„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელფასისა (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატის ოდენობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №387 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 40
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/01/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 130000000.10.003.020355
40
26/01/2018
ვებგვერდი, 26/01/2018
130000000.10.003.020355
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელფასისა (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატის ოდენობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №387 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №40

2018 წლის 26 იანვარი

   ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელფასისა (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატის ოდენობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №387 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელფასისა (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატის ოდენობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №387 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/07/2015, 130000000.10.003.018773) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (შემდგომში – სამსახური) სამხედრო და სპეციალური წოდებების მქონე მოსამსახურეთა ხელფასები (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოები):

ა) თანამდებობრივი სარგოების ყოველთვიური განაკვეთები №1-№24  დანართების შესაბამისად;

ბ) წოდებრივი სარგოების ყოველთვიური განაკვეთები დანართ №25-ის შესაბამისად.“.

2. მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახურის მოსამსახურეს, რომელიც იკავებს შტატით გათვალისწინებულ თანამდებობას და მინიჭებული აქვს სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდება, ყოველთვიური პროცენტული (წელთა ნამსახურობის) დანამატის დაანგარიშებისას ნამსახურობაში ჩაეთვლება როგორც სამსახურის სისტემაში, აგრეთვე იმ სახელმწიფო ორგანოებში, რომლებშიც დაწესებულია სახელმწიფო სპეციალური ან/და სამხედრო წოდებები, წოდების გარეშე შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე (მათ შორის, გამოსაცდელი ვადით) მუშაობის პერიოდი.

3. სამსახურის მოსამსახურეთა წელთა ნამსახურობის დანამატისთვის წელთა ნამსახურობაში ჩაითვალოს სამხედრო ან/და სპეციალური წოდებით ნამსახურები პერიოდი, სამხედრო ან/და სპეციალური წოდებით სწავლის პერიოდის ჩათვლით, ასევე მუშაობის პერიოდი ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.“.

3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. სამსახურის ობიექტების დაცვის მთავარ სამმართველოს შეიძლება ჰყავდეს გაწვევითი სამხედრო სავალდებულო სამსახურის ან/და საკონტრაქტო სამსახურის მოსამსახურეები, რომელთა ყოველთვიური ხელფასი (ფულადი სარგო) განისაზღვრება 32 (ოცდათორმეტი) ლარის ოდენობით.“.

4. დადგენილებით განსაზღვრული დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული სახით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი