„საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1695-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 07/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 400010020.05.001.018602
1695-რს
07/12/2017
ვებგვერდი, 14/12/2017
400010020.05.001.018602
„საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2(9), 1999 წელი, მუხ. 13) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.“.

2. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.“.

3. 35-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ლიცენზიას საქართველოსა და უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გასცემს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოს ეროვნული სააგენტო.“.

4. 58-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 58. მიწის მასის ზღვაში ჩაყრა და ფსკერული დანალექის ზღვიდან ამოღება საქართველოს საზღვაო სივრცეში

საქართველოს საზღვაო სივრცეში მიწის მასის ზღვაში ჩაყრა შეიძლება განხორციელდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობით, ხოლო ფსკერული დანალექის ზღვიდან ამოღება შეიძლება განხორციელდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სპეციალურად განსაზღვრულ რაიონებში.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

7 დეკემბერი 2017 წ.

N1695-რს