„ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 23 ნოემბრის N24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები ტყიბულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 12/01/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/01/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 27/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.125.016272
6
12/01/2018
ვებგვერდი, 16/01/2018
010250050.35.125.016272
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 23 ნოემბრის N24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ტყიბულის მუნიციპალიტეტი
 
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №6

2018 წლის 12 იანვარი

ქ. ტყიბული

„ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 23 ნოემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაადგინა:

მუხლი 1
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“  ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 23 ნოემბრის N24 დადგენილებაში  (www. matsne.gov.ge, 29.11.2017 წ., 010250050.35.125.016245) შეტანილ იქნეს შემდეგი  ცვლილება:

ა) ამოღებულ იქნეს  მუხლი 4;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი  მუხლის მე-3 პუნქტი  შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიის  და მისი სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე შესაბამისი მიმართულებით მუნიციპალიტეტის  კერძო სამართლის იურიდიული პირების  კონტროლის მიზნით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენატალია კობახიძე