„ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის წესისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ" ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/01/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.138.016335
21
31/01/2018
ვებგვერდი, 07/02/2018
210020010.35.138.016335
„ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის წესისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ" ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახალციხის მუნიციპალიტეტი
 
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

2018 წლის 31 იანვარი

ქ. ახალციხე

,,ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის წესისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული  აქტების  შესახებ“  საქართველოს   კანონის  მე-20  მუხლის  მე-4  პუნქტის  შესაბამისად,  ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს შემდეგი ცვლილება ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის წესისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №29 დადგენილებაში (ვებგვერდი www.matsne.gov.ge, 28.12.2017, სარეგისტრაციო კოდი:  210020010.35.138.016308):
1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ’’ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ’’  საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ’’ საქართველოს კანონის  მე-4 და მე-5 მუხლებისა და „ნორმატიული  აქტების  შესახებ’’  საქართველოს   კანონის  25-ე  მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად,   ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ'' ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ)  წყალსადენი, წყალარინების მილი – ერთ გრძივ მეტრზე  განისაზღვროს  0,80  ლარი;’’.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ნოზაძე