„მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01-68/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 11/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 280080020.22.035.016477
01-68/ნ
11/12/2017
ვებგვერდი, 12/12/2017
280080020.22.035.016477
„მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-68/ნ

2017 წლის 11 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

,,მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №112, მუხ.1554) დამტკიცებულ „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. საარსებო შემწეობის მიღების უფლების შეზღუდვა

1. საარსებო შემწეობის მიღება გამორიცხავს დევნილის, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის ყოველთვიური შემწეობის მიღებას. ოჯახს უფლება აქვს აირჩიოს დევნილის, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის ყოველთვიური შემწეობის ან საარსებო შემწეობის მიღება.

2. ოჯახის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დევნილის, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის ყოველთვიური შემწეობის არჩევა არ იწვევს შემდგომში საარსებო შემწეობის მიღების უფლების ჩამორთმევას. ოჯახს, რომელსაც მიენიჭა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სარეიტინგო ქულა, უფლება აქვს განცხადებით მიმართოს სააგენტოს საარსებო შემწეობის დასანიშნად, მას შემდეგ, რაც ოჯახს ან მის წევრ(ებ)ს შეუწყდება (გაუუქმდება) დევნილის, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის ყოველთვიური შემწეობა. ასეთ შემთხვევაში, ოჯახს საარსებო შემწეობა დაენიშნება  სააგენტოში განცხადებით მომართვის მომდევნო თვიდან.

3. იმ შემთხვევაში, თუ საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ან ოჯახის რომელიმე წევრი, ოჯახისთვის საარსებო შემწეობის შეჩერების პერიოდში მიიღებს დევნილის, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის შემწეობას და ოჯახი განმეორებითი გადამოწმების (შეფასების) შედეგად კვლავ ინარჩუნებს საარსებო შემწეობის მიღების უფლებას, წერილობითი მომართვის შემთხვევაში ოჯახს აღუდგება საარსებო შემწეობის თანხა შეჩერების პერიოდიდან, იმ თანხის გამოკლებით, რომელიც ოჯახმა ან ოჯახის წევრმა მიიღო დევნილის, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის შემწეობის სახით, შეჩერების პერიოდის განმავლობაში.“.

2. მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„ა) საკუთარი და „ოჯახის დეკლარაციის“ მიხედვით ოჯახის ყველა წევრის პირადობის/მუდმივი ბინადრობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი (არასრულწლოვანი წევრის შემთხვევაში შესაძლებელია დაბადების მოწმობა, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის შემთხვევაში დროებითი ბინადრობის მოწმობა) ან შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია დოკუმენტის მფლობელის პირადი ნომერი;“.

 

3. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:

„5. თუ ოჯახს, დადგენილ ვადაში (90 დღე) მონაცემთა კორექტირე(ბე)ბის შედეგად მიენიჭება საარსებო შემწეობის მისაღებად განსაზღვრული ქულათა ოდენობა, საარსებო შემწეობა გაიცემა ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ, დასაკორექტირებელ ქულამდე არსებული ქულისა და/ან საარსებო შემწეობის მიღების უფლების წარმოშობის პერიოდის  გათვალისწინებით.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ იმ შემთხვევაში, როდესაც საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულის დაკორექტირების შემდეგ მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე, სააგენტო, სოციალური დახმარების გაცემას უზრუნველყოფს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებამდე შეჩერებული საარსებო შემწეობის თვიდან, კორექტირების შემდეგ არსებული სარეიტინგო ქულისა და ოჯახის წევრთა რაოდენობის გათვალისწინებით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო