დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და 1253 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 19 მარტის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 15/02/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 020080160.35.132.016359 |
|
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და 1253 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 19 მარტის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს : |
| მუხლი 1 |
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და 1253 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 19 მარტის №8 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 24/03/2015, სარეგისტრაციო კოდი: 020080160.35.132.016254) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების პირველი მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) პარკირების ორგანიზების განმახორციელებელი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შევსებისა და ჩაბარების წესი, თანახმად დანართი №1-ისა; ბ) პარკირების ორგანიზების განმახორციელებელი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი, თანახმად დანართი №2-ისა;“. 2. დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ა(ა)იპ „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს“ მიერ საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შევსებისა და ჩაბარების წესის (დანართი №1): ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პარკირების ორგანიზების განმახორციელებელი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შევსებისა და ჩაბარების წესი.“; ბ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6 პარკირების ორგანიზების განმახორციელებელი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შედგენიდან 10 დღის ვადაში ვალდებულია აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს (ერთიან საინფორმაციო ბანკს) აღნიშნულის თაობაზე.“; გ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საჩივარი, პარკირების ორგანიზების განმახორციელებელი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ, 3 დღის ვადაში საქმესთან ერთად განსახილველად გადაეგზავნება საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს).“. 3. დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ა(ა)იპ „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს“ მიერ საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის (დანართი №2): ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პარკირების ორგანიზების განმახორციელებელი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი.“; ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი განსაზღვრავს პარკირების ორგანიზების განმახორციელებელი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი (შემდგომში – სამართალსუბიექტი) მიერ შესადგენი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს. 2. სამართალსუბიექტი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) წარმოებას და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე.“. 4. დადგენილების პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა“ (დანართი №3) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 5. დადგენილების პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ჩამოწერის აქტის ფორმა“ (დანართი №5) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №3
|
პირველი ნაწილი საჯარიმო ქვითარი _ ადმინისტრაციულ №000000 სამართალდარღვევათა ოქმი
მანქანის ნომერი: თარიღი, დრო: მოდელი: მდებარეობა: გადასაფხეკი ბარათის ნომერი: ქვითრის ჩაბარების ფორმა: ქუჩა: დარღვევა: ასკ-ის შენიშვნა: უფლებამოსილი პირი: უფლებამოსილი პირის სამკერდე ნომერი: ჯარიმის ოდენობა:
-------------------------------------- უფლებამოსილი პირის ხელმოწერა
დამრღვევის გვარი, სახელი: ------------------------------------------------------------- მისამართი: --------------------------------------------------------------------------------- პირადი № ---------- --------- -------- ------- ხელმოწერა -----------------------
მე-2 ნაწილი
ეს ნაწილი რჩება საბანკო დაწესებულებაში №000000
------------------------------------- ---------------------------------------- გადამხდელის სახელი, გვარი ჯარიმის ოდენობა
------------------------------------- ---------------------------------------- გადამხდელის მისამართი გადამხდელის ხელმოწერა
--------------------------------------- --------------------------------------- სახაზინო კოდი ეს ნაწილი ივსება საბანკო დაწესებულების ან გადამხდელის მიერ. ------------------------------------- ხელმოწერა
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით მოქალაქეს აქვს შემდეგი უფლებები და მოვალეობები: ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე; თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება (გადაწყვეტილება). საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით მოქალაქეს უფლება აქვს გაასაჩივროს სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება 10 დღის ვადაში. საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან არაუგვიანეს 30 დღის ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში პირს ამ ვადის გასვლის შემდეგ ჯარიმასთან ერთად დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ამსახველი ფოტომასალის ნახვა შესაძლებელია პარკირების ორგანიზების განმახორციელებელი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებეული კერძო სამართლებრივი იურიდიული პირის შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: --------------------------; ცხელი ხაზი: --------------------------.
|
დანართი №5
|
|
დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი
საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ჩამოწერის აქტი №
ქ. ბათუმი __ ________ 20__ წელი
აქტის მიხედვით წარმოდგენილი გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ჩამოწერას ვადასტურებთ ხელმოწერით:
საჯარიმო ქვითრის (ოქმის) შემდგენელი პირი: ----------------------
საჯარიმო ქვითრის (ოქმის) გაცემაზე პასუხისმგებელი პირი: ------------------------
პარკირების ორგანიზების განმახორციელებელი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის დირექტორი: ------------------------
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები