„ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 190/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 28/11/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017442
190/ნ
28/11/2017
ვებგვერდი, 29/11/2017
430210000.22.022.017442
„ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №190/ნ

2017 წლის 28 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
 შეტანილ იქნეს ცვლილება „ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში  (სსმ, №140, 29/10/2010, 430210000.22.022.016026) და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის“:

1. მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ტესტირება, შესაბამისი საგნის მიხედვით, ოლიმპიადის ტურების შესაბამისად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში და ცენტრის მიერ მეორე და მესამე ტურისთვის შერჩეულ ქალაქებში ტარდება ერთდროულად, გარდა ამ მუხლის 41 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.“;

2. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური გალის რაიონის ტერიტორიაზე  და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი ოლიმპიადის მონაწილეებისთვის შესაძლოა ჩატარდეს ამ  მუხლის მე-4 პუნქტისგან განსხვავებული წესით.“. 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი