„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1688-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 07/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/12/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 400000000.05.001.018653
1688-რს
07/12/2017
ვებგვერდი, 14/12/2017
400000000.05.001.018653
„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 123) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის 24-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„24. სამინისტრო – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.“.

2. მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) აუცილებლობის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად გამოყოფს ზღვის ცალკეულ რაიონს (რაიონებს), სადაც უცხოელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეუძლიათ ზღვის ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვება. ამგვარი რაიონი (რაიონები) უნდა გამოიყოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით „ზღვის ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოსაპოვებლად უცხოელი ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის გამოყოფილი შავი ზღვის ცალკეული რაიონის (რაიონების) დამტკიცების შესახებ“.“.

3. 53-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავების ექსპლუატაციის წესს თითოეული წყალსაცავისათვის, კასკადისათვის ან წყალსაცავების სისტემისათვის შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო ბრძანებით „ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავების ექსპლუატაციის წესების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“.“;

ბ) მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ენერგეტიკული დანიშნულების წყალსაცავების ექსპლუატაციის წესს თითოეული წყალსაცავისათვის, კასკადისათვის ან წყალსაცავების სისტემისათვის შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ბრძანებით „ენერგეტიკული დანიშნულების წყალსაცავების ექსპლუატაციის წესების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;“.

4. 57-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საწარმოს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე წყლის სასაქონლო პროდუქციას კატეგორიას ანიჭებს, რეგისტრაციაში ატარებს და მინიჭებული კატეგორიის დამადასტურებელ დოკუმენტს გასცემს სამინისტრო.“.

5. 74-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოში წყლის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო მართვას ახორციელებს სამინისტრო, აგრეთვე თავიანთი კომპეტენციების ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოები და თვითმმართველი ერთეულები.“.

6. 85-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. წყლის გამოყენებისა და დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებს სამინისტრო, აგრეთვე თავისი კომპეტენციის ფარგლებში − საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. წყლის სასაქონლო პროდუქციის წარმოების სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებენ სამინისტრო და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო თავიანთი კომპეტენციების ფარგლებში.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

7 დეკემბერი 2017 წ.

N1688-რს