„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ნოემბრის N25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ნოემბრის N25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 36
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/12/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016361
36
19/12/2017
ვებგვერდი, 26/12/2017
010250050.35.117.016361
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ნოემბრის N25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ნოემბრის N25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №36

2017 წლის 19 დეკემბერი

ქ. ამბროლაური

 

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ნოემბრის  №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს ადგენს:

მუხლი 1
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ნოემბრის №25 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 05/12/2017; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.117.016350) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

ა)  დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოქვეყნების წესის, პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“.

ბ) დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1

დამტკიცდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოქვეყნების წესი“ დანართის №1 შესაბამისად.“

გ) დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2

დამტკიცდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა“ დანართის №2 შესაბამისად.“.

დ) დადგენილების დანართით №1 დამტკიცებული ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის (ტექსტში შემდგომ - დადგენილების დანართით №1 დამტკიცებული წესი) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოქვეყნების წესი“.

ე) დადგენილების დანართით №1 დამტკიცებული წესის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოქვეყნების წესი” (შემდგომ - წესი) განსაზღვრავს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის (შემდგომ - მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებები) მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოქვეყნების წესს, ფორმას, ადგილს და პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხას.

2. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ და ბეჭდური სახით გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ის საკითხები, რომლებიც არ არის მოწესრიგებული საქართველოს კანონმდებლობით, რეგულირდება ამ წესით.

3. ამ წესით განსაზღვრული პროაქტიულად და ბეჭდური სახით გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა არ არის ამომწურავი და არ ათავისუფლებს შესაბამის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებებს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური სახით გამოქვეყნების ვალდებულებისგან.“.

ვ) დადგენილების დანართით №1 დამტკიცებული წესის მეორე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი  2. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოქვეყნების ფორმა და წესი

1. მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია ქვეყნდება როგორც პროაქტიულად (ელექტრონულ რესურსებზე), ასევე ბეჭდური ფორმით, ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით.

2. ამ დადგენილებით დამტკიცებული „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხით“ (შემდგომ - ნუსხა) განსაზღვრული საჯარო ინფორმაცია ნებისმიერი პირისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს. დაუშვებელია პროაქტიულად გამოქვეყნებულ საჯარო ინფორმაციის მიღებაზე საფასურის ან/და ნებისმიერი სხვა შეზღუდვის დადგენა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეთხვევებისა.

3. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური სახით გამოქვეყნება მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებებს არ ათავისუფლებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და წესით იმავე ან/და სხვა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებისგან.

4. საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი.“

ზ) დადგენილების დანართით №1 დამტკიცებული წესის მესამე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების ადგილი“

თ) დადგენილების დანართით №1 დამტკიცებული წესის მესამე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებები უზრუნველყოფენ ნუსხით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნებას ამ მუხლის მე-2-მე-5 პუნქტებით დადგენილი წესით:

ა) ელექტრონული ფორმით – მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულების ელექტრონულ რესურსზე;

ბ) ბეჭდური ფორმით – მუნიციპლიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტრიულ ერთეულებში განთავსებულ საჯარო განცხადებების დაფაზე.

ი) დადგენილების დანართით №1 დამტკიცებული წესის მესამე მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ელექტრონული ფორმით ინფორმაცია ქვეყნდება მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების ვებ-გვერდებზე ან/და მათ მართვაში არსებული სხვა ელექტრონული რესურსების გამოყენებით (www.ambrolauri.ge).“.

კ) დადგენილების დანართით №1 დამტკიცებული წესის მესამე მუხლის მეოთხე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. იმ შემთხვევაში, თუ გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაცია დიდი მოცულობისაა და მისი სრულად გამოქვეყნება ვერ ხერხდება მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების და იურიდიული პირ(ებ)ის შენობებში ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას ან/და მუნიციპალიტეტის დასახლებებში საინფორმაციო განცხადებების დაფებზე, აუცილებელია აღნიშნულ ადგილებში მიეთითოს დოკუმენტის შესაბამისი რეკვიზიტები (სათაური, მიმღები ორგანო, მიღების თარიღი, დოკუმენტის ნომერი) და ადგილი, სადაც შესაძლებელია დოკუმენტის სრული ვერსიის გაცნობა და ასლის გადაღება.“.

ლ) დადგენილების დანართით №1 დამტკიცებული წესის მეოთხე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი  4. საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების სტანდარტი

1. მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციის სიზუსტე, ნამდვილობა და პერიოდული განახლება. აღნიშნული ინფორმაციის განახლებისას უნდა მიეთითოს მისი განახლების თარიღი.

2. პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია ელექტრონულ რესურსზე უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს განთავსებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა, ბეჭდვა და კოპირება, ინფორმაციის დაკარგვის ან/და დაზიანების გარეშე.“.

მ) დადგენილების დანართით №2 დამტკიცებული ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ვაჩაძე