„გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/01/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.020337
22
22/01/2018
ვებგვერდი, 26/01/2018
300160070.10.003.020337
„გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №22

2018 წლის 22 იანვარი

ქ. თბილისი

 

„გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №17 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/01/2014, 300160070.10.003.017608) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საწარმოო და არასაწარმოო ობიექტების ჩამდინარე წყლების ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩაშვების ტექნიკური რეგლამენტის“ (დანართი 1)  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება ყველა იმ  საწარმოო და არასაწარმოო ობიექტებზე, რომლებიც ახორციელებენ ჩამდინარე წყლების ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩაშვებას და რომელთა საქმიანობაც არ ექვემდებარება გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას.“.

2. დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური რეგლამენტის“ (დანართი 2) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ზედაპირული წყლის ობიექტებიდან წყლის ყოველი ამოღებისას ცალკეული წყალმოსარგებლე, რომლის საქმიანობა არ ექვემდებარება გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას, შეიმუშავებს „ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური რეგლამენტის პროექტს“, რომელსაც ითანხმებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფლებამოსილი პირი, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსი.“.

 3. დადგენილების პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტი ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი საქმიანობებისთვის“ (დანართი 3)  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 

დანართი 3

 ტექნიკური რეგლამენტი

ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი საქმიანობებისთვის

1. ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელ ყველა საქმიანობაზე, რომელიც ხორციელდება სტაციონარული ობიექტის მეშვეობით, გარდა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობებისა.

2. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი იმ საქმიანობისთვის, რომელიც ხორციელდება სტაციონარული ობიექტის მეშვეობით და რომელიც არ ექვემდებარება გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას, სავალდებულოა შემუშავდეს „ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში“, გარდა „ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების ინვენტარიზაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №42 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის 41 მუხლით განსაზღვრული საქმიანობების განმახორციელებელი ობიექტებისა.

3. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სტაციონარული ობიექტის ინსპექტირებისას მავნე ნივთიერებათა ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი მნიშვნელობები განისაზღვრება ინსტრუმენტული გაზომვის ან/და საანგარიშო მეთოდის საფუძველზე, „დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის განსაზღვრის ინსტრუმენტული მეთოდის, დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის დამდგენი სპეციალური გამზომ-საკონტროლო აპარატურის სტანდარტული ჩამონათვალისა და დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ტექნოლოგიური პროცესების მიხედვით ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის საანგარიშო მეთოდიკის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №435 დადგენილების შესაბამისად და მიღებული შედეგები შეედარება „ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებისა და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკურ ანგარიშში“ წარმოდგენილ შესაბამის მონაცემებს.

4. „ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების ინვენტარიზაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №42 დადგენილებით  დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის 41 მუხლით განსაზღვრული საქმიანობების განმახორციელებელი ობიექტებისთვის, რომლებიც განთავისუფლებულები არიან „ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის“ შემუშავებისგან და აგრეთვე იმ ობიექტებისთვის, რომლებსაც ამავე ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის თანახმად ესაჭიროებათ, მაგრამ არ აქვთ შემუშავებული ეს დოკუმენტი, ტექნიკური რეგლამენტით დგინდება ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების სტაციონარული ობიექტის ცალკეულ გაფრქვევის წყაროში (მილში) მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის მაქსიმალური მნიშვნელობები, რომლებიც უნდა შედარდეს ინსტრუმენტული გაზომვის ან/და საანგარიშო მეთოდის შედეგად მიღებულ შესაბამის მნიშვნელობებს.

5. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტის ცალკეულ გაფრქვევის მილში მავნე ნივთიერების გაფრქვევის მაქსიმალური მნიშვნელობა (C,მგ/მ3) გაფრქვევის მილის სიმაღლის (H,მ), გაფრქვევის მილის დიამეტრის (D,მ) და მავნე ნივთიერების მაქსიმალური კონცენტრაციისგან (C,მგ/მ3) დამოკიდებულებით განისაზღვრება ფორმულით

 

C=30C(H+D)/D,

სადაც მავნე ნივთიერების მაქსიმალური კონცენტრაციის მნიშვნელობა (C,) აიღება ქვემოთ წარმოდგენილი ცხრილის მიხედვით:

 

მავნე ნივთიერების დასახელება და მისი ქიმიური ფორმულა

მავნე ნივთიერების მაქსიმალური კონცენტრაცია, მგ/მ3

არაორგანული მტვერი, გოგირდის დიოქსიდი SO2

0,5

ჭვარტლი (ნახშირბადი შავი) C

0,15

აზოტის დიოქსიდი NO2

0,2

ნახშირბადის ოქსიდი CO, ეთილის სპირტი (ეთანოლი) C2H6O

5,0

ნახშირწყალბადები (ჯამურად) CxHy, მეთილის სპირტი (მეთანოლი) CH4O

1,0

ვანადიუმის ხუთჟანგი (დი-ვანადიუმ-პენდოქსიდი) V2O5, სპილენძის ოქსიდი CuO

0,002

ბენზოლი C6H6

1,5

ტოლუოლი C7H8

0,6

ამიაკი NH3, ქსილოლი C8H10, ქლორწყალბადმჟავა (ჰიდროქლორიდი)HCI, ძმარმჟავა C2H4O2

0,2

გოგირდწყალბადი H2S

0,008

კალას ოქსიდი SnO და კალას დიოქსიდი SnO2, მოლიბდენი Mo და მისი ნაერთები MoA, ფტორწყალბადი (ჰიდროფტორიდი)HF

0,02

თუთიის ოქსიდი ZnO

0,05

ფორმალდეჰიდი CH2O

0,035

დარიშხანი As და მისი ნაერთები AsA

0,003

ალუმინის ოქსიდი AI2O3, მანგანუმი Mn და მისი ნაერთები MnA, ფენოლი C6H6O, ციანწყალბადმჟავა (ჰიდროციანიდი) HCN

 

0,01

ვერცხლისწყალი Hg და მისი ნაერთები HgA, კადმიუმის ნაერთები CdA

0,0003

ქრომის (VI)-ის ნაერთები CrA

0,0015

ბენზაპირენი C20H12

0,000001

აზოტმჟავა HNO3, მაგნიუმის ოქსიდი MgO

0,4

აცეტონი (პროპან-2-ონი) C3H6O

0,35

სკიპიდარი

2,0

გოგირდმჟავა H2SO4

0,3

ეთილმერკაპტანი (ეთანთიოლი) C2H6S, ბუნებრივი მერკაპტანების ნარევი

0,00005

მეთილმერკაპტანი (მეთანთიოლი) CH4S

0,0001

რკინის ოქსიდი Fe2O3, FeO

0,04

ტყვია Pb და მისი ნაერთები PbA, ნიკელი Ni და ნიკელის ოქსიდი NiO, კობალტის ოქსიდი CoO

0,001

                                     

6. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ერთ სტაციონარულ ობიექტში რამდენიმე გაფრქვევის მილის არსებობის შემთხვევაში და ამავე დროს ორი ან ორზე მეტი მათგანიდან ერთი და იმავე სახეობის მავნე ნივთიერების გაფრქვევისას, მე-5 პუნქტის თანახმად, ცალკეულ გაფრქვევის მილში განსაზღვრული მავნე ნივთიერების გაფრქვევის მაქსიმალური მნიშვნელობა მცირდება იმდენჯერ, რამდენი გაფრქვევის მილიცაა იმავე სახეობის მავნე ნივთიერების გაფრქვევით სტაციონარულ ობიექტში.“.

 

4. დადგენილების დანართ 5-ით დამტკიცებული „საქართველოში ბალასტური წყლების მართვის  პროცედურების ტექნიკური რეგლამენტის“ მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამსახური (შემდგომში – კონვენციური სამსახური) გემის ინსპექტირების დროს ვალდებულია, გადაამოწმოს ამ დანართის მე-8 პუნქტში აღნიშნული მონაცემები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი