„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 ნოემბრის N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 ნოემბრის N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/11/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/12/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.117.016357
32
30/11/2017
ვებგვერდი, 05/12/2017
010260020.35.117.016357
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 ნოემბრის N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №32

2017 წლის 30 ნოემბერი

ქ. ამბროლაური

 

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 ნოემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  მე-4 პუნქტის  შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 ნოემბრის N15 დადგენილებით დამტკიცებულ   (www.matsne.gov.ge; 20/11/2017; სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.117.016340) ამბროლაურის  მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – შიდა  აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის (ტექსტში შემდგომ – სამსახურის უფროსი), მეორადი სტრუქტურული ერთეულისა (ტექსტში შემდგომ – განყოფილება) და მოხელეებისაგან.“;

ბ) დებულების მე-2 მუხლს დაემატოს  შემდეგი შინაარსიის 11 პუნქტი:

„11. შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულია ინსპექტირების განყოფილება.“;

გ) დებულებას დაემატოს  შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:

„მუხლი 51. ინსპექტირების განყოფილება

1. ინსპექტირების განყოფილება შედგება განყოფილების ხელმძღვანელისა (ტექსტში შემდგომ – განყოფილების უფროსი) და  განყოფილების მოხელეებისაგან.

2. განყოფილების  საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის ულებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულების მე-13  მუხლით  და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით.  განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.

3. ინსპექტირების განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:

ა) მერიის სტრუქტურულ ერთეულებსა  და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, თანამშრომელთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებების ან საჩივრების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;

ბ) მერიის მოსამსახურეთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დაცვის კონტროლი, სამსახურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა და სათანადო სამსახურებრივი შემოწმებების ჩატარება, მსგავს ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებების შესწავლა და საჭიროების შემთხვევაში მოსამსახურის მიმართ დისციპლინური წარმოების განხორციელება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით; 

გ) მერიის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა ან/და რეკომენდაციის შემუშავება;

დ) მერიის მოსამსახურეთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;

ე) სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, ელექტრონული ფოსტით შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება;

ზ) მერიის მოსამსახურეთა მიმართ დისციპლინური წარმოების განხორციელება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის X თავით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ვაჩაძე