„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1725-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 14/12/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 040200010.05.001.018698
1725-Iს
14/12/2017
ვებგვერდი, 25/12/2017
040200010.05.001.018698
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.12.2011, სარეგისტრაციო კოდი: 040200010.05.001.016538) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 64-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გვარის შეცვლა ასევე შესაძლებელია, თუ პირს სურს მიიღოს საკუთარი და მეუღლის გვარების გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი ან საკუთარი და პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის გვარების გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი, დაიბრუნოს ქორწინებამდელი გვარი ან აღიდგინოს ისტორიული გვარი.“.

2. 68-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გვარების გაერთიანება დაუშვებელია, თუ თუნდაც ერთ-ერთი გვარი ორწევრიანია (ორმაგი გვარი).“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

14 დეკემბერი 2017 წ.

N1725-Iს