„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 42
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/01/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 190040000.10.003.020357
42
26/01/2018
ვებგვერდი, 30/01/2018
190040000.10.003.020357
„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №42

2018 წლის 26 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის           მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 11/02/2013, 190040000.10.003.017184) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების:

1. მე-2 მუხლის:

ა) პირველი – მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების შესახებ წინადადებას ამზადებს მუნიციპალიტეტის მერი, ხოლო რეგიონული პროექტების შესახებ წინადადებას – მუნიციპალიტეტების მერები ან სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი (შემდგომში – გუბერნატორი).

2. ადგილობრივი თვითმმართველობის/რეგიონული პროექტების ფონდიდან დაფინანსების თაობაზე მუნიციპალიტეტ(ებ)ის მერ(ებ)ის/გუბერნატორის წინადადება (შემდგომში – წინადადება) მოიცავს ადგილობრივი თვითმმართველობის/რეგიონული პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისათვის საჭირო ხარჯების (მათ შორის, საპროექტო და საექსპერტო მომსახურების ხარჯები) დაფინანსების მიზნით თანხის მოთხოვნასა და საპროექტო წინადადებას №1 დანართის შესაბამისად, ან უკვე არსებული საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე განსახორციელებელი ღონისძიებებისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით თანხის მოთხოვნასა და №2 დანართით განსაზღვრულ ინფორმაციას.

3. ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების ინიციირების მიზნით, მუნიციპალიტეტის მერი წინადადებას განსახილველად და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად უგზავნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ხოლო რეგიონული პროექტების ინიციირების მიზნით – მუნიციპალიტეტების მერები/გუბერნატორი – შესაბამისი მუნიციპალიტეტების საკრებულოებს.“;

ბ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მოწონებულ წინადადებას მუნიციპალიტეტ(ებ)ის მერ(ებ)ი/გუბერნატორი წარუდგენს (წარუდგენენ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო).

7. სამინისტრო, მუნიციპალიტეტ(ებ)ის მერ(ებ)ის/გუბერნატორის მიერ წარდგენილ წინადადებას, ამ წესის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, განსახილველად წარუდგენს საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიას (შემდგომში – კომისია).“.

2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ღირებულებაზე ნაკლები ღირებულების მქონე ადგილობრივი თვითმმართველობის ან რეგიონული პროექტი, თუ ის აკმაყოფილებს იმავე პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, სამინისტრომ შეიძლება წარუდგინოს კომისიას იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტ(ებ)ის მერ(ებ)ი/გუბერნატორი სამინისტროს წარუდგენს (წარუდგენენ) შესაბამის დასაბუთებას .“.

3.  დანართი №1 და დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №1

----------------------------------------

მუნიციპალიტეტი (ლარი)

საპროექტო წინადადება

საპროექტო წინადადების დასახელება

პროექტის სავარაუდო ღირებულება

მ.შ. მიმდინარე წელს

ფონდიდან

მოთხოვნილი თანხა

 ლარში

მ.შ. თანადაფინანსება

საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო მომსახურების შესყიდვებისთვის მოთხოვნილი თანხა

პროექტის

განხორციელების

სავარაუდო

ვადები

შენიშვნა

მუნიციპალიტეტის მერი/სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი:

დანართი №2

მუნიციპალიტეტი (ლარი)

_________________________

პროექტის დასახელება

პროექტის სრული

ღირებულება 

(საპროექტო

დოკუმენტაციის

ღირებულების

გარეშე)

მ.შ. მიმდინარე წელს

ფონდიდან

მოთხოვნილი თანხა

მ.შ. თანადაფინანსება

პროექტის

განხორციელების

სავარაუდო ვადები

შენიშვნა

მუნიციპალიტეტის მერი/სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი:“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.