურები და მათი მსგავსი ნაგებობები (დროებითი ან მუდმივი) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

1. წვადი მასალისგან აგებული ჯიხურები ან სხვა ნაგებობები არ უნდა განთავსდეს გადახურულ ან ღია მოლში, თუ ისინი არ არის აგებული ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე მასალისგან:

1.1. ცეცხლმედეგობისთვის დამუშავებული ხის მასალა.

1.2.  ქაფპლასტი, რომლის სითბოს გამოყოფის მაქსიმალური ხარისხი არ აღემატება 100 კვტ/სთ-ს UL 1975-ის მიხედვით ჩატარებული ტესტისას ან NFPA 289-ის მიხედვით ჩატარებული ტესტისას, რომლის დროსაც გამოყენებულია 20 კვტ. აალების წყარო.

1.3.   ალუმინის შემცველი მასალა, რომელიც აკმაყოფილებს მე-8 თავში A კლასის შიგა მოპირკეთებისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, როდესაც მოწმდება, როგორც მაქსიმალური სისქის ანაკრები.

2. მოლში განთავსებული ჯიხურები ან მსგავსი ნაგებობები უნდა აღიჭურვოს ავტოსაშხეფი სისტემით და ცეცხლაღმომჩენი მექანიზმებით.

3. მოლის საზღვრებში განლაგებულ ჯიხურებს ან შეჯგუფებულ ჯიხურებსა და სხვა ნაგებობებს შორის გამიჯვნის მანძილი თარაზულად უნდა იყოს 6,0 მ.

4. თითოეული ჯიხურის ან მსგავსი ნაგებობის ან მათი ჯგუფის ფართობი არ უნდა აღემატებოდეს 28 მ​2-ს.“.

8. წესების 402.6.4.4 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

402.6.4.4 ქაფპლასტისგან განსხვავებული პლასტმასები. ნიშნებში გამოყენებული პლასტმასები, რომლებიც განსხვავდება ქაფპლასტისგან, უნდა იყოს შუქგამტარი პლასტმასი ან ATSM D 1929-ის მიხედვით შემოწმებისას უნდა ჰქონდეს 343°C ან უფრო მაღალი თვითაალების ტემპერატურა, ხოლო ATSM E 84-ის ან UL 723-ის მიხედვით შემოწმებისას ალის გავრცელების ინდექსი – არა უმეტეს 75-ისა და კვამლის წარმოქმნის ინდექსი – არა უმეტეს 450-ისა, ან NFPA 286-ის მიხედვით შემოწმებისას უნდა აკმაყოფილებდეს 803.1.2.1 ქვეთავში განსაზღვრულ მისაღებობის კრიტერიუმებს.

402.6.4.4.1 ჩარჩო. პლასტმასის ნიშნებს კიდეებზე და უკანა მხარეს ლითონის ჩარჩო უნდა ჰქონდეს.“.

9. წესების 402.6.4.5 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

402.6.4.5 ქაფპლასტი. ნიშნებში გამოყენებული ქაფპლასტის ალის შეკავების უნარი ისეთი უნდა იყოს, რომ NFPA 289-ის მიხედვით შემოწმებისას სითბოს გამოყოფის მაქსიმალური ხარისხი არ აღემატებოდეს 150 კვტ-ს UL 1975-ის შესაბამისად ან 20 კვტ-ს აალების წყაროს გამოყენებით. ქაფპლასტის ფიზიკური მახასიათებლები უნდა შეესაბამებოდეს ამ ქვეთავის მოთხოვნებს.

402.6.4.5.1 სიმკვრივე. ნიშნებში გამოყენებული ქაფპლასტის სიმკვრივე არ უნდა იყოს 320 კგ/მ​3-ზე ნაკლები.

402.6.4.5.2 სისქე. ქაფპლასტის ნიშნების სისქე არ უნდა აღემატებოდეს 1,3 სმ-ს.“.

10. წესების 403.5.1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

403.5.1 შიგა გასასვლელის გზა-კიბეების დაშორებულობა. აუცილებელი შიგა გასასვლელის გზა-კიბეები ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს არანაკლებ 9,0 მეტრით ან შენობის ან ფართობის საერთო დიაგონალის მაქსიმალური სიგრძის არანაკლებ მეოთხედით, რომელიც ნაკლები იქნება. მანძილი უნდა გაიზომოს სწორხაზოვნად შიგა გასასვლელის გზა-კიბეებთან ყველაზე ახლოს მდებარე წერტილებს შორის. შენობებში სამი ან მეტი შიგა გზა-კიბის შემთხვევაში, სულ მცირე, ორი უნდა შეესაბამებოდეს ამ ქვეთავს. სქ ჯგუფის საოფისე შენობებში შიგა გასასვლელის გზა-კიბეები დასაშვებია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს 1015.2.1 ქვეთავის პირველი გამონაკლისის შესაბამისად. ურთიერთგადამკვეთი ან მაკრატელა კიბეები ერთ გასასვლელ გზა-კიბედ უნდა ჩაითვალოს.“.

11. წესების 403.5.2  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

403.5.2 დამატებითი გასასვლელის გზა-კიბე. სც-2 ჯგუფისგან განსხვავებულ შენობებში, რომლებიც 130 მ-ზე მაღალია, 1021.1 ქვეთავით მოთხოვნილი გასასვლელების მინიმალური რაოდენობის გარდა, უზრუნველყოფილი უნდა იყოს გასასვლელის ერთი დამატებითი გზა-კიბე, რომელიც აკმაყოფილებს 1009-ე და 1022-ე ქვეთავების მოთხოვნებს.  ამ დამატებითი გზა-კიბის გამოკლებით, დანარჩენი გზა-კიბეების ნებისმიერი კომბინაციის საერთო სიგანე არ უნდა იყოს 1005.1 ქვეთავში განსაზღვრულ საერთო სიგანეზე ნაკლები. ორმხრივი/მაკრატელა კიბეები არ უნდა ჩაითვალოს გასასვლელის დამატებით  გზა-კიბედ, რომელსაც ეს ქვეთავი მოითხოვს.

გამონაკლისი: გასასვლელის დამატებითი გზა-კიბის მოწყობა აუცილებელი არ არის შენობებში, სადაც არსებობს ლიფტები, რომელთა საშუალებით დამკავებლები შეძლებენ თვითევაკუაციას 1708-ე ქვეთავის შესაბამისად.“.

12. წესების 403.6 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

403.6 ლიფტები. მაღლივ შენობებში ლიფტები უნდა დააყენონ და მუშაობდეს მე-17 თავის, 403.6.1 და 403.6.2 ქვეთავების შესაბამისად.

403.6.1 სახანძრო-სამაშველო დანაყოფის მისადგომი ლიფტი. შენობებში, რომელთა დაკავებული იატაკი სახანძრო მანქანის მისადგომი ყველაზე დაბალი დონიდან 37 მ-ზე მაღლაა, უნდა არსებობდეს სახანძრო-სამაშველო დანაყოფისთვის მისადგომი არანაკლებ ორი ლიფტისა. სახანძრო-სამაშველო დანაყოფისთვის მისადგომი თითოეული ლიფტის ტვირთამწეობა, სულ მცირე, 1600 კგ უნდა იყოს და 1707-ე ქვეთავის მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს.

403.6.2 დამკავებლების საევაკუაციო ლიფტები. 1708-ე ქვეთავის შესაბამისად დაყენებისას დამკავებელთა თვითევაკუაციისთვის დასაშვებია საერთო გამოყენების სამგზავრო ლიფტების გამოყენება.“.

13. წესების 406.9.1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

406.9.1 ზოგადი. შენობა-ნაგებობის აშენების, გადაკეთების, გაფართოების, გამოყენების შეცვლის, ზომაში ან მოცულობაში გაზრდისას, საზოგადოებრივი გზის მიღმა მდებარე მსუბუქი ავტომობილებისთვის განკუთვნილი ავტოსადგომი ამ ქვეთავის შესაბამისად უნდა აიგოს.“.

14. წესების 406.9.4.1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

406.9.4.1 ავტოსადგომის საავტომობილო გზის ან პანდუსის სიგანე. ყველა ავტოსადგომს უნდა ჰქონდეს ერთი ან ერთზე მეტი საავტომობილო გზა ან პანდუსი, რომლის სიგანეა:

1. ცალმხრივი შესასვლელ/გასასვლელისთვის, სულ მცირე,  3,5 მ.

2. ორმხრივი შესასვლელ/გასასვლელისთვის, სულ მცირე, 6,5 მ.

გამონაკლისი:

კერძო მოხმარების ავტოსადგომის საავტომობილო გზები, სულ მცირე, 2,8 მეტრი.“.

15. წესების 406.9.4.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

406.9.4.2 ავტოსადგომის საავტომობილო გზისა და პანდუსის მოხვევის რადიუსი. ავტოსადგომის საავტომობილო გზის მოხვევის შიგა რადიუსი, სულ მცირე, 3,5 მ-ია, ხოლო საავტომობილო პანდუსისათვის სულ მცირე – 4,5 მ.“.

16. წესების 406.9.4.4 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

406.9.4.4 საავტომობილო გზისა და პანდუსის ქანობები. ავტოსადგომის საავტომობილო გზის ან პანდუსის ქანობი 16%-ს არ უნდა აღემატებოდეს. საავტომობილო გზის ან პანდუსის 12%-დან 16%-მდე დახრის შემთხვევაში, საავტომობილო გზის ან პანდუსისა და თარაზული სავალი ზედაპირის შეხების ადგილიდან, სულ მცირე, 3,5 მეტრ მანძილზე საავტომობილო გზის ან პანდუსის ქანობი უნდა იყოს 8%-დან 10%-მდე, ხოლო საავტომობილო გზის ან პანდუსის თარაზულ სავალ ზედაპირზე წრიული გადასვლისას, წრის რადიუსი, სულ მცირე, 20 მეტრი უნდა იყოს, რათა არ მოხდეს ავტომობილის გადაადგილებისას მისი დაზიანება.

გამონაკლისი:

შენობაში მდებარე ავტოსადგომის სწორხაზოვანი საავტომობილო პანდუსის ქანობი დასაშვებია იყოს 18%-მდე. საავტომობილო პანდუსის 12%-დან 18%-მდე დახრის შემთხვევაში, საავტომობილო პანდუსისა და თარაზული სავალი ზედაპირის შეხების ადგილიდან, სულ მცირე, 3,5 მეტრ მანძილზე საავტომობილო პანდუსის ქანობი უნდა იყოს 8%-დან 10%-მდე, ხოლო საავტომობილო გზის ან პანდუსის თარაზულ სავალ ზედაპირზე წრიული გადასვლისას, წრის რადიუსი, სულ მცირე, 20 მეტრი უნდა იყოს, რათა არ მოხდეს ავტომობილის გადაადგილებისას მისი დაზიანება.“.

17. წესების 406.9.4.5 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

406.9.4.5 ავტოსადგომზე ავტომობილისთვის განკუთვნილ ადგილთან მიდგომა. ავტოსადგომზე ავტომობილისთვის განკუთვნილ თითოეულ ადგილს გასავლელის მეშვეობით უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური და მარტივი მისადგომი, მისასვლელი და გამოსასვლელი.“.

18. წესების 406.9.4 ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 406.9.4.7 ქვეპუნქტი:

406.9.4.7 ავტოსადგომთან მისადგომი. ავტოსადგომთან მისადგომი უნდა იყოს, სულ მცირე, ორმხრივი შესასვლელ/გასასვლელი ან  ცალმხრივი შესასვლელი და ცალმხრივი გამოსასვლელი საავტომობილო გზა ან პანდუსი.

გამონაკლისი: ორმოცდაათზე ნაკლებადგილიან ავტოსადგომთან მიდგომა დასაშვებია ცალმხრივი შესასვლელ/გასასვლელიანი საავტომობილო გზით ან პანდუსით.“.

19. წესების ცხრილი 412.4.6-ის სქოლიო „გ“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) 1802-ე ნაწილის შესაბამისი მემბრანული ნაგებობები უნდა კლასიფიცირდეს, როგორც IV ჯგუფის ანგარები.“.

20. წესების ცხრილი 414.2.5(2) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ცხრილი 414.2.5(2)

აალებადი და წვადი თხევადი ნივთიერებების მაქსიმალურად დასაშვები რაოდენობა საცალო და საბითუმო ვაჭრობის დაკავებულობების თითო გასაკონტროლებელ ფართობზე

სითხეების ტიპები

 

მაქსიმალურად დასაშვები რაოდენობა თითო გასაკონტროლებელ ფართობზე (ლიტრებში)

შენიშვნა „ბ“-ის შესაბამისად დაყენებული საშხეფები, სიმჭიდროვე და განლაგება

საშხეფებით

საშხეფების გარეშე

კლასი IA

227

227

114

კლასი IC, II და IIIA

28387,5

56775

6056

კლასი IIIB

შეუზღუდავი

შეუზღუდავი

49962

ა) გასაკონტროლებელი ფართობები ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს არანაკლებ ერთსაათიანი ცეცხლმედეგი ზღუდით;

ბ)   მთელ შენობაში უნდა დააყენონ ავტომატური საშხეფი სისტემა, რომლის დაგეგმარება ისეა შესრულებული, რომ უზრუნველყოფილი იყოს შემდეგი სახის მინიმალური სიმჭიდროვე:

1. თაროებზე 1,8 მ ან ამაზე ნაკლები სიმაღლის არამუყაოს საგნებისთვის, თუ ჭერის სიმაღლე არ აღემატება 5,5 მ-ს, საშხეფების მინიმალური სიმჭიდროვე ისეთივეა, როგორიც ჩვეულებრივი საფრთხის შემცველი ჯგუფი 2-ისთვისაა დაშვებული.

2. მუყაოს ყუთებში ჩაწყობილი, ქვესადგარზე ან თაროებზე განთავსებული ტვირთისთვის, თუ საწყობის სიმაღლე არის 5,5 მ ან ამაზე ნაკლები, ხოლო ჭერის სიმაღლე არ აღემატება 5,5 მ-ს, რაოდენობები ისეთივეა, როგორიც დაშვებულია 8,55 ლიტრი წუთში ერთ კვადრატულ მეტრზე მინიმალური სიმჭიდროვის საშხეფებისთვის ყველაზე მოშორებით მდებარე 140 მ2-ის ფართობზე;

გ)  თუ საბითუმო და საცალო ვაჭრობისთვის ან საწყობისათვის განკუთვნილი ფართობი აღემატება 4700მ​2-ს, მაქსიმალურად დასაშვები რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს 2%-ით ყოველ 100მ2 ფართობზე 4700მ​2 ფართობის ზემოთ, ცხრილში მოცემული სიდიდის მაქსიმუმ 100%-მდე. გასაკონტროლებელი ფართობების გამიჯვნა აუცილებელი არ არის. დაგროვებული რაოდენობები, მათ შორის, დამატებითი გასაკონტროლებელი ფართობის ხარჯზე მიღებულისა, არ უნდა აღემატებოდეს 113 550 ლიტრს.“.

21. წესების 415.10.5.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

415.10.5.2 სითხის შესანახი ოთახები. სითხის შესანახი ოთახები უნდა აიგოს ქვემოთ წარმოდგენილი მოთხოვნების შესაბამისად:

1.  50 მ2-ზე მეტი ფართობის ოთახებს უნდა ჰქონდეს, სულ მცირე, ერთი გარეთ გამავალი კარი, რომელიც მისადგომი იქნება სახანძრო-სამაშველო დანაყოფისათვის.

2.  ოთახები სხვა ფართობებისაგან გამიჯნული უნდა იყოს 707-ე ქვეთავის შესაბამისად აგებული ცეცხლმედეგი ზღუდეებით ან 711-ე ქვეთავის შესაბამისად აგებული თარაზული ანაწყობებით, ან ორივეთი ერთად. მინიმალური ცეცხლმედეგობის ხარისხი უნდა იყოს არანაკლებ ერთი საათისა, როცა ოთახის ფართობი 14 მ2-მდეა და არანაკლებ 2 საათისა, როცა ოთახის ფართობი 14 მ2-ზე მეტია.

3.  ასეთ ადგილებში არსებული თაროები, ცხაურები და ხის პანელები უნდა იყოს არაწვადი კონსტრუქციის ან არანაკლებ 2,5 სმ ნომინალური სისქის ხის მასალის, ან ცეცხლმედეგობისთვის დამუშავებული ხის მასალის.

4.  I კლასის აალებადი სითხეების შესანახად განკუთვნილი ოთახები მიწის დონის ქვედა სართულში არ უნდა მოთავსდეს.“.

22. წესების 420.4 ქვეპუნქტი ჩამოყალბდეს შემდეგი რედაქციით:

420.4 ავტოსაშხეფი სისტემა. დწ-1 ჯგუფის დაკავებულობები მთლიანად უნდა აღიჭურვოს 903.2.6 ქვეთავის შესაბამისი ავტოსაშხეფი სისტემით. სწრაფრეაგირების ან საცხოვრებლის ავტოსაშხეფები უნდა დააყენონ 903.3.2 ქვეთავის შესაბამისად.“.

23. წესების 602.3 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

602.3 ტიპი III. III ტიპის კონსტრუქციაში გარე კედლები არაწვადი მასალებისაა, ხოლო შენობის შიგა სივრცის ელემენტები ნებისმიერი მასალის, რომლის გამოყენება ნებადართულია წესებით. ცეცხლმედეგობისათვის დამუშავებული ხის კარკასი დასაშვებია ორ ან ნაკლებსაათიანი ხარისხის მქონე გარე კედლის ანაწყობის საზღვრებში.“.

24. წესების 602.4 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

602.4 ტიპი IV. IV ტიპის კონსტრუქციაში (მასიური ხის კონსტრუქციაში) გარე კედლები არაწვადი მასალებისაა, ხოლო შენობის შიგა სივრცის ელემენტები მასიური ან ლამინირებული ხის და დამალული სივრცეები არ აქვს. IV ტიპის კონსტრუქციის დეტალები ამ ქვეთავის დებულებებს უნდა შეესაბამებოდეს. ცეცხლმედეგობისათვის დამუშავებული ხის კარკასი დასაშვებია ორ ან ნაკლებსაათიანი ხარისხის მქონე გარე კედლის ანაწყობის საზღვრებში. IV ტიპის კონსტრუქციის გამოყენებით აგებულ ნაგებობებში უნდა გამოიყენებოდეს მინიმალურ ნომინალურ ზომებად დახერხილი მასიური ხის მასალა. შეწებებულ-ლამინირებული მასალების საბოლოო სიგანე და სიმაღლე 602.4 ცხრილში განსაზღვრულ დახერხილი მასიური ხის მინიმალურ ნომინალურ სიგანესა და სიღრმეს უნდა შეესაბამებოდეს.

ცხრილი 602.4

ხის ნაწილის ზომა

მასიური დახერხილი მასალის მინიმალური ნომინალური ზომა

შეწებებულ-ლამინირებული მასალის მინიმალური სუფთა ზომა

სიგანე, სმ

სიმაღლე, სმ

სიგანე, სმ

სიმაღლე, სმ

20

20

17

21

15

25

13

27

15

20

13

21

15

15

13

15

10

15

8

17,5

602.4.1 სვეტები. ხის სვეტები დახერხილი და შეწებებულ-ლამინირებული უნდა იყოს და თუ მათზე ზემოქმედებს იატაკის დატვირთვები, არცერთი ნომინალური ზომა არ უნდა იყოს 20 სმ-ზე ნაკლები, ხოლო თუ მათზე ზემოქმედებს მხოლოდ სახურავისა და ჭერის დატვირთვები, ნომინალური სიგანე არ უნდა იყოს 15 სმ-ზე ნაკლები, ნომინალური სიმაღლე კი – 20 სმ-ზე ნაკლები. სვეტები უწყვეტი უნდა იყოს ან იდოს ერთმანეთზე და ერთდებოდეს ნებადართული მეთოდით.

602.4.2  იატაკის კარკასი. ხის კოჭები და ხის მთავარი კოჭები უნდა იყოს დახერხილი/მასიური ან შეწებებულ-ლამინირებული ხის და მათი ნომინალური სიგანე არ უნდა იყოს 15 სმ-ზე ნაკლები, ხოლო ნომინალური სიმაღლე 25 სმ-ზე ნაკლები. არცერთი ნომინალური ზომა დახერხილი/მასიური ან შეწებებულ-ლამინირებული ხისკარკასიანი თაღების, რომლებიც იწყება იატაკის ნიშნულიდან და მუშაობს იატაკის დატვირთვებზე, არ უნდა იყოს 20 სმ-ზე ნაკლები. ხის წამწეები, რომლებიც ზიდავს იატაკის დატვირთვას, ისეთი ნაწილებისგან უნდა შედგებოდეს, რომელთა არცერთი ნომინალური ზომა 20 სმ-ზე ნაკლები არ არის.

602.4.3   სახურავის კარკასი. სახურავის კონსტრუქციის ხისკარკასიანი ან შეწებებულ-ლამინირებული თაღები, რომლებიც იწყება იატაკის ნიშნულიდან ან მიწის დონიდან და არ არის იატაკის საყრდენი, უნდა შედგებოდეს არანაკლებ 15 სმ-ის ნომინალური სიგანისა და ქვედა ნაწილში 20 სმ-ზე ნაკლები ნომინალური სიმაღლის, ხოლო ზედა ნაწილში არანაკლებ 15 სმ-ის ნომინალური სიმაღლის ნაწილებისაგან. სახურავის კონსტრუქციის კარკასი ან შეწებებულ-ლამინირებული თაღები, რომლებიც იწყება კედლების ზედა ნაწილში ან კედლის საზღვრებთან, ხისკარკასიან წამწეებთან და სახურავის სხვა კარკასებთან, რომელიც არ ზიდავს იატაკის დატვირთვებს  არანაკლებ 10 სმ-ის ნომინალური სიგანისა და არანაკლებ  15 სმ-ის ნომინალური სიმაღლის ნაწილებისგან უნდა შედგებოდეს. დაშორებული ნაწილები დასაშვებია შედგებოდეს ორი ან მეტი დეტალისგან, რომელთა ნომინალური სისქე არ უნდა იყოს 7,5 სმ-ზე ნაკლები, სადაც მყარადაა დამაგრებული და მათ შორის არსებული სივრცე მთლიანად არის ბლოკირებული, ან, სადაც სივრცე მჭიდროდაა დახურული 5 სმ-ის ნომინალური სისქის უწყვეტი ხის საფარით, რომელიც მიმაგრებულია ნაწილებზე შიგა მხრიდან. გადაბმის ფილების ნომინალური სისქე 7,5 სმ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. სახურავის ფენილის ქვეშ დაყენებული ავტოსაშხეფებით დაცული კარკასის ნაწილების ნომინალური სიგანე 7,5 სმ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.

602.4.4  იატაკი. იატაკს არ უნდა ჰქონდეს დამალული სივრცეები. ხის იატაკები უნდა იყოს დახერხილი ან შეწებებულ-ლამინირებული არანაკლებ 7,5 სმ-ის ნომინალური სისქის ნარანდით (ენა-ღართან) შეუღლებული ფიცრების, რომლებზეც ჯვარედინად ან დიაგონალურად დაგებულია 2,5 სმ-ის ნომინალური სისქის ნარანდით (ენა-ღართან) შეუღლებული იატაკის საფარი, ან 1,25 სმ-იანი მერქანბურბუშელოვანი ფილა; ან ერთმანეთთან მჭიდროდ მიწყობილი და ლურსმნებით დამაგრებული არანაკლებ 10 სმ-ის ნომინალური სიგანის ფიცრების, რომლებზეც გადაგებულია 2,5 სმ-ის ნომინალური სისქის იატაკის საფარი ან 1,2 სმ-ის სისქის ხის სტრუქტურული პანელები ან 1,25 სმ-ის სისქის მერქანბურბუშელოვანი ფილა. ფიცრები ისე უნდა დაიგოს, რომ გადაბმის ხაზები საყრდენებს ემთხვეოდეს. იატაკის საფარი კედლებიდან არანაკლებ 1,25 სმ-ით უნდა იყოს დაშორებული. ეს 1,25 სმ მანძილი კედელზე მიმაგრებული თამასით უნდა დაიფაროს. თამასა ისე უნდა განთავსდეს, რომ ხელი არ შეუშალოს იატაკის შეკუმშვა-გაფართოებას. თამასის ნაცვლად შეიძლება წყობის კედლების საფეხურებრივი ნაშვერის გამოყენება, რომელიც იატაკის ქვეშ იწყება და მის ზემოთაც გრძელდება.

602.4.5  სახურავი. სახურავს არ უნდა ჰქონდეს დამალული სივრცეები და სახურავის ხის ფენილები უნდა იყოს არანაკლებ 5 სმ-ის ნომინალური სისქის დახერხილი ან შეწებებულ-ლამინირებული, ნარანდით შეერთებული ფიცრების, 30 მმ-ის სისქის ხის სტრუქტურული პანელების (გარეთ გამოსაყენებელი წებო); ან 7,5 სმ-ის ნომინალური სიგანის ფიცრების, რომლებიც კიდეებით მჭიდროდაა ერთმანეთთან მიწყობილი და იატაკისათვის საჭირო ფორმითაა დაგებული. შესაბამისი ცეცხლმედეგობისა და სტრუქტურული თვისებების უზრუნველყოფისას შეიძლება სხვა სახეობის ფენილების გამოყენებაც.

602.4.6  ტიხრები. ტიხრები უნდა იყოს მასიური ხის კონსტრუქციის და შედგებოდეს არანაკლებ ორი 2,5 სმ-ის სისქის ფიცრისგან ან 10 სმ-ის სისქის ლამინირებული კონსტრუქციისგან, ან ერთსაათიანი ცეცხლმედეგობის ხარისხიანი კონსტრუქციისგან.

602.4.7 ნაგებობის გარე ნაწილები. 6,0 მ-ით ან ამაზე მეტად  თარაზულად გამიჯვნისას გარე მხარეზე დასაშვებია მასიური ხის ზომის შესაბამისი ხის სვეტებისა და თაღების გამოყენება.“.

25. წესების 707.3.3 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

707.3.3 გასასვლელთან მისადგომის გზა-კიბეების შემომზღუდავები. გასასვლელთან მისადგომის გზა-კიბისგან ან პანდუსისგან შენობის ფართობების გამმიჯნავი ცეცხლმედეგი ზღუდეების  ცეცხლმედეგობის ხარისხი 1009.3.1.2 ქვეთავს უნდა შეესაბამებოდეს.“.

26. წესების 709.4 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

709.4 უწყვეტობა. კვამლგაუმტარმა ზღუდეებმა ეფექტიანი მემბრანა უნდა შექმნას. იგი კედლის ზედაპირიდან კედლის ზედაპირამდე და საძირკვლის თავიდან ან ქვემოთ მდებარე  იატაკ-ჭერის ანაწყობიდან ზემოთ მდებარე იატაკის ან სახურავის ფენილის, ფიცარფენილის ან ფილის ქვედაპირამდე უწყვეტად უნდა გაგრძელდეს. უწყვეტობა უნდა შენარჩუნდეს დამალულ სივრცეებშიც, მაგ., შეკიდული ჭერების ზემოთ, ასევე ნაგებობის შუალედურ სივრცეებსა და დაბალ სივრცეებში. საყრდენი კონსტრუქცია დაცული უნდა იყოს, რომ შეესაბამებოდეს დაყრდნობილი კედლის ან იატაკის აუცილებელ ცეცხლმედეგობის ხარისხს IIB, IIIB ან VB ტიპის კონსტრუქციის შენობებში.

გამონაკლისი:

1. კედლის კვამლგაუმტარი ზღუდეები შუალედურ სივრცეებში საჭირო არ არის, თუ ასეთი სივრცეები დაგეგმარებული და აგებულია იმგვარად, რომ ჭერები ისევე ქმნის ცეცხლისა და კვამლის ბილიკს, როგორც კვამლგაუმტარი ზღუდის კედლები.

2. 405.4.3, 1707.7.2 ან 1708.7.2 ქვეთავების შესაბამისი ლიფტის ფოიეებისთვის გამოყენებული კვამლგაუმტარი ზღუდეების გაგრძელება გარე კედლიდან გარე კედლამდე აუცილებელი არ არის.

3. თავშესაფრის ფართობებისთვის გამოყენებული 1007.6.2 ქვეთავის შესაბამისი კვამლგაუმტარი ზღუდეები არ არის აუცილებელი, გრძელდებოდეს გარე კედლიდან გარე კედლამდე.“.

27. წესების 713.14.1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

713.14.1 ლიფტის ფოიე. თუ ლიფტის შახტა სამზე მეტ სართულს აკავშირებს, თითოეულ სართულთან ლიფტის შემოზღუდული ფოიე უნდა იყოს. ლიფტის შახტის შემომზღუდავის კარები თითოეული სართულისგან უნდა გაიმიჯნოს შემოზღუდულ ფოიეში მოწყობილი ცეცხლმედეგი ტიხრებით. 708-ე ქვეთავში ცეცხლმედეგი ტიხრებისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებთან ერთად, ლიფტის ფოიეს შემომზღუდავ კედლებში არსებული ღიობების კარები 716.5.3 ქვეთავის მოთხოვნებსაც უნდა აკმაყოფილებდეს, რომლებიც დერეფნის კედლებს ეხება. ლიფტის ფოიეს შემომზღუდავში გამავალი არხები და ჰაერცვლის ღიობები 717.5.4.1 ქვეთავის შესაბამისად დაცული დერეფნების მსგავსად უნდა იქნეს დაცული. ლიფტის ფოიეებს, სულ მცირე, ერთი გასასვლელი საშუალება უნდა ჰქონდეს მე-10 თავისა და წესების სხვა ქვეთავების შესაბამისად.

გამონაკლისი:

1. აუცილებელი არ არის ლიფტის შემოზღუდული ფოიეები მდებარეობდეს შენობიდან გამოსასვლელის დონე(ებ)ზე, თუ შენობიდან გამოსასვლელის დონე(ები) აღჭურვილია 903.3.1.1 ქვეთავის შესაბამისად მოწყობილი ავტოსაშხეფი სისტემით.

2. ლიფტის შემოზღუდული ფოიეები არ სჭირდება ლიფტებს, რომელთაც 712.1 ქვეთავის შესაბამისი შახტის შემომზღუდავი არ მოეთხოვება.

3. ლიფტის შემოზღუდული ფოიეები აუცილებელი არ არის, თუ ლიფტის შახტის ღიობს 1702.6 ქვეთავის შესაბამისი დამატებითი კარები აქვს . UL 1784-ის შესაბამისად შემოწმების დროს (ძირის ხელოვნური საგმანის გარეშე) ამგვარი კარები 716.5.3.1 ქვეთავში წარმოდგენილ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, რომლებიც კვამლის ან წევის საკონტროლო კარის ანაწყობს ეხება. ეს გამონაკლისი არ ეხება თვ, დწ, სქ, სვ და სც ჯგუფების შენობების ქვემოთ მდებარე შემოზღუდულ ავტოსადგომ გარაჟებს.

4. ლიფტის შემოზღუდული ფოიეები საჭირო არ არის, თუ შენობა აღჭურვილია 903.3.1.1 ან 903.3.1.2 ქვეთავების შესაბამისად მოწყობილი ავტოსაშხეფი სისტემით. ეს გამონაკლისი არ ეხება ქვემოთ ჩამოთვლილს:

4.1. დწ-2 ჯგუფის დაკავებულობები.

4.2. დწ-3 ჯგუფის დაკავებულობები.

4.3. ლიფტები, რომლებიც მაღლივ შენობებში სახანძრო-სამაშველო დანაყოფების მანქანის მისადგომი უდაბლესი დონიდან 23 მ-ზე მაღლა მდებარე იატაკის დონეებს ემსახურება.

4.4. თვ, დწ, სქ, სვ და სც ჯგუფების შენობების ქვემოთ მდებარე შემოზღუდული ავტოსადგომი გარაჟები.

5. თუ შენობაში 903.3.1.1 ან 903.3.1.2 ქვეთავების შესაბამისად მოწყობილია ავტოსაშხეფი სისტემა ცეცხლმედეგი ტიხრების ნაცვლად, ყველა იატაკთან ლიფტის ფოიეს გასამიჯნად დასაშვებია კვამლგაუმტარი ტიხრების გამოყენება. 710-ე ქვეთავის მოთხოვნებთან ერთად, რომლებიც კვამლგაუმტარ ტიხრებს ეხება, კვამლგაუმტარი ტიხრების ღიობების დამცავი კარები ასევე უნდა შეესაბამებოდეს 710.5.2.2, 710.5.2.3 და 716.5.9 ქვეთავს და კვამლგაუმტარ ტიხრებში გაყვანილობების არხები  717.5.4.1 ქვეთავის შესაბამისად უნდა იყოს დაცული, ისევე, როგორც დერეფნებში არსებული მსგავსი გაყვანილობები.

6. ლიფტის შემოზღუდული ფოიეები საჭირო არ არის, თუ ლიფტის შახტა არის დაწნევადი 909.21 ქვეთავის შესაბამისად. ეს გამონაკლისი არ ეხება თვ, დწ, სქ, სვ და სც ჯგუფების შენობების ქვემოთ მდებარე შემოზღუდულ ავტოსადგომ გარაჟებს.

7. ლიფტის შემოზღუდული ფოიეები საჭირო არ არის, თუ ლიფტი მხოლოდ 406.5 ქვეთავის შესაბამის ღია ავტოსადგომ გარაჟებს ემსახურება.

713.14.1.1 თავშესაფრის ფართობები. თავშესაფრის ფართობები 1007-ე ქვეთავის შესაბამისად უნდა მოეწყოს.“.

28. წესების 722.2.1.3 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

722.2.1.3 გადაბმები წინასწარფორმირებული კედლის პანელებს შორის. გადაბმები წინასწარფორმირებული ბეტონის კედლის პანელებს შორის, რომლებიც არ არის იზოლირებული ამ ქვეთავის შესაბამისად, უნდა ჩაითვალოს კედელში დატანებულ ღიობებად. არაიზოლირებული გადაბმები გათვალისწინებული უნდა იყოს 705.8 ცხრილით დასაშვები ღიობების პროცენტის განსაზღვრის დროს. თუ ღიობების დატანება დაუშვებელია ან ამ წესების შესაბამისად ისინი დაცული უნდა იყოს, გადაბმის აუცილებელი იზოლაციის მოცულობის განსაზღვრისას გამოიყენება ამ ნაწილის დებულებები. იზოლირებული გადაბმები არ უნდა ჩაითვალოს ღიობებად 705.8 ცხრილში გათვალისწინებული ღიობების დასაშვებ პროცენტთან შესაბამისობის განსაზღვრისას.

722.2.1.3.1 გადაბმის დაცვა კერამიკ-ბოჭკოს დამცავით. 722.2.1.3.1 სურათი გვიჩვენებს წინასწარფორმირებული ბეტონის კედლის პანელებს შორის არსებული გადაბმების იზოლირებისათვის გამოსაყენებელი კერამიკული ბოჭკოს ფენების სისქეებს სხვადასხვა სისქის პანელებისათვის და 1,0 სმ-ისა და 2.5 სმ-ის სიგანის გადაბმებისთვის, რომელთა ცეცხლმედეგობის ხარისხი 1 საათიდან 4 საათამდეა. 1,0 სმ-ის – 2.5 სმ-ის სიგანის გადაბმებისთვის კერამიკული ბოჭკოს ფენის სისქე შეიძლება განისაზღვროს პირდაპირი ინტერპოლაციით. ასევე მისაღებია, რომ კერამიკული ბოჭკოს ფენების ნაცვლად გამოიყენებოდეს სხვა შემოწმებული და ეტიკეტირებული მასალები.

                                       სურ. 722.2.1.3.1.“.

29. წესების ცხრილი 722.6.2(2) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ცხრილი 722.6.2(2)

ხის ჩარჩოსთვის დროის განსაზღვრა,

აღწერილობა

ჩარჩოსთვის განსაზღვრული დრო (წთ)

ხის დგარი 40 სმ ცენტრიდან

20

ხის იატაკის ან სახურავის კოჭები 40 სმ ცენტრიდან

10

ა)  ეს ცხრილი არ ეხება დგარებს ან გადაბმებს, რომლებიც ცენტრიდან დაშორებულია 40 სმ-ზე მეტი მანძილით;

ბ)  ყველა დგარი ნომინალურად უნდა იყოს 5 × 10 სმ და ყველა გადაბმის ნომინალური სისქე უნდა იყოს მინიმუმ 5 სმ.“.

30. წესების 903.2.8 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

903.2.8 ჯგუფი ც. ჯგუფის დაკავებულობები მთლიანად უზრუნველყოფილი უნდა იყოს 903.3 ქვეთავის შესაბამისად დაყენებული ავტოსაშხეფი სისტემით.

გამონაკლისი:

1. სც-2 ჯგუფის შენობა, რომლის დაკავებული იატაკი არ მდებარეობს სახანძრო მანქანის მისადგომი ყველაზე დაბალი დონიდან 37 მ-ზე ზემოთ.

2. ერთ ან ორბინიანი საცხოვრებელი შენობები.

903.2.8.1 სც-3 ან სც-4 ჯგუფის საცხოვრებლები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და ხანდაზმულებისთვის. 903.3 ქვეთავის შესაბამისად დაყენებული ავტოსაშხეფი სისტემა დასაშვებია სც-3 ან სც-4 ჯგუფის საცხოვრებლებში, სადაც იმყოფება 16 ან 16-ზე ნაკლები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი და ხანდაზმული.

903.2.8.2 მოვლა-მზრუნველობის დაწესებულებები. 903.3 ქვეთავის შესაბამისად დაყენებული ავტოსაშხეფი სისტემა დასაშვებია მოვლა-მზრუნველობის დაწესებულებებში, სადაც ერთი ოჯახის საცხოვრებელში იმყოფება 5 ან 5-ზე ნაკლები პირი.“.

31. წესების 903.2.10 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

903.2.10 სწ-2 ჯგუფის შემოზღუდული ავტოსადგომი გარაჟები. ავტოსაშხეფი სისტემით უზრუნველყოფილი უნდა იყოს მთელი შენობა, რომელიც მიეკუთვნება შემოზღუდული ავტოსადგომი გარაჟების კლასს 406.4 ქვეთავის შესაბამისად, ქვემოთ ჩამოთვლილის მიხედვით:

1. სადაც შემოზღუდული ავტოსადგომი გარაჟის ხანძრისგან დაცული ფართობი 1200 მ2-ს აღემატება.

2. შემოზღუდული ავტოსადგომი გარაჟი სხვა ჯგუფების ქვემოთ მდებარეობს.

გამონაკლისი:

1. სც-3 დაკავებულობების ქვემოთ მდებარე შემოზღუდული ავტოსადგომი გარაჟები.

2. ავტოსაშხეფი სისტემით უზრუნველყოფილი უნდა იყოს მხოლოდ შემოზღუდული ავტოსადგომი გარაჟი, როდესაც შემოზღუდული ავტოსადგომი გარაჟი გზა-კიბის ან პანდუსის მეშვეობით პირდაპირ არ უკავშირდება მის ზემოთ მდებარე სხვა ჯგუფებს.

3. ავტოსაშხეფი სისტემით უზრუნველყოფილი უნდა იყოს მხოლოდ შემოზღუდული ავტოსადგომი გარაჟი, როდესაც შემოზღუდული ავტოსადგომი გარაჟი წესების შესაბამისად შემოზღუდული გზა-კიბის ან პანდუსის მეშვეობით პირდაპირ უკავშირდება მის ზემოთ მდებარე სხვა ჯგუფებს და შემოზღუდულ გზა-კიბეს ან პანდუსს აქვს დამოუკიდებლად განიავებადი წინამო (ფოიე/ვესტიბიული) შემოზღუდული ავტოსადგომის დონე(ებ)ზე.

903.2.10.1 კომერციული ავტოსადგომი გარაჟები. ავტოსაშხეფი სისტემა უნდა დააყენონ შენობებში, რომლებიც გამოიყენება კომერციული სატვირთო მანქანების ან ავტობუსების გასაჩერებლად და სადაც ხანძრისგან დაცული ფართობი 500 მ2-ს აღემატება.“.

32. წესების 909.4 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

909.4 ანალიზი. კვამლის საკონტროლო სისტემების ტიპების, ამ სისტემების მუშაობის მეთოდების, მათი უზრუნველმყოფი სისტემებისა და აგების მეთოდების რაციონალური ანალიზი უნდა არსებობდეს სამშენებლო მოედანზე და უნდა მოიცავდეს 909.4.1 – 909.4.6 ქვეთავებში მითითებულ საკითხებს (მაგრამ არა მხოლოდ მათ).

909.4.1 თვითწევა. სისტემა ისე უნდა დაგეგმარდეს, რომ მაქსიმალურმა ჩვეულებრივმა ან უკუთვითწევამ უარყოფითად არ იმოქმედოს სისტემის შესაძლებლობებზე. მაქსიმალური თვითწევის დადგენისას გათვალისწინებული უნდა იყოს სიმაღლე ზღვის დონიდან, განთავსების სიმაღლე, მეტეოროლოგიური მონაცემები და შიგა ტემპერატურები.

909.4.2 ცეცხლის ტემპერატურული ზემოქმედება. დაგეგმარებისას გათვალისწინებული ხანძრით გამოწვეული ენერგია და გაფართოება უნდა გაანალიზდეს 909.9 ქვეთავის შესაბამისად. სისტემის დაგეგმარებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ამგვარმა ზემოქმედებებმა უარყოფითად არ იმოქმედოს სისტემის შესაძლებლობებზე.

909.4.3 ქარის ზემოქმედება. დაგეგმარებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ქარის უარყოფითი ზემოქმედება.

909.4.4 გათბობის, განიავებისა და ჰაერის კონდიცირების სისტემები. დაგეგმარებისას გათვალისწინებული უნდა იყოს გათბობის, განიავებისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების გავლენა კვამლისა და ცეცხლის გავრცელებაზე. ანალიზში უნდა აისახოს სისტემაში განხორციელებული ყველა ცვლილება. დაგეგმარებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ცეცხლის ზემოქმედება გათბობის, განიავებისა და ჰაერის კონდიცირების სისტემებზე.

909.4.5 კლიმატი. დაგეგმარებისას გათვალისწინებული უნდა იყოს დაბალი ტემპერატურის ზემოქმედება სისტემებზე, საკუთრებასა და ადამიანებზე. ჰაერის შემწოვ-გამწოვები ისე უნდა განთავსდეს, რომ თავიდან აიცილონ თოვლის ან ყინულის საცობი.

909.4.6 მუშაობის ხანგრძლივობა. კვამლის აქტიური ან პასიური საკონტროლო სისტემების ყველა ნაწილს უნდა შეეძლოს უწყვეტად მუშაობა ცეცხლის აღმოჩენის შემდეგ არანაკლებ 20 წუთის განმავლობაში ან შენობიდან გასვლისთვის გამოთვლილ დროზე 1,5-ჯერ მეტი ხნის განმავლობაში (რომელიც ნაკლები იქნება).“.

33. წესების 909.19 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

909.19 სისტემის აღიარება. შენობების ან მათი ნაწილებისთვის, რომლებიც ამ წესების მოთხოვნების თანახმად უნდა აკმაყოფილებდეს ამ ქვეთავის დებულებებს, არ უნდა იყოს გამოსაყენებლად ვარგისად აღიარებული მანამ, სანამ სპეციალური შემმოწმებელი არ დაადასტურებს, რომ ამ ქვეთავის მოთხოვნები დაკმაყოფილებულია და სახანძრო-სამაშველო დანაყოფი არ მიიღებს დამაკმაყოფილებელ ინსტრუქციას სისტემის როგორც ავტომატურად, ისე ხელით მართვის შესახებ, ასევე სანამ შესაბამისი მოვლის პროგრამა წერილობითი ფორმით არ წარედგინება სახანძრო-სამაშველო დანაყოფს და ეს უკანასკნელი არ აღიარებს მას.

გამონაკლისი: ეტაპობრივად მშენებარე შენობებში სამშენებლო დოკუმენტით განსაზღვრული ნაწილის გამოსაყენებლად ვარგისად აღიარებისას უნდა დადასტურდეს, რომ გამოსაყენებლად ვარგისად ასაღიარებელი ნაწილი აკმაყოფილებს ამ ქვეთავის მოთხოვნებს და რომ დარჩენილი სამუშაოები საფრთხეს არ უქმნის დამკავებლებს ან მომიჯნავე შენობებს.“.

34. წესების 911.1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

911.1 ზოგადი. წესების სხვა ქვეთავებში მოთხოვნილ და წესების მიხედვით მაღლივ შენობებად კლასიფიცირებულ ყველა ისეთ შენობაში, რომლის დაკავებული იატაკი მდებარეობს სახანძრო მანქანის მისადგომი ყველაზე დაბალი დონიდან 37 მ-ზე ზემოთ, უნდა მოეწყოს ხანძრის მართვის ცენტრი სახანძრო-სამაშველო დანაყოფის მუშაობისათვის, 9011.1.1 – 911.1.5 ქვეთავების შესაბამისად.

911.1.1 მდებარეობა და მიდგომა. ხანძრის მართვის ცენტრის მდებარეობა და მისადგომი შეთანხმებულია სახანძრო-სამაშველო დანაყოფთან.

911.1.2 გამიჯვნა. ხანძრის მართვის ცენტრი დანარჩენი შენობისგან უნდა გაიმიჯნოს არანაკლებ 1-საათიანი ცეცხლმედეგი ზღუდით, რომელიც აგებულია 707-ე ქვეთავის შესაბამისად ან თარაზული ანაწყობით, რომელიც გამიჯნულია 711-ე ქვეთავის შესაბამისად, ან ორივეთი ერთად.

911.1.3 ზომა. ოთახის ფართობი უნდა იყოს, სულ მცირე, 19 მ2, ხოლო მინიმალური ზომა – 3,0 მ.

911.1.4 გეგმის/განლაგების დამტკიცება. 911.1.5 ქვეთავის მიხედვით, აუცილებელი ხანძრის მართვის ცენტრის გეგმა/განლაგება და ყველა მახასიათებელი დასამტკიცებლად უნდა წარედგინოს სამშენებლო ზედამხედველობის განმახორციელებელ  უწყებას ცენტრის მოწყობამდე.

911.1.5 აუცილებელი მახასიათებლები. ხანძრის მართვის ცენტრი უნდა შეესაბამებოდეს NFPA 72-ს და უნდა მოიცავდეს:

1. საგანგებო ხმოვანი განგაშის საკომუნიკაციო სისტემის მოწყობილობას.

2. სახანძრო-სამაშველო დანაყოფის საკომუნიკაციო მოწყობილობის ერთეულს.

3. ცეცხლაღმომჩენისა და განგაშის სისტემის შეტყობინების უზრუნველმყოფ მოწყობილობას.

4. შეტყობინების უზრუნველმყოფი მოწყობილობის ერთეულს, რომელიც ვიზუალურად მიუთითებს ლიფტების მდებარეობას და იმას, მუშაობს თუ არა ისინი.

5. ჰაერის გადამამუშავებელი სისტემების მდგომარეობის ინდიკატორებსა და საკონტროლებლებს.

6. 909.16 ქვეთავის თანახმად, მეხანძრის საკონტროლო აუცილებელ პანელს შენობაში მოწყობილი კვამლის საკონტროლო სისტემებისათვის.

7. საკონტროლებლები გზა-კიბეზე გასასვლელი კარების ერთდროულად გასაღებად.

8. საშხეფის სარქვლისა და წყლის ჭავლის აღმომჩენის საჩვენებელ პანელს.

9. საავარიო და სათადარიგო ელექტრომომარაგების მდგომარეობის ინდიკატორს.

10. სახანძრო-სამაშველო დანაყოფისათვის განკუთვნილ ტელეფონს, რომელსაც აქვს საკონტროლებელი მისადგომი საერთო სატელეფონო სისტემასთან.

11. სახანძრო ტუმბოს მდგომარეობის ინდიკატორს.

12. შენობის სქემატურ გეგმებს, რომლებშიც ნაჩვენებია ტიპური იატაკის გეგმა და დეტალურადაა მინიშნებული შენობის ძირითადი ნაწილი, გასასვლელები, ხანძრისაგან დაცვის სისტემები, ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობები და სახანძრო-სამაშველო დანაყოფის მისადგომები და ცეცხლმედეგი კედლების, ცეცხლმედეგი ზღუდეების, ცეცხლმედეგი ტიხრების, კვამლგაუმტარი ზღუდეებისა და კვამლგაუმტარი ტიხრების მდებარეობა.

13. შენობის საინფორმაციო ბარათს, რომელიც მოიცავს ჩამოთვლილ ინფორმაციას (მაგრამ არა მხოლოდ მას):

13.1. ზოგად ინფორმაციას შენობის შესახებ, რომელშიც იგულისხმება საკუთრების დასახელება, მისამართი, შენობაში იატაკების რაოდენობა (მიწის ზედაპირის ზემოთ ან ქვემოთ), გამოყენებისა და დაკავებულობის კლასები (შერეული გამოყენებებისთვის განისაზღვროს თითოეულ იატაკზე განთავსებული განსხვავებული დაკავებულობების ტიპები), შენობაში მყოფთა რაოდენობა (მაგალითად, დღისით, ღამით, შაბათ-კვირას).

13.2. შენობის საკონტაქტო ინფორმაციას საგანგებო ვითარების დროს, რომელშიც შედის: იმ პირთა სია, რომელთაც უნდა დაუკავშირდნენ შენობაში საგანგებო ვითარების შექმნის დროს (მაგ., შენობის მმართველი/მენეჯერი, შენობის ინჟინერი და სხვ.) და მათი სამსახურის ტელეფონის ნომრები, მობილური ტელეფონის ნომრები, ელექტრონული ფოსტის მისამართები.

13.3. ინფორმაციას შენობის კონსტრუქციის შესახებ, რომელშიც იგულისხმება შენობის კონსტრუქციის ტიპი (მაგ., იატაკების, კედლების, სვეტებისა და სახურავის ანაწყობები).

13.4. ინფორმაციას გასასვლელი კიბის შესახებ, რომელშიც იგულისხმება შენობაში გასასვლელი კიბეების რაოდენობა, თითოეული გასასვლელი კიბის დანიშნულება და რომელ იატაკებს ემსახურება ადგილი, სადაც თითოეული გასასვლელი კიბე გადის, დაწნევადი გასასვლელი კიბეები, საავარიო განათებით უზრუნველყოფილი გასასვლელი გზები, თითოეული გასასვლელი კიბე, რომლითაც შესაძლებელია შენობაში დაბრუნება, სახურავზე ასასვლელი კიბეები; ინფორმაცია ლიფტის შესახებ, რომელშიც შედის: ლიფტების მწკრივების რაოდენობა,  ლიფტების მწკრივების დანიშნულება, ლიფტების კარადების რაოდენობა და იატაკები, რომელთაც ისინი ემსახურება, ლიფტების სამანქანო ოთახების, გადასასვლელის ფოიესა და სატვირთო ლიფტების მწკრივების მდებარეობა.

13.5. ინფორმაციას შენობის მომსახურებისა და სისტემების შესახებ, რომელშიც იგულისხმება მექანიკური ოთახების მდებარეობა, შენობის სამართავი სისტემის მდებარეობა, საწვავის ყველა ავზის მდებარეობა და ტევადობა, საავარიო გენერატორის მდებარეობა, ბუნებრივი აირის მომსახურების მდებარეობა.

13.6. ინფორმაციას ხანძრისგან დამცავი სისტემის შესახებ, რომელშიც იგულისხმება სახანძრო მილდგარების, სახანძრო ტუმბოს ოთახის, სახანძრო-სამაშველო დანაყოფთან მისაერთებლების, ავტოსაშხეფებით დაცული იატაკებისა და სხვადასხვა ტიპის (მაგ., მშრალი, წყლიანი, შენელებული რეაგირებისა და ა.შ.) საშხეფი სისტემების მდებარეობა.

13.7. ინფორმაციას საფრთხის შემცველი ნივთიერებების შესახებ, რაც გულისხმობს საფრთხის შემცველი ნივთიერებების მდებარეობას, საფრთხის შემცველი ნივთიერებების რაოდენობას.

14.    სამუშაო მაგიდას.

15. გენერატორის საკონტროლო მოწყობილობებს, ხელით გააქტიურებისა და გადაცემის ფუნქციებით.

16. საზოგადოებისათვის მიმართვის სისტემას, სადაც სპეციალურადაა მოთხოვნილი წესების სხვა ქვეთავებში.

17. ლიფტის ASME A17.1-ის შესაბამის სახანძრო გამოძახების გადამრთველს.

18. ლიფტის საავარიო ან სათადარიგო ელექტრომომარაგების შემრჩევ გადამრთველ(ებ)ს, თუ არსებობს საავარიო ან სათადარიგო ელექტრომომარაგება.“.

35. წესების 1007.2.1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1007.2.1 აუცილებელი ლიფტები. შენობებში, სადაც აუცილებელი მისაწვდომი იატაკი შენობიდან გამოსასვლელის დონიდან ოთხზე მეტი სართულით ზემოთ ან ქვემოთაა 1007.4 ქვეთავის შესაბამისი ლიფტები, სულ მცირე, ერთი აუცილებელი მისაწვდომი გასასვლელი საშუალება უნდა იყოს.

გამონაკლისი:

1. 903.3.1.1 ან 903.3.1.2 ქვეთავის შესაბამისად დაყენებული ავტოსაშხეფი სისტემით მთლიანად აღჭურვილ შენობებში ლიფტები საჭირო არ არის თარაზული გასასვლელით უზრუნველყოფილ იატაკებზე, თუ იატაკები შენობიდან გამოსასვლელის დონეზე ან მის ზემოთაა.

2. 903.3.1.1 ან 903.3.1.2 ქვეთავის შესაბამისად დაყენებული ავტოსაშხეფი სისტემით მთლიანად აღჭურვილ შენობებში ლიფტები საჭირო არ არის იატაკებზე, თუ მოწყობილია 1010-ე ქვეთავის დებულებების შესაბამისი პანდუსი.“.

36. წესების 1007.5 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1007.5 ბაქანი-ლიფტები. ბაქან-ლიფტები (ეტლის ასაყვანად) არ უნდა გამოიყენებოდეს მისაწვდომ გასასვლელ საშუალებად, გარდა 1109.8 ქვეთავის 1-11 პუნქტებში განსაზღვრული შემთხვევისა, როცა ისინი აუცილებელი მისაწვდომი სვლაგეზის ნაწილია.  ისეთ ბაქან-ლიფტებს, რომლებიც შეიძლება მუშაობდეს, როგორც გასასვლელი საშუალების ნაწილი, უნდა მიეწოდებოდეს სათადარიგო ელექტრომომარაგება.

1007.5.1  შეზღუდვა ბაქან-ლიფტის მოწყობაზე. ბაქნიანი ლიფტები არ უნდა დააყენონ მისაწვდომ გასასვლელ საშუალებებში, რომლებიც მთლიანად შემოზღუდულ ლიფტის შახტაშია განთავსებული.“.

37. წესების 1009.4 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1009.4 სიგანე. გზა-კიბეების სიგანე უნდა განისაზღვროს 1005.1 ქვეთავის მიხედვით, მაგრამ ასე განსაზღვრული სიგანე არ უნდა იყოს 1.1 მ-ზე ნაკლები. მისაწვდომი გასასვლელი საშუალებების გზა-კიბეების შესახებ იხილეთ ქვეთავი 1007.3.

გამონაკლისი:

1.  50-ზე ნაკლები დაკავებულობის დატვირთვის მქონე გზა-კიბეების სიგანე არ უნდა იყოს 90 სმ-ზე ნაკლები, გარდა სც-2 დაკავებულობებისა, სადაც, სულ მცირე, ერთი გზა-კიბის სიგანე არ უნდა იყოს 1.1მ-ზე ნაკლები.

2.  1009.12 ქვეთავში განსაზღვრული სპირალური გზა-კიბეები.

3.  1028-ე ქვეთავის შესაბამისად მოწყობილი გასავლელების კიბეები.

4.  თუ დაყენებულია დახრილად მოძრავი ბაქან-ლიფტი ან გზა-კიბეების სკამ-ლიფტი, რომელიც ემსახურება -3 ჯგუფის დაკავებულობებს ან საცხოვრებელ ერთეულებს, რომლებიც მდებარეობს -2 ჯგუფის დაკავებულობებში, უზრუნველყოფილი უნდა იყოს არანაკლებ 50 სმ თავისუფალი სავალი მონაკვეთი. თუ სკამი ან ბაქანი შეიძლება აიკეცოს, როცა არ იყენებენ, მანძილი უნდა გაიზომოს აკეცილ პოზიციაში.“.

38. წესების 1009.12 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1009.12 სპირალური გზა-კიბეები. გასასვლელი საშუალებების შემადგენელ ნაწილად სპირალური გზა-კიბეების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ საცხოვრებელ ერთეულებში ან 23 მ2 ფართობის სივრციდან გამოსასვლელად, რომელიც არ ემსახურება ხუთზე მეტ დამკავებელს, ან  ტექნიკური პერსონალის სამყოფი ფართობებიდან გამოსასვლელად, რომლებიც მოწყობილია 410.6 ქვეთავის შესაბამისად.

სპირალური გზა-კიბის საფეხურის თარაზული ზედაპირი ვიწრო კუთხიდან 30 სმ წერტილში უნდა იყოს, სულ მცირე, 20 სმ-ის სიღრმის. საფეხურების შემაღლებების/შუბლების ზემოთ გასავლელი თავისუფალი სიმაღლე უნდა იყოს, სულ მცირე, 1,98 მ, თუმცა საფეხურების შემაღლება/შუბლი არ უნდა აღემატებოდეს 24 სმ-ს. გზა-კიბის მინიმალური თავისუფალი სიგანე სახელურთან და მის ქვემოთ უნდა იყოს 66 სმ.

გამონაკლისი:

გასასვლელი საშუალებების შემადგენელ ნაწილად სპირალური გზა-კიბეების გამოყენება დასაშვებია ცხრილ 1021.2(2)-ის შესაბამისად.

სპირალური გზა-კიბის საფეხურის თარაზული ზედაპირი ვიწრო კუთხიდან 30 სმ წერტილში უნდა იყოს, სულ მცირე, 20 სმ-ის სიღრმის. საფეხურების შემაღლებების/შუბლების ზემოთ გასავლელი თავისუფალი სიმაღლე უნდა იყოს, სულ მცირე, 1,98 მ, თუმცა საფეხურების შემაღლება/შუბლი არ უნდა აღემატებოდეს 20 სმ-ს. გზა-კიბის მინიმალური თავისუფალი სიგანე სახელურთან და მის ქვემოთ უნდა იყოს 80 სმ.“.

39. წესების 1009.15 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1009.15 სახელურები. გზა-კიბეებს ორივე მხარეს უნდა ჰქონდეს 1012-ე ქვეთავის შესაბამისი სახელურები.

გამონაკლისი:

1. 1028.13 ქვეთავის შესაბამისად მოწყობილი საფეხურებიანი გასავლელების სახელურები.

2. საცხოვრებელი ერთეულების საზღვრებში მოქცეულ გზა-კიბეებსა და სპირალურ გზა-კიბეებს დასაშვებია ჰქონდეს სახელური მხოლოდ ერთი მხრიდან.

3. ტერასებს (ეზო-ბანებს), პატიოებსა (ეზოს მოკირწყლული ნაწილი დასასვენებლად ან სასადილოდ) და სასეირნო ბილიკებს, რომელთა სიმაღლე ერთხელ იცვლება და სიმაღლის შეცვლის ადგილას ბაქანი ორივე მხარეს საჭიროზე განიერია (ღრმაა), სახელურები არ სჭირდება.

4. თუ სც-3 ჯგუფის დაკავებულობებში სიმაღლე იცვლება შესასვლელ ან გასასვლელ კართან მხოლოდ ერთი საფეხურით, სახელური საჭირო არ არის.

5. თუ სც-2 და სც-3 ჯგუფის საცხოვრებელი და საძინებელი ერთეულების საზღვრებში მდებარე ოთახებში სიმაღლე იცვლება სამი ან ნაკლები ამაღლებით/შუბლით, სახელურები საჭირო არ არის.“.

40. წესების ცხრილი 1014.3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ცხრილი 1014.3

გასასვლელისკენ სავალი საერთო ბილიკი

დაკავებულობა

საშხეფი სისტემის გარეშე

(მ)

საშხეფი სისტემით

(მ)

დაკავებულობის დატვირთვა

<30

>30

სქ, სწ

30

23

30

დს

30

23

23

სმ

23

23

30

დსშ-1, დსშ-2, დსშ-3

დაუშვებელია

დაუშვებელია

7,6

სც-2

23

23

38

სც-3

23

23

38

დწ-3

30

30

30

ყველა სხვაე,ვ

23

23

23

ა)   903.3.1.1 ქვეთავის შესაბამისად დაყენებული ავტოსაშხეფებით მთლიანად აღჭურვილ შენობებში;

ბ) 903.3.1.1 ან 903.3.1.2 ქვეთავის შესაბამისად დაყენებული ავტოსაშხეფებით მთლიანად აღჭურვილ შენობებში. დაკავებულობებისთვის, სადაც ავტოსაშხეფი სისტემების დაყენება დასაშვებია 903.3.1.2 ქვეთავის შესაბამისად, იხილეთ ქვეთავი 903-ე;

გ)   თავშეყრის მიზნით გამოყენებული ოთახის ან სივრცისთვის, სადაც განთავსებულია ფიქსირებული დასაჯდომები, იხილეთ ქვეთავი 1028.8;

დ)   -2 ჯგუფის ღია ავტოსადგომ გარაჟში გასასვლელისკენ სავალი საერთო ბილიკის სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს 30 მ-ს;

ე)    გასასვლელისკენ სავალი საერთო ბილიკის სიგრძე -3 ჯგუფის დაკავებულობაში, რომელიც მდებარეობს შერეული დაკავებულობის შემცველ შენობაში;

ვ)    -2 ჯგუფში მანძილის შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია იხილეთ 407.4 ქვეთავში.“.

41. წესების 1015.2.1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1015.2.1 გასასვლელის ან გასასვლელთან მისადგომის ორი გზა-კარი. თუ გასასვლელის ან გასასვლელთან მისადგომის ორი გზა-კარი უნდა გამოდიოდეს გასასვლელთან მისადგომის ნებისმიერი მონაკვეთიდან, გასასვლელის კარები ან გასასვლელთან მისადგომის გზა-კარები უნდა განთავსდეს ორი გზა-კარის საჭიროებიანი შენობის ან ფართობის საერთო მაქსიმალური დიაგონალური სიგრძის ნახევარზე მეტ მანძილზე. გასასვლელის კარებს ან გასასვლელთან მისადგომის გზა-კარებს შორის მანძილი სწორხაზოვნად უნდა გაიზომოს. ურთიერთშემხვედრი ან მაკრატელა კიბეები ერთ გასასვლელ კიბედ უნდა ჩაითვალოს.

გამონაკლისი:

1.  სადაც შიგა გასასვლელის გზა-კიბეები აუცილებელი გასასვლელის ნაწილია და ერთმანეთთან დაკავშირებულია 1-საათიანი ცეცხლმედეგობის მქონე დერეფნით, რომელიც აკმაყოფილებს 1018-ე ქვეთავის მოთხოვნებს, გასასვლელის აუცილებელი გამმიჯნავი უნდა გაიზომოს დერეფნის ფარგლებში ყველაზე მოკლე პირდაპირი ხაზის გასწვრივ.

2.  თუ შენობა მთლიანად აღჭურვილია 903.3.1.1 ან 903.3.1.2 ქვეთავის შესაბამისად დაყენებული ავტოსაშხეფი სისტემით, გასასვლელის კარების ან გასასვლელთან მისადგომის გზა-კარების გამმიჯნავი მანძილი არ უნდა იყოს ფართობის საერთო მაქსიმალური დიაგონალური სიგრძის ერთმესამედზე ნაკლები.“.

42. წესების ცხრილი 1016.2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ცხრილი 1016.2

გასასვლელთან მისადგომი სავალი მანძილი

დაკავებულობა

საშხეფი სისტემის გარეშე

(მ)

საშხეფი სისტემით

(მ)

თვ, სგ, სმ-1, , სც, სწ-1

60

75

დწ-1

დაუშვებელია

75

სქ

60

90

სმ-2, -2, დს

90

120

დსშ-1

დაუშვებელია

23

დსშ -2

დაუშვებელია

30

დსშ-3

დაუშვებელია

45

დსშ-4

დაუშვებელია

45

დსშ-5

დაუშვებელია

53

დწ-2, დწ-3, დწ-4

დაუშვებელია

60

ა) გასასვლელთან მისადგომი სავალი მანძილისადმი მოთხოვნების მოდიფიკაციები იხილეთ შემდეგ ქვეთავებში:

ქვეთავი 402.8: მანძილის შეზღუდვა მოლებში;

ქვეთავი 404.9: მანძილის შეზღუდვა ატრიუმის სივრცეში;

ქვეთავი 407.4: მანძილის შეზღუდვა დწ-2 ჯგუფში;

ქვეთავი 408.6.1 და 408.8.1: მანძილის შეზღუდვა დწ-3 ჯგუფში;

ქვეთავი 411.4: მანძილის შეზღუდვა სპეციალურ გასართობ შენობებში;

ქვეთავი 1015.4: მანძილის შეზღუდვა გამაციებელი მანქანა-დანადგარების ოთახებში;

ქვეთავი 1015.5: მანძილის შეზღუდვა მაცივარ-ოთახებსა და სივრცეებში;

ქვეთავი 1021.2: შენობები ერთი გასასვლელით;

ქვეთავი 1028.7: გამკაცრებული შეზღუდვა თავშეყრის დასაჯდომებიან ფართობზე;

ქვეთავი 1028.7: გამკაცრებული შეზღუდვა თავშეყრის გარედასაჯდომებიან ფართობზე;

ქვეთავი 1803.4: დროებითი ნაგებობები;

ქვეთავი 1804.9: ფეხით მოსიარულეთა სავალი გზები;

ბ)   903.3.1.1 ან 903.3.1.2 ქვეთავების შესაბამისად ავტოსაშხეფი სისტემებით აღჭურვილი შენობები. იხ. ქვეთავი 903-ე დაკავებულობებისთვის, სადაც ნებადართულია 903.3.1.2 ქვეთავის შესაბამისი ავტოსაშხეფი სისტემები;

გ) 903.3.1.1 ქვეთავის შესაბამისად დაყენებული ავტოსაშხეფი სისტემებით აღჭურვილი შენობები.“.

43. წესების ცხრილი 1018.1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ცხრილი 1018.1

დერეფნების ცეცხლმედეგობის ხარისხი

 

დაკავებულობა

დაკავებულობის დატვირთვა, რომელსაც დერეფნები ემსახურება

ცეცხლმედეგობის ხარისხი (საათებში)

საშხეფი სისტემის გარეშე

საშხეფი სისტემით

დსშ-1, დსშ-2, დსშ-3

ყველა

დაუშვებელია

1

დსშ-4, დსშ-5

30-ზე მეტი

დაუშვებელია

1

თვ, სქ, სგ, სმ, სვ, სწ, დს

30-ზე მეტი

1

0

სც

10-ზე მეტი

1

0.5

დწ-2, დწ-4

ყველა

დაუშვებელია

0

დწ-1, დწ-3

ყველა

დაუშვებელია

1

ა) -2 ჯგუფის დაკავებულობებისთვის განსაზღვრული მოთხოვნების შესახებ იხილეთ ქვეთავი 407.3;

ბ)    -3 ჯგუფის დაკავებულობებში ცეცხლმედეგობის ხარისხის შემცირების შესახებ იხილეთ ქვეთავი 408.8;

გ) 903.3.1.1 ან 903.3.1.2 ქვეთავის შესაბამისად დაყენებული ავტოსაშხეფი სისტემით აღჭურვილი შენობები, სადაც დაშვებულია.“.

44. წესების ცხრილი 1018.2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ცხრილი 1018.2

დერეფნის მინიმალური სიგანე

დაკავებულობა

სიგანე (მინიმალური)

ნებისმიერი შენობა-ნაგებობა, რომელიც არ შედის ქვემოთ მოცემულ ჩამონათვალში

1,2 მ

მექანიკური, წყალსადენი ან ელექტროსისტემებისა თუ მოწყობილობების გამოყენება და მათთან მიდგომა

60 სმ

დაკავებულობის დატვირთვა 50-ზე ნაკლებია, გარდა სც-2 ჯგუფის მრავალბინიანი შენობების საერთო დერეფნებისა

90 სმ

საცხოვრებელი ერთეულის საზღვრებში

90 სმ

დერეფანი ჯგუფში, სადაც დაკავებულობის დატვირთვა 100 ან მეტია

1,8 მ

დერეფნებსა და ფართობებზე, სადაც გამოიყენება საკაცეები, ისეთ დაკავებულობებში, სადაც ამბულატორიული პაციენტები იღებენ სამედიცინო დახმარებას, რომელიც მათ თავდაცვისუნარიანობას ზღუდავს

1,8 მ

წ-2 ჯგუფის ფართობებზე, სადაც აუცილებელია საწოლების გადაადგილება

2,4 მ

“.

45. წესების 1018.4 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1018.4 ჩიხები. თუ საჭიროა ერთზე მეტი გასასვლელის ან გასასვლელთან მისადგომის გზა-კარი, გასასვლელთან მისადგომი ისე უნდა მოეწყოს, რომ დერეფნებში არ შეიქმნას 6,0 მ-ზე გრძელი ჩიხები.

გამონაკლისი:

1. -3 ჯგუფის დაკავებულობების მე-2, მე-3 ან მე-4 მდგომარეობაში (იხ. ქვეთავი 308.5) დერეფნის ჩიხის სიგრძე 15 მ-ს არ უნდა აღემატებოდეს.

2. სქ, , , -1, , -1, -2, -4 და დს ჯგუფების დაკავებულობებში, სადაც შენობა მთლიანადაა აღჭურვილი 903.3.1.1 ქვეთავის შესაბამისად დაყენებული ავტოსაშხეფი სისტემით, დერეფნის ჩიხის სიგრძე 15 მ-ს არ უნდა აღემატებოდეს.

3. დერეფნის ჩიხის სიგრძე არ უნდა შეიზღუდოს, თუ მისი სიგრძე ყველაზე მცირე სიგანეს 2,5-ჯერ არ აღემატება.“.

46. წესების ცხრილი 1021.2(1) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ცხრილი 1021.2(1)

სართულები ერთი გასასვლელით ან ერთ გასასვლელთან მისადგომით -2 დაკავებულობებისთვის

 

სართული

 

დაკავებულობა

სართულის მაქსიმალური ფართობი

(იატაკის მთლიანი ფართობის შესაბამისად)

საცხოვრებელი ერთეულების მაქსიმალური რაოდენობა სართულზე

გასასვლელთან მისადგომი მაქსიმალური სავალი მანძილი

სართული მიწის დონის ქვემოთ და პირველიდან მერვე სართულის ჩათვლით, მაგრამ არა უმეტეს მაღლივი შენობისა

სც-2ა,ბ

400 მ2

5 საცხოვრებელი ერთეული

38 მ

სართულები - მეცხრე და მის ზემოთ, ასევე მაღლივ შენობებში

დაუშვებელია

არ ეხება

არ ეხება

არ ეხება

ა)  შენობები, რომლებიც კლასიფიცირებულია, როგორც -2 ჯგუფის და სადაც მოწყობილია 1029-ე ქვეთავის შესაბამისი საავარიო გასაქცევი და თავდასაღწევი ღიობები, რომლებთანაც მიდგომა შესაძლებელია სახანძრო მანქანის მეშვეობით;

ბ) ეს ცხრილი გამოიყენება -2 დაკავებულობებისთვის, რომლებიც მოიცავს საცხოვრებელ ერთეულებს. -2 დაკავებულობებისთვის, რომლებიც მოიცავს საძინებელ ერთეულებს, გამოიყენეთ ცხრილი 1021.2(2).“.

47. წესების ცხრილი 1021.2(2) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ცხრილი 1021.2(2)

სართულები ერთი გასასვლელით ან ერთ გასასვლელთან მისადგომით სხვა დაკავებულობებისთვის

სართული

 

დაკავებულობა

 

დამკავებელთა მაქსიმალური რაოდენობა ერთ სართულზე

გასასვლელთან მისადგომი მაქსიმალური სავალი მანძილი

პირველი სართული ან სართული მიწის დონის ქვემოთ

თვ, სქ, სგ, სმ, სვ, დს, სწ

49 დამკავებელი

23 მ

დსშ-2, დსშ-3

3 დამკავებელი

7.6 მ

დსშ-4, დსშ-5, დწ, სც-1,   სც-2ა,გ, სც-4

10 დამკავებელი

23 მ

სწ

29 დამკავებელი

30 მ

მეორე სართული

სც-1, სც-2 ა,გ

10 დამკავებელი

23 მ

სქ, სმ, სვ, სწ

29 დამკავებელი

23 მ

მესამე სართული ან სართულები მის ზემოთ

დაუშვებელია

არ ეხება

არ ეხება

ა) შენობები, რომლებიც კლასიფიცირებულია, როგორც -2 ჯგუფის და სადაც მოწყობილია საავარიო გასაქცევი და თავდასაღწევი ღიობები 1029-ე ქვეთავის შესაბამისად;

ბ)  სქ, და ჯგუფების დაკავებულობებს, რომლებიც განთავსებულია 903.3.1.1 ან 903.3.1.2 ქვეთავის შესაბამისად დაყენებული ავტოსაშხეფი სისტემით მთლიანად აღჭურვილ შენობებში, უნდა ემსახურებოდეს მაქსიმუმ 30 მ სიგრძის სავალი მანძილი;

გ)  ეს ცხრილი გამოიყენება -2 დაკავებულობებისთვის, რომლებიც მოიცავს საძინებელ ერთეულებს. -2 დაკავებულობებისთვის, რომლებიც მოიცავს საცხოვრებელ ერთეულებს, გამოიყენეთ ცხრილი 1021.2(1);

დ) კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში სც-1 დაკავებულობის სასტუმროსათვის, ოთხი სართულის ჩათვლით, გასასვლელი საშუალების ნაწილად დასაშვებია 1009.12 ქვეთავის შესაბამისი სპირალური გზა-კიბეების გამოყენება.“.

48. წესების 1022 ქვეთავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1022.2 ქვეპუნქტი:

1022.2 კონსტრუქცია. შიგა გასასვლელის გზა-კიბეები და პანდუსები შემოზღუდული უნდა იყოს 707-ე ქვეთავის შესაბამისად აგებული ცეცხლმედეგი ზღუდით ან 711-ე ქვეთავის შესაბამისად აგებული თარაზული ანაწყობით, ან ორივეთი. შიგა გასასვლელის გზა-კიბეების და პანდუსების შემომზღუდავების ცეცხლმედეგობის ხარისხი, სულ მცირე, 2 საათი უნდა იყოს, სადაც აერთებს ოთხ სართულს ან მეტს და სულ მცირე, 1 საათი, სადაც აერთებს ოთხ სართულზე ნაკლებს. სართულების რაოდენობაში, რომელსაც აერთებს შიგა გასასვლელის გზა-კიბეები და პანდუსები უნდა შევიდეს მიწის დონის ქვედა სართულები და არ უნდა შევიდეს ანტრესოლები. შიგა გასასვლელის გზა-კიბეებს და პანდუსებს არ უნდა ჰქონდეთ იმ იატაკის ანაწყობის ცეცხლმედეგობის ხარისხზე ნაკლები, რომლებსაც ისინი კვეთენ, მაგრამ არ არის აუცილებელი, ჰქონდეთ 2 საათზე მეტი ცეცხლმედეგობის ხარისხი.“.

49. წესების 1022.7 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1022.7 შიგა გასასვლელი გზა-კიბისა და პანდუსის გარე კედლები. შიგა გასასვლელის გზა-კიბისა და პანდუსის გარე კედლები უნდა აკმაყოფილებდეს 705-ე ქვეთავის მოთხოვნებს გარე კედლებთან დაკავშირებით. თუ გზა-კიბის გარე მხარე შემოზღუდულია არაცეცხლმედეგი კედლებით ან დაუცველი ღიობებით, კედლები ან ღიობები კი შენობის სხვა ნაწილების მიმართ დგას 180°-ზე ნაკლებგრადუსიანი კუთხით, არაცეცხლმედეგი კედლის ან დაუცველი ღიობის თარაზულად 3,0 მ-ის საზღვრებში მდებარე შენობის გარე კედლების ცეცხლმედეგობის ხარისხი არ უნდა იყოს 1 საათზე ნაკლები. ღიობები ასეთ გარე კედლებში დაცული უნდა იყოს ღიობის დამცავებით, რომელთა ცეცხლისაგან დაცულობის ხარისხი, სულ მცირე, ¾ საათია (45 წუთია). ეს კონსტრუქცია უნდა გრძელდებოდეს მიწიდან შვეულად გზა-კიბის ზედა ბოლო ბაქნის ზემოთ  3,0 მ-ზე ან სახურავის ხაზამდე, რომელიც ნაკლები იქნება.“.

50. წესების 1022.10.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1022.10.2 შემოზღუდულ სივრცესთან მისადგომი. კვამლისგან დაცულ შემოზღუდულ სივრცეში მდებარე გზა-კიბეს მისადგომი უნდა ჰქონდეს ვესტიბიულიდან ან გარე ღია აივნიდან.

გამონაკლისი: საჭირო არ არის, გზა-კიბეს მისადგომი ჰქონდეს ვესტიბიულიდან ან გარე ღია აივნიდან, თუ გზა-კიბეების დაწნევა ხორციელდება 909.20.5 ქვეთავის შესაბამისი ალტერნატიული მეთოდით.“.

51. წესების 1025.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1025.2 გამიჯვნა. თარაზული გასასვლელით დაკავშირებული შენობები ან თავშესაფრის ფართობები უნდა გაიმიჯნოს 706-ე ქვეთავის შესაბამისად აგებული ცეცხლმედეგი კედლით; ან უნდა გაიმიჯნოს 707-ე ქვეთავის შესაბამისად აგებული ცეცხლმედეგი ზღუდით ან 711-ე ქვეთავის შესაბამისად აგებული თარაზული ანაწყობით, ან ორივეთი. გამმიჯნავის მინიმალური ცეცხლმედეგობის ხარისხი უნდა იყოს 2 საათი. თარაზული გასასვლელის ღიობების დამცავები ასევე უნდა შეესაბამებოდეს 716-ე ქვეთავს. ცეცხლმედეგი კედლის ან ცეცხლმედეგი ზღუდის არხები და საჰაერო ღიობები ასევე უნდა შეესაბამებოდეს 717-ე ქვეთავს. დაუცველი ღიობების არარსებობისას, თარაზული გასასვლელის გამმიჯნავი უნდა გრძელდებოდეს შვეულად და უნდა კვეთდეს შენობის ყველა დონეს, თუ იატაკის ანაწყობის ცეცხლმედეგობის ხარისხი, სულ მცირე, 2 საათია.

გამონაკლისი: ცეცხლმედეგობის ხარისხი არ სჭირდება თარაზულ გასასვლელებს, რომლებიც მდებარეობს შენობის ფართობსა და მიწის დონის ზემოთ არსებულ ფეხით მოსიარულეთა ბილიკს შორის, რომელიც აგებულია 1804-ე ქვეთავის შესაბამისად, თუ დაკავშირებულ შენობებს შორის მანძილი აღემატება 6.0 მ-ს.

ცეცხლმედეგი ზღუდის მსგავსად აგებული თარაზული გასასვლელის კედლები უწყვეტი უნდა იყოს გარე კედლიდან გარე კედლამდე ისე, რომ მთლიანად ყოფდეს იატაკს, რომელსაც თარაზული გასასვლელი ემსახურება.“.

52. წესების 1026.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1026.2 გზა-კიბეებისა და პანდუსები გამოყენება გასასვლელ საშუალებებში. გარე გასასვლელის გზა-კიბეები და პანდუსები არ უნდა გამოიყენებოდეს, როგორც აუცილებელი გასასვლელი საშუალებები -2 ჯგუფის დაკავებულობებში. -2 ჯგუფისგან განსხვავებულ დაკავებულობებში დასაშვებია, გასასვლელის გზა-კიბეები და პანდუსები იყოს აუცილებელი გასასვლელი საშუალებების ელემენტები, თუ მიწის დონიდან შენობის სიმაღლე არ აღემატება 8 სართულს ან შენობა არ არის მაღლივი.“.

53. წესების 1104.4 ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 გამონაკლისი: 

„6. სც-2 ჯგუფის მრავალბინიან შენობებში, სადაც აუცილებელი მისაწვდომი იატაკი შენობიდან გამოსასვლელის დონიდან ოთხი ან ნაკლები სართულით ზემოთ ან ქვემოთაა, მისაწვდომი სვლაგეზი დასაშვებია უზრუნველყოფილი იყოს საჭიროების შემთხვევაში, ხოლო გასასვლელი საშუალებების დაგეგმარებისას გათვალისწინებული უნდა იყოს მისაწვდომი სვლაგეზის მოწყობის შესაძლებლობა.“.

54. წესების 1105.1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1105.1 მთავარი შესასვლელები. 1105.1.1 – 1105.1.6 ქვეთავებში განსაზღვრული მისაწვდომი შესასვლელების გარდა, ყველა მთავარი შესასვლელის, სულ მცირე, 50% მისაწვდომი უნდა იყოს.

გამონაკლისი:

1. მისაწვდომი შესასვლელი საჭირო არ არის ფართობებზე, რომელზეც მისაწვდომობის უზრუნველყოფა საჭირო არ არის.

2. ტვირთის შესაზიდი და მომსახურებისთვის განკუთვნილი შესასვლელები, რომლებიც არ არის საზოგადოებრივი სივრცის ერთადერთი შესასვლელი.

1105.1.1 ავტოსადგომი გარაჟის შესასვლელები. ავტოსადგომი ნაგებობებიდან შენობებში ან ნაგებობებში ფეხით მოსიარულეთათვის მოწყობილი პირდაპირი შესასვლელები მისაწვდომი უნდა იყოს.

1105.1.2 გვირაბების ან ამაღლებული ბილიკების შესასვლელები. თუ გვირაბებიდან ან ამაღლებული სავალი გზებიდან უზრუნველყოფილია მისადგომი შენობასთან ან ნაგებობასთან ფეხით მოსიარულეთათვის, სულ მცირე, ერთი შესასვლელი თითოეული გვირაბიდან ან ამაღლებული სავალი გზიდან მისაწვდომი უნდა იყოს.

1105.1.3 შეზღუდული შესასვლელები. თუ შენობას ან ნაგებობას აქვს შეზღუდული შესასვლელები, სულ მცირე, ერთი შეზღუდული შესასვლელი მისაწვდომი უნდა იყოს.

1105.1.4 შესასვლელები პატიმრებისა და წინასწარდაკავებული პირებისთვის. თუ სასჯელაღსრულების შენობებთან არსებობს შესასვლელები, რომელთაც მხოლოდ პატიმრები ან წინასწარდაკავებული პირები და დაცვის წევრები იყენებენ, წინასწარი დაკავების ან გამოსასწორებელ დაწესებულებებს უნდა ჰქონდეს, სულ მცირე, ერთი ასეთი შესასვლელი.

1105.1.5 მომსახურებისთვის განკუთვნილი შესასვლელები. თუ მომსახურებისთვის განკუთვნილი შესასვლელი შენობაში ან მფლობელობაში არსებულ სივრცეში ერთადერთი შესასვლელია, ის მისაწვდომი უნდა იყოს.

1105.1.6 მფლობელობაში არსებული სივრცეები, საცხოვრებელი და საძინებელი ერთეულები. მფლობელობაში არსებულ თითოეულ სივრცეში, საცხოვრებელ და საძინებელ ერთეულში უნდა იყოს, სულ მცირე, ერთი მისაწვდომი შესასვლელი.

გამონაკლისი:

1. მისაწვდომი შესასვლელი საჭირო არ არის მფლობელობაში არსებულ სივრცეებში, რომელთაც არ მოეთხოვება მისაწვდომობა.

2. მისაწვდომი შესასვლელი საჭირო არ არის საცხოვრებელ და საძინებელ ერთეულებში, რომლებსაც არ მოეთხოვება, იყოს მისაწვდომი ერთეულები, ა ტიპის ან ბ ტიპის ერთეულები.“.

55. წესების 1107.6.2.1 ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1107.6.2.1.3 ქვეპუნქტი:

1107.6.2.1.3 სც-2 ჯგუფის მრავალბინიანშენობები. სც-2 ჯგუფის მრავალბინიან შენობებში არსებულ საცხოვრებელ ერთეულებში (ბინებში), წესებით განსაზღვრული მისაწვდომობა დასაშვებია უზრუნველყოფილი იყოს საჭიროების შემთხვევაში, ხოლო საცხოვრებელი ერთეულის (ბინის) დაგეგმარებისას გათვალისწინებული უნდა იყოს მისაწვდომობის მოწყობის შესაძლებლობა.“.

56. წესების 1109.8 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1109.8 ბაქან-ლიფტები. ახალ მშენებლობაში დასაშვებია, ბაქან-ლიფტები იყოს აუცილებელი მისაწვდომი სვლაგეზის ნაწილი. ისინი უნდა განთავსდეს 1-11 პუნქტებში მითითებულ ადგილებში. ბაქან-ლიფტები ASME A18.1-ის შესაბამისად უნდა დააყენონ:

1. მისაწვდომ სვლაგეზზე წარმოდგენის შესასრულებელ ფართობთან და გამომსვლელის ტრიბუნებთან,  თვ ჯგუფის დაკავებულობებში.

2. მისაწვდომ სვლაგეზზე 1108.2.2 – 1108.2.5 ქვეთავების შესაბამისად მოწყობილ ეტლის სივრცესთან.

3.  მისაწვდომ სვლაგეზზე ფართო საზოგადოებისთვის დახურულ სივრცეებთან, სადაც დაკავებულობის დატვირთვა არ აღემატება ხუთს.

4.  მისაწვდომ სვლაგეზზე საცხოვრებელი ან საძინებელი ერთეულების საზღვრებში.

5. მისაწვდომ სვლაგეზზე, რომელიც შენობის გარეთ მდებარე სასადილო ტერასებზე (ბაქნებზე) ეტლისთვის გამოყოფილ სივრცესთან მისადგომია თვ-5 ჯგუფის დაკავებულობებში, სადაც სასადილო ტერასებიდან (ბაქნებიდან) გასასვლელი საშუალებები გადის საზოგადოებრივ გზაზე.

6. მისაწვდომ სვლაგეზზე ნაფიც მსაჯულთა სკამებთან და მოწმის ჩვენების მიცემის ადგილებთან; სასამართლო სხდომის დარბაზის შემაღლებულ ადგილებთან, მათ შორის, მოსამართლეების სკამებთან, მდივნებისთვის განკუთვნილ ადგილებთან, ასევე დადაბლებულ ფართობებზე.

7.  მისაწვდომ სვლაგეზზე ატრაქციონებში ჩასაჯდომ-გადმოსასვლელ ფართობებთან.

8.  მისაწვდომ სვლაგეზზე სათამაშო კომპონენტებთან ან რბილ სათამაშო ნაგებობებთან.

9. მისაწვდომ სვლაგეზზე გუნდის ან მოთამაშეების დასაჯდომებთან, რომლებიც სასპორტო საქმიანობის ფართობებს ემსახურება.

10. მისაწვდომ სვლაგეზზე, სადაც ადგილზე არსებული შეზღუდული პირობების გამო გამოუსადეგარია პანდუსები ან ლიფტები.

11. მისაწვდომ სვლაგეზზე, სადაც არ არის აუცილებელი ლიფტების (ამწეების) დაყენება.“.

57. წესების 1208.4 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1208.4 კომპაქტური ხანგრძლივი საცხოვრებელი ერთეულები (სტუდიოები). კომპაქტური ხანგრძლივი საცხოვრებელი ერთეული (სტუდიო) უნდა აკმაყოფილებდეს წესების მოთხოვნებს შემდეგი თავისებურებების გათვალისწინებით:

1. ერთეულს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 20,5 მ2 იატაკის ფართობის საცხოვრებელი ოთახი. 9,5 მ2 დამატებითი იატაკის ფართობი გათვალისწინებული უნდა იყოს ასეთი ერთეულის ყოველ დამკავებელზე, თუ მათი რაოდენობა ორზე მეტია.

2.   ერთეულს უნდა ჰქონდეს ტანსაცმლის იზოლირებული სათავსი.

3.  ერთეულში უნდა იყოს სამზარეულოს ნიჟარა, საჭმლის მოსამზადებელი ქურა და მაცივარი, ხოლო მათ წინ თავისუფალი სამუშაო სივრცე არ უნდა იყოს 80 სმ-ზე ნაკლები. განათება და განიავება უნდა მოეწყოს წესების შესაბამისად.

4.  ნაწილს უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი სააბაზანო უნიტაზით, ხელსაბანი ნიჟარითა და აბაზანით ან საშხაპით.“.

58. წესების ცხრილი 1405.2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ცხრილი 1405.2

ატმოსფერული ზემოქმედებისგან დამცავი საფრის მინიმალური სისქე

საფრის ტიპი

მინიმალური სისქე

(მმ)

მისაწებებელი საფრის წყობა

6,4

ალუმინის სამოსი

0,5

მისამაგრებელი საფრის წყობა

67

აზბსტცემენტის ფილები

3,2

აზბესტის ყავრები

4,0

ცივნაგლინი სპილენძი

0,55 ნომინალური

სპილენძის ყავრები

0,4 ნომინალური

გარე ფირფიცარი (ფენილით)

8,0

გარე ფირფიცარი (ფენილის გარეშე)

12,5

ბოჭკოვანი ცემენტის პირგადადებიანი სამოსი

6,4

ბოჭკოვანი ცემენტის პანელიანი სამოსი

6,4

ბოჭკოვანი ფილის სამოსი

12,5

მინის ბოჭკოთი გაძლიერებული ბეტონის პანელები

9,5

მყარი მერქანბოჭკოვანი ფილის სამოსი

6,4

მაღალი დენადობის ზღვრის მქონე სპილენძი

0,4 ნომინალური

ტყვიით დაფარული სპილენძი

0,55 ნომინალური

ტყვიით დაფარული, მაღალი დენადობის ზღვრის მქონე  სპილენძი

0,4 ნომინალური

მარმარილოს ფილები

25

მერქანბურბუშელოვანი ფილა (ფენილით)

9,5

მერქანბურბუშელოვანი ფილა (ფენილის გარეშე)

9,5

წინასწარჩამოსხმული ქვის მოპირკეთება

16

ფოლადი (კოროზიამედეგი)

0,4

ქვა (ხელოვნურად ჩამოსხმული)

38,0

ქვა (ბუნებრივი)

50

სტრუქტურული მინა

8,8

სტუკო ან გარე ცემენტის ბათქაში

სამშრიანი სამუშაოს დასრულების შემდეგ:

ლითონის ქვეშრე ბათქაშისთვის

წყობის ერთეული

ადგილზე ჩასხმული ან წინასწარჩამოსხმული ბეტონი

 

 

22

16

16

ორშრიანი სამუშაოს დასრულების შემდეგ:

წყობის ერთეული

ადგილზე ჩასხმული ან წინასწარჩამოსხმული ბეტონი

 

12,5

9,5

ტერაკოტა (მიმაგრებული)

25

ტერაკოტა (მიწებებული)

16

ფაიფურის ფილა

0,635

ვინილის სამოსი

0,9

ხის ყავრები

9,5

ხის სამოსი (ფიცარფენილის გარეშე)

12,5

ა)    12,5 მმ-ის თხელი ხის სამოსი უნდა განთავსდეს ფენილზე;

ბ)   ქსოვილის გარდა;

გ)    როგორც იზომება დეკორატიული ღარის ძირში;

დ) 0,04 კგ/მ2-ზე ცივნაგლინი სპილენძისა და ტყვიით დაფარული სპილენძისათვის, 0,03 კგ/მ2-ზე სპილენძის ყავრებისათვის, მაღალი დენადობის ზღვრის მქონე სპილენძისა და მაღალი დენადობის ზღვრის მქონე ტყვიით დაფარული სპილენძისათვის.“.

59. წესების 1503.6 ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს გამონაკლისი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1503.6  საკვამურის უკან მდებარე წყალამრიდები. საკვამურის უკან მდებარე წყალამრიდები და სარჩულები უნდა მოეწყოს 75 სმ-ზე განიერი ნებისმიერი საკვამურის ან სახურავის გადამკვეთი გაყვანილობის უკანა მხარეს, ქანობისადმი პერპენდიკულარულად გაზომვისას. საკვამურის უკან მდებარე წყალამრიდების ბურულებად უნდა გამოიყენებოდეს ფურცლოვანი ლითონი ან სახურავის ბურულად გამოყენებული მასალა.“.

60. წესების ცხრილი 1602.1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ცხრილი 1602.1

წყალსადენი სისტემების აუცილებელი ფიქსირებული მოწყობილობების მინიმალური რაოდენობა

(იხილეთ ქვეთავები 1602.2 და 1602.3)

No.

კლასი

დაკავებულობა

აღწერილობა

უნიტაზები

ხელსაბანები

         აბაზანები/

შხაპები

წყლის

დასალევი

შადრევნები ე,ვ

 

სხვა

კაცების

ქალების

კაცების

ქალების

1

თავშეყრა

 

თვ-1

თეატრები და საშემსრულებლო ხელოვნებისა და ფილმების გასაშვებად განკუთვნილი შენობები

1 ცალი   125-ისთვის

  1 ცალი  65-ისთვის

1 ცალი   200-ისთვის

1 ცალი

 500-ისთვის

1 სამომსახურო

ნიჟარა

თვ-2

ღამის კლუბების, ბარების, ტავერნების, საცეკვაო დარბაზებისა და სხვა მსგავსი დანიშნულებისათვის განკუთვნილი შენობები

1 ცალი 40-ისთვის

   1 ცალი 40-ისთვის

1 ცალი   75-ისთვის

1 ცალი

  500-ისთვის

1
სამომსახურო ნიჟარა

რესტორნები, საბანკეტო დარბაზები და საზ.კვების ობიექტები

1 ცალი 75-ისთვის

   1 ცალი 75-ისთვის

1 ცალი   200-ისთვის

1 ცალი

  500-ისთვის

1
სამომსახურო ნიჟარა

თვ-3

აუდიტორიები, სადაც არ არის მუდმივი სკამები; სურათების გალერეები, საგამოფენო დარბაზები, მუზეუმები, სალექციო დარბაზები, ბიბლიოთეკები, გალერეები  და სპორტული დარბაზები

1 ცალი   125- ისთვის

   1 ცალი 65-ისთვის

1 ცალი   200-ისთვის

1 ცალი

 500-ისთვის

1
სამომსახურო ნიჟარა

სამგზავრო ტერმინალები და ტრანსპორტთან დაკავშირებული ნაგებობები

1 ცალი   500-ისთვის

1 ცალი   500-ისთვის

1 ცალი   750-ისთვის

1 ცალი

 1,000-ისთვის

1
სამომსახურო ნიჟარა

საკულტო და საღვთისმსახურო ადგილები

1 ცალი   150-ისთვის

 1 ცალი   75-თვის

1 ცალი   200-ისთვის

1 ცალი

 1,000-ისთვის

1
სამომსახურო ნიჟარა

თვ-4

კოლიზეუმები, არენები, საციგურაო მოედნები, აუზები და ჩოგბურთის კორტები შენობაში ჩასატარებელი სპორტული ღონისძიებებისა და აქტივობებისათვის

 1 ცალი 75-ზე პირველი 1,500-ისთვის და 1 ცალი   120-ზე დანარჩენ ისთვის

1,500-ს ზემოთ

  1 ცალი   40-ზე პირველი 1,520-ისთვის და 1 ცალი   60-ზე დანარჩენ ისთვის

1,520-ს ზემოთ

1 ცალი   200-ისთვის

1 ცალი   150-ისთვის

1 ცალი

 1,000-ისთვის

1
სამომსახურო ნიჟარა

თვ-5

სტადიონები, გასართობი პარკები, ღია და დახურული ტრიბუნები ღია ცის ქვეშ ჩასატარებელი სპორტული ღონისძიებებისა და აქტივობებისთვის

 1 ცალი 75-ზე პირველი 1,500-ისთვის და 1 ცალი   120-ზე დანარჩე ნისთვის

1,500-ს ზემოთ

  1 ცალი 40-ზე პირველი 1,520-ისთვის და 1 ცალი   60-ზე დანარჩენ ისთვის

1,520-ს ზემოთ

1 ცალი   200-ისთვის

1 ცალი   150-ისთვის

1 ცალი

 1,000-ისთვის

1
სამომსახურო ნიჟარა

2

საქმიანი

 

სქ

შენობები, რომლებიც განკუთვნილია ბიზნეს საქმიანობისთვის, პროფესიული მომსახურებების გასაწევად, სხვა მომსახურებების გასაწევად, სავაჭრო მომსახურების ჩათვლით, საოფისე შენობები, ბანკები, მსუბუქი მრეწველობის და მსგავსი გამოყენებები

1 ცალი   25-ზე პირველი 150-ისთვის და 1 ცალი   50-ზე დანარჩენისთვის    50-ს ზემოთ

1 ცალი   40-ზე პირველი 150-ისთვის და 1 ცალი   850-ზე დანარჩენისთვის 80-ს ზემოთ

1 ცალი

 100-ზე

1
სამომსახურო ნიჟარა

3

საგანმანათლებლო

სგ

საგანმანათლებლო დაწესებულებები

1 ცალი 50-ზე

1 ცალი 50-ზე

1 ცალი

 100-ზე

1
სამომსახურო ნიჟარა

4

სამრეწველო

სმ-1 და სმ-2

ნაგებობები, სადაც დამკავებლები დასაქმებულები არიან პროდუქტების ან მასალების წარმოებით, აწყობით ან გადამუშავებით

1 ცალი 100-ზე

1 ცალი 100-ზე

1 ცალი

 400-ზე

1
სამომსახურო ნიჟარა

5

 

დაწესებულებითი

დწ-1

საცხოვრებელ-მზრუნველობითი

1 ცალი 10-ზე

1 ცალი 10-ზე

1 ცალი 8-ზე

1 ცალი

 100-ზე

1
სამომსახურო ნიჟარა

დწ-2

საავადმყოფოები, ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების სახლები

1 ცალი ერთ ოთახზე

1 ცალი ერთ ოთახზე

1 ცალი

15-ზე

1 ცალი

 100-ზე

1
სამომსახურო ნიჟარა

 

თანამშრომლები, გარდა საცხოვრებელ-მზრუნველობითი დაწესებულებებისა

1 ცალი   25-ზე

1 ცალი   35-ზე

1 ცალი

  100-ზე

---

 

სტუმრები, გარდა საცხოვრებელ-მზრუნველობითი დაწესებულებებისა

1 ცალი   75-ზე

1 ცალი   100-ზე

1 ცალი

  500-ზე

---

დწ-3

 

ციხეები

1 ცალი ერთ საკანზე

1 ცალი ერთ საკანზე

1 ცალი

 15-ზე

1 ცალი

   100-ზე

1
სამომსახურო ნიჟარა

დწ-3

არასრულწლოვანთა გამოსასწორებლები, დაკავების ცენტრები და გამოსასწორებელი დაწესებულებები

1 ცალი   15-ზე

1 ცალი   15-ზე

1 ცალი

15-ზე

1 ცალი

 100-ზე

1
სამომსახურო ნიჟარა

თანამშრომლები/ დაქირავებულები

1 ცალი   25-ზე

1 ცალი   15-ზე

---

1 ცალი

   100-ზე

---

დწ-4

ზრდასრულთა დღიური ზრუნვა და ბავშვებზე ზრუნვა

1 ცალი   15-ზე

1 ცალი   15-ზე

1

1 ცალი

 100-ზე

1
სამომსახურო ნიჟარა

6

 

 

 

სავაჭრო

 

სვ

საცალო ვაჭრობის მაღაზიები, მომსახურების სადგურები, მაღაზიები, სააუქციონო დარბაზები, ბაზრები და სავაჭრო ცენტრები

1 ცალი   500-ზე

1 ცალი   750-ზე

1 ცალი

 1000-ზე

1
სამომსახურო ნიჟარა

7

საცხოვრებელი

სც-1

სასტუმროები, მოტელები, საოჯახო სასტუმროები (დროებითი საცხოვრებელი)

1 ცალი ერთ საძინებელ ერთეულზე

1 ცალი ერთ საძინებელ ერთეულზე

1 ცალი ერთ საძინებელ ერთეულზე

1
სამომსახურო ნიჟარა

სც-2

საერთო საძინებლებიანი საცხოვრებლები და საოჯახო სასტუმროები (არა დროებითი საცხოვრებელი)

1 ცალი   10-ზე

1 ცალი   10-ზე

1 ცალი   8-ზე

1 ცალი

 100-ზე

1
სამომსახურო ნიჟარა

სც-2

 

 

 

 

 

 

 

მრავალბინიანი სახლი

1 ცალი ერთ საცხოვრებელ ერთეულზე

1 ცალი ერთ საცხოვრებელ ერთეულზე

1 ცალი ერთ საცხოვრებელ ერთეულზე

1სამზარეულოს ნიჟარა ერთ საცხოვრ ებელ ერთეულზე;           1ავტომატური სარეცხი მანქანის მისაერთებელი ყოველ 20 საცხოვრ ებელ ერთეულზე

სც-3

 

 

 

 

 

 

ერთი და ორი ოჯახის საცხოვრებლები

1 ცალი ერთ საცხოვრებელ ერთეულზე

1 ცალი ერთ საცხოვრებელ ერთეულზე

1 ცალი ერთ საცხოვრებელ ერთეულზე

1სამზარეულოს ნიჟარა ერთ საცხოვრ ებელ ერთეულზე;           1ავტომატურისარეცხი მანქანის მისაერთებელი 20 საცხოვრ ებელ ერთეულზე

სც-3

საერთო საცხოვრებელი დაწესებულებები 16 ან ნაკლები მაცხოვრებლისთვის

1 ცალი   10-ზე

1 ცალი   10-ზე

1 ცალი   8-ზე

1 ცალი

 100-ზე

1
სამომსახურო ნიჟარა

სც-4

მოვლის/დახმარების უზრუნველმყოფი საცხოვრებელი დაწესებულებები

1 ცალი   10-ზე

1 ცალი   10-ზე

1 ცალი   8-ზე

1 ცალი

 100-ზე

1
სამომსახურო ნიჟარა

8

 

სასაწყობო

 

სწ-1

წს-2

ნაგებობები საქონლის შესანახად, საწყობები, სათავსები და ბარგის დეპოები, მცირე და საშუალო საფრთხის

1 ცალი   100-ზე

1 ცალი   100-ზე

1 ცალი

 100-ზე

1
სამომსახურო ნიჟარა

                       

ა) წარმოდგენილი რაოდენობებიდან ერთი მოწყობილობა მინიმალურია ადამიანთა მითითებული რაოდენობისთვის ან ადამიანთა მითითებული რაოდენობის ნაწილისთვის. დაკავებულობის დატვირთვა განისაზღვრება ამ წესებით;

ბ) თანამშრომლებისთვის განკუთვნილი ტუალეტის მოწყობილობები უნდა იყოს ცალკე და პაციენტების ან მდგმურებისთვის განკუთვნილი ცალკე;

გ)  ერთი დამკავებლისთვის განკუთვნილი ტუალეტის ოთახი ერთი უნიტაზითა და ერთი ხელსაბანით, რომელიც ორზე მეტ ერთმანეთის მომიჯნავე პაციენტის ოთახს ემსახურება, დასაშვებია, თუ ასეთ ოთახს პირდაპირი მისადგომი აქვს თითოეული პაციენტის ოთახიდან და დაცულია საკეტით;

დ) სეზონური გარეთ მოწყობილი დასაჯდომი და გასართობი ფართობების დაკავებულობის დატვირთვა გაითვალისწინება აუცილებელი საშუალებების მინიმალური რაოდენობის განსაზღვრისას;

ე) წყლის დასალევი შადრევნების მინიმალური რაოდენობა 1602.1 ცხრილისა და მე-11 თავის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს;

ვ) წყლის დასალევი შადრევნები 15 ან ნაკლები დამკავებლისთვის არ არის აუცილებელი;

ზ) თავშეყრის ან საგანმანათლებლო დაკავებულობებში მდებარე თითოეულ სააბაზანოში ან ტუალეტის ოთახში დასაშვებია პისუარები ჩაენაცვლოს აუცილებელ უნიტაზებს, არაუმეტეს 67%-ისა. სხვა დაკავებულობებში დასაშვებია პისუარები ჩაენაცვლოს აუცილებელ უნიტაზებს, არაუმეტეს 50%-ისა.

შენიშვნა: გარდა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისა, რომლებისთვისაც წყალსადენი სისტემების აუცილებელი ფიქსირებული მოწყობილობებისადმი მოთხოვნები განსაზღვრულია „ტექნიკური რეგლამენტის − ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №485 დადგენილებით.“.

61. წესების 1701 ქვეთავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1701.5 ქვეპუნქტი:

1701.5 აუცილებელი ლიფტები (ამწეები). შენობებში, სადაც გამოყენებული იატაკი შენობიდან გამოსასვლელის დონიდან ოთხზე მეტი სართულით ზემოთ ან ქვემოთაა, სულ მცირე, ერთი ლიფტი (ამწე) უნდა დააყენონ.“.

62. წესების 1702.4 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1702.4 ლიფტის კაბინა, რომელშიც შესაძლებელია საკაცის შეტანა. მიწის დონიდან ზემოთ ან ქვემოთ ოთხზე მეტსართულიან შენობებში არსებული ლიფტებიდან, სულ მცირე, ერთი ისეთი უნდა იყოს, რომ საგანგებო ვითარებისას სახანძრო-სამაშველო დანაყოფს ყველა იატაკზე მოხვედრა შეეძლოს. ლიფტის კაბინაში შესაძლებელი უნდა იყოს 60 სმ × 2,15 მ ზომის, არანაკლებ, 13 სმ რადიუსის კუთხეებიანი საკაცის განთავსება გახსნილ, თარაზულ მდგომარეობაში. ასეთ კარადაზე დატანილი უნდა იყოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების საერთაშორისო სიმბოლო (სიცოცხლის ვარსკვლავი). სიმბოლოს სიმაღლე 75 მმ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს და დატანილი უნდა იყოს შიგნიდან ლიფტის შახტის შემომზღუდავის კარის ჩარჩოს ორივე მხარეს.“.

63. წესების 2111.4 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2111.4 დაკავებულობის შეცვლა. თუ იცვლება არსებული შენობების ჯგუფი ან დაკავებულობა, ისინი უნდა შეესაბამებოდეს ამ ქვეთავს.

გამონაკლისი: ამ წესების 1107-ე ქვეთავში მოთხოვნილი, ტიპის საცხოვრებელი ან საძინებელი ერთეულების მოწყობა საჭირო არ არის არსებულ შენობებსა და ნაგებობებში, თუ დაკავებულობის კლასის შეცვლას იწვევს გადაკეთება, რომელიც შენობის მთლიანი ფართობის 50%-ს ან ნაკლებს მოიცავს.

2111.4.1 დაკავებულობის ნაწილობრივი შეცვლა. თუ შენობის ნაწილში დაკავებულობა იცვლება ახალი დაკავებულობის ჯგუფით, ნებისმიერი გადაკეთება უნდა განხორციელდეს 34.11.6, 2111.7 და 34.11.8 ქვეთავების შესაბამისად.

2111.4.2 დაკავებულობის მთლიანად შეცვლა. თუ შენობის დაკავებულობა მთლიანად იცვლება, შენობა უნდა შეესაბამებოდეს 2111.4.1 ქვეთავს და უნდა ჰქონდეს ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა მისაწვდომი საშუალება:

1. შენობაში შესასვლელებიდან, სულ მცირე, ერთი მისაწვდომი უნდა იყოს.

2. შენობის მისაწვდომი შესასვლელიდან ძირითადი ფუნქციით გამოყენებული ფართობებისკენ უნდა მიდიოდეს, სულ მცირე, ერთი მისაწვდომი სვლაგეზი.

3. 1110-ე ქვეთავის შესაბამისი ნიშანთა სისტემა.

4. ავტოსადგომი შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის მისაწვდომი უნდა იყოს.

5. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე, სულ მცირე, ერთი ზონა მისაწვდომი უნდა იყოს.

6. სულ მცირე, ერთი მისაწვდომი სვლაგეზი, რომელიც მისაწვდომ ავტოსადგომსა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების მისაწვდომ ზონასა და მისაწვდომ შესასვლელს აკავშირებს.

თუ ტექნიკურად შეუძლებელია, ჯგუფის ან დაკავებულობის შეცვლისას დაკმაყოფილდეს ახალი სამშენებლო სტანდარტების რომელიმე მოთხოვნა, ზემოთ ჩამოთვლილი  პუნქტები მაქსიმალურად უნდა იქნეს გათვალისწინებული.

გამონაკლისი: 1-6 პუნქტებში ჩამოთვლილი მისაწვდომობის საშუალებები ბ ტიპის ერთეულებთან მისაწვდომ სვალეგზზე საჭირო არ არის.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი