„მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის N1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის N1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/01/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.153.016397
3
18/01/2018
ვებგვერდი, 22/01/2018
010250000.35.153.016397
„მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის N1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტი
 

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2018 წლის 18 იანვარი

ქ. მცხეთა

 

,,მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მეოთხე პუნქტის  შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
მცხეთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №1 დადგენილებით  (სსმ, 21/11/2017, 010250000.35.153.016373) დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დანართის მე-3 მუხლის მეექვსე პუნქტის „ი’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი)  „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ოდენობით მუნიციპალიტეტის მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცება;“;

ბ) დანართის მე-3 მუხლის მეექვსე პუნქტს დაემატოს „ი1’’ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი1) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების და მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;“;

გ) დანართის 35-ე მუხლის მე-12 და მე-14 პუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. ფრაქცია თავისი შემადგენლობიდან ირჩევს ფრაქციის თავმჯდომარეს და ფრაქციის  თავმჯდომარის მოადგილეს/მოადგილეებს,  რომელიც ფრაქციის რეგისტრაციისათვის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიას მიმართავს განცხადებით. განცხადებაში აღინიშნება ფრაქციის სახელწოდება, მისი თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის/მოადგილეების  და ფრაქციის წევრთა ვინაობა. განცხადება ხელმოწერილი უნდა იქნეს ფრაქციის ყველა წევრის მიერ. განცხადებას თან უნდა დაერთოს ფრაქციის მიერ მიღებული ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმა და ფრაქციის წესდება“.

„14. ფრაქციაში ახალი წევრის მიღების, ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის, ფრაქციის პოლიტიკურ პლატფორმაში და/ან წესდებაში ცვლილების, ფრაქციის თავმჯდომარის  და  ფრაქციის თავმჯდომარის  მოადგილის/მოადგილეების შეცვლის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საკრებულოს  სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიას. თუ ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შედეგად მასში გაერთიანებული დარჩა საკრებულოს 3 წევრზე ნაკლები, ფრაქცია ითვლება გაუქმებულად, რასაც საკრებულოს  სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია უახლოეს სხდომაზე აცნობებს საკრებულოს“;

დ) დანართის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ფრაქციის ხელმძღვანელია ფრაქციის თავმჯდომარე. ფრაქციის თავმჯდომარეს ჰყავს ერთი მოადგილე, ხოლო ფრაქციის  ცხრა ან ცხრაზე მეტი წევრის არსებობის შემთხვევაში  ფრაქციის თავმჯდომარე უფლებამოსილია ჰყავდეს დამატებით ერთი მოადგილე. ფრაქციის თავმჯდომარის და ფრაქციის სხვა თანამდებობის პირების (ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქციის მდივანი და სხვა), უფლებამოსილების, არჩევის, გადარჩევის და ფრაქციის შიდა ორგანიზაციული მუშაობის საკითხები განისაზღვრება ფრაქციის წესდებით’’.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ბაქრაძე