„ტექნიკური რეგლამენტის „მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ტექნიკური რეგლამენტის „მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 520
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/12/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.020227
520
01/12/2017
ვებგვერდი, 11/12/2017
300160070.10.003.020227
„ტექნიკური რეგლამენტის „მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №520

2017 წლის 1 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის „მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე­-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის „მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესების“ დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/01/2014, 300160070.10.003.017598) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:

1. მე-3 მუხლის:

ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ინსპექტირების ცენტრი – საწარმო, რომელიც ახდენს სატრანსპორტო საშუალების პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას და აკრედიტებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“;

ბ)  „კ“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) გადაკეთებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების ანგარიში – დოკუმენტი, რომელიც შეიცავს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ მახასიათებლებსა და დასკვნას კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გადაკეთებისა და პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების  შესახებ.“.

2. მე-4 მუხლის მე-5-მე-10  პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სატრანსპორტო საშუალების გადაკეთებისას, კონსტრუქციაში განხორციელებული ცვლილებების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების მიზნით, მფლობელი განცხადებით (თუ ცვლილება განხორციელებულია სერვისის საწარმოს მეშვეობით, განცხადებას თან უნდა ერთოდეს მის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა. დანართი №2) მიმართავს ამ მომსახურებაზე აკრედიტებულ ინსპექტირების ცენტრს.

6. გადაკეთების სამუშაოების მოცულობიდან ან/და სირთულიდან გამომდინარე, ინსპექტირების ცენტრის მოთხოვნის შემთხვევაში, ცნობას თან უნდა დაერთოს კონსტრუქციაში ცვლილებებისათვის განხორციელებული სამუშაოების შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაცია.

7. ინსპექტირების ცენტრი განიხილავს მფლობელის განაცხადს,  გადაკეთებული მექნიკური სატრანსპორტო საშუალების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების მიზნით ინსპექტირების ჩატარების მოთხოვნით და ახორციელებს შესაბამის სამუშაოებს.

8. გადაკეთებული სატრანსპორტო საშუალების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის ინსპექტირების სამუშაოების ჩატარების შემდეგ ინსპექტირების ცენტრის მიერ ფორმდება შეფასების აქტი  ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით და ხდება მისი რეგისტრაცია სააღრიცხვო ჟურნალში, საიდენტიფიკაციო მონაცემების (აქტის №, აქტის შედგენის რეგისტრაციის თარიღი, სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშანი, გადაკეთების სახეობა, მფლობელი, მისი მისამართი და ტელეფონი) მითითებით. დადებითი დასკვნის შემთხვევაში სავალდებულოა,  ჩატარდეს (გარდა ამ რეგლამენტის დანართ №1-ის მე-11 მუხლით განსაზღვრული გადაკეთებისა) გადაკეთებული სატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ რეგლამენტის დანართ №1-ის მე-11 მუხლით განსაზღვრული გადაკეთებისას  ინსპექტირების ცენტრი ახდენს გადაკეთებული სატრანსპორტო საშუალების მხოლოდ გამონაბოლქვის პარამეტრების ინსპექტირებას და მისი შედეგები აისახება ამ პუნქტით გათვალისწინებულ შეფასების აქტში.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული  პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დადებითი შედეგების მიღების შემთხვევაში, ინსპექტირების ცენტრის მიერ გადაკეთებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელზე გაიცემა გადაკეთებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების ანგარიში (ინფორმაცია, რასაც უნდა მოიცავდეს ინსპექტირების ანგარიში, მოცემულია რეგლამენტის დანართ №3-ში).

10. ინსპექტირების ცენტრი ვალდებულია, შექმნას სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების შედეგების ამსახველი ფოტომასალა და მასთან ერთად შეინახოს შეფასების აქტი, აგრეთვე გადაკეთებულ კვანძებზე, აგრეგატებსა და დეტალებზე განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტების ასლები.“.

3. დანართი 3 ჩამოყალიბდეს თანდართული სახით.

4. დანართ 4-ის მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. ავტობუსის კლასისა და დასაჯდომი ადგილების რაოდენობა უნდა აისახოს ავტოსატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების ანგარიშის შესაბამის გრაფაში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან.  

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



        დანართი №3
გადაკეთებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების

ინსპექტირების ანგარიში


გადაკეთებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების ანგარიში უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

1. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთებაზე ინსპექტირების ანგარიშის სარეგისტრაციო ნომერს, თარიღს.

2. ინსპექტირების ცენტრის დასახელებას.

3. ინსპექტირების ცენტრის მისამართს, ტელეფონის ნომერს.

4. ინსპექტირების ცენტრის ხელმძღვანელის გვარს, სახელს.

5. ინსპექტირების ცენტრის აკრედიტაციის მოწმობის ნომერს.

6. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მახასიათებლების საწყის მონაცემებს:

ა) მფლობელი;

ბ) VIN კოდი (საიდენტიფიკაციო ნომერი);

გ) დამამზადებლის საფირმო დასახელება;

დ) მარკა და ტიპი ან/და მოდელი;

ე) ძრავის მარკა;

ვ) ძრავის მუშა მოცულობა (სმ3) და სიმძლავრე (კვტ/ცხძ);

ზ) სრული მასა, კგ;

თ) აღჭურვილი (საკუთარი) მასა, კგ;

ი) ღერძებზე მოსული მასები დატვირთვით, წინა/უკანა, კგ;

კ) ღერძებზე მოსული მასები დატვირთვის გარეშე, წინა/უკანა, კგ;

ლ) გაბარიტული ზომები, მმ.

7. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების შედეგად შეცვლილ მახასიათებლებსა და მათ მნიშვნელობას.

8. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ანგარიშის რეგისტრაციის ნომერს, გაცემის თარიღს.

9. დასკვნას ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით.

10. ინსპექტირების ცენტრის პასუხისმგებელი პირის გვარს, სახელს, ხელმოწერას, ბეჭედს.“.