2017 წლის ანგარიში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატის, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის თაობაზე

2017 წლის ანგარიში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატის, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 11/12/2017
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/12/2017
სარეგისტრაციო კოდი
0
11/12/2017
ვებგვერდი, 13/12/2017
2017 წლის ანგარიში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატის, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

2017 წლის ანგარიში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატის, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის თაობაზე

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოვიდა 133 განცხადება. სამინისტროს მიერ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად 113 განცხადებაზე გაიცა მოთხოვნილი ინფორმაცია, 15 განცხადებაზე ინფორმაცია არ გაცემულა, ხოლო ამჟამად განხილვის პროცესშია 5 განცხადება.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე შემოვიდა 9 განცხადება, აქედან 5 მათგანზე გაცემულ იქნა მოთხოვნილი ინფორმაცია, ხოლო 4 განცხადება მომზადების პროცესშია.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე შემოვიდა 6 განცხადება, სამსახურის მიერ ყველა მათგანზე განხორციელდა შესაბამისი რეაგირება და            გაცემული იქნა მოთხოვნილი ინფორმაცია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

საჯარო სამართლის იურიდიულ პირი - ფინანსთა სამინისტროს აკადემია

სსიპ - ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე შემოვიდა 21 განცხადება, ყველა მათგანზე განხორციელდა შესაბამისი რეაგირება და გაცემული იქნა მოთხოვნილი ინფორმაცია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

საჯარო სამართლის იურიდიულ პირი - საფინანსო ანალიტიკურ სამსახური

სსიპ - საფინანსო ანალიტიკურ სამსახურში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე შემოვიდა 7 განცხადება, ყველა მათგანზე განხორციელდა შესაბამისი რეაგირება და გაცემული იქნა მოთხოვნილი ინფორმაცია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო

სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე შემოვიდა 78 განცხადება, აქედან:

-  68 შემთხვევაში გაიცა საჯარო ინფორმაცია;

- 1 შემთხვევაში განმცხადებელს უარი ეთქვა ინფორმაციის მიწოდებაზე, ვინაიდან მოთხოვნილი ინფორმაცია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მიეკუთვნებოდა პერსონალურ მონაცემთა კატეგორიას;

- 4 შემთხვევაში განმცხადებელს, სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში, ნაწილობრივ მიეწოდა მოთხოვნილი ინფორმაცია, კერძოდ: 2 შემთხვევაში უარი ეთქვა იმ ინფორმაციის მიწოდებაზე, რომელიც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მიეკუთვნებოდა პერსონალურ მონაცემთა კატეგორიას, ხოლო 2 შემთხვევაში განცხადება, დანარჩენი ინფორმაციის მოთხოვნის ნაწილში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად, გადაეგზავნა შესაბამის უფლებამოსილ ორგანიზაციას;

- 5 შემთხვევაში განცხადება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად, გადაეგზავნა შესაბამის უფლებამოსილ ორგანიზაციას.

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შემოსავლების სამსახური

სსიპ - შემოსავლების სამსახურში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის  თაობაზე შემოსულია 1100 წერილობითი მოთხოვნა, აქედან მოქმედი კანონმდებლობის თანახმად 917 განცხადებაზე გაიცა მოთხოვნილი ინფორმაცია, უარი ეთქვა      140 განმცხადებელ , ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 43 განცხადებ .

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული საჩივარების რაოდდენობა შეადგენს 4-ს, რომელიც წარდგენილ იქნა სსიპ - შემოსავლების სამსახურში.

საჯარო მოხელეების მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევისა და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილებები მიღებულ იქნა შემდეგი საჯარო მოხელეების მიერ:

ცოტნე ყავლაშვილი - სახაზინო სამსახურის უფროსი;

ლევან წითელაშვილი - სსიპ - შემოსავლების სამსახურის იურდიული დეპარტამენტის უფროსი;

ლანა პირტაია - საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და            ინფორმაციის პროაქტიულ   გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი (სსიპ - ფინანსთა სამინისტროს აკადემია);

ჯაბა ხმალაძე - საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის            პროაქტიულ   გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი (სსიპ - საფინანსო-ანალიტიკური სამსახური);

ბექა ჩხაიძე - საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატი);

ნელი ბაინდუროვი - საჯარო    ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი      პირი  (სსიპ -საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო);

ანა ლურსმანაშვილი - საჯარო  ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური).