ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების გერბისა და დროშის დადგენის შესახებ

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების გერბისა და დროშის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 34
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/02/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016403
34
28/02/2018
ვებგვერდი, 09/03/2018
010250050.35.117.016403
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების გერბისა და დროშის დადგენის შესახებ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №34

2018 წლის 28 თებერვალი

ქ. ამბროლაური

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების გერბისა და დროშის დადგენის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტის,  61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დადგინდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გერბი და მისი აღწერილობა“ დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგინდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დროშა და მისი აღწერილობა“ დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების გერბისა და დროშის დადგენის შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 იანვრის №1 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 09/01/2015; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.117.016244);

ბ) „ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბისა და დროშის) დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 სექტემბრის №38 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 29/09/2015; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.172.016100).

მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიასლან საგანელიძე



დანართი №1
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გერბი და მისი აღწერილობა

 

 

გერბის ფარის ძოწისფერ ველზე გამოსახულია ვერცხლის სამმწვერვალიანი მთა, რომელზეც მოთავსებულია ორი ძოწისფერი ვაზის ფოთლიანი სტილიზებული ძოწისფერი ყურძნის მტევანი. მთის ზემოთ გამოსახულია ვერცხლის ბოლნური ჯვარი ძოწისფერ ველზე.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია სამქონგურიანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) საქალაქო ვერცხლის გვირგვინი.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზი. დევიზის ბაფთის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია „ამბროლაური“. ბაფთის სარჩული არის ძოწისფერი.


დანართი №2
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დროშა და მისი აღწერილობა

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დროშა წარმოადგენს:

მართკუთხა ნაჭერს პროპორციით 2/3;

დროშის ველი გაყოფილია ჰორიზონტალურად ორ ნაწილად. პირველ ნაწილს უჭირავს დროშის 3/4 და ძოწისფერ ველზე გამოსახულია ვერცხლის ბოლნური ჯვარი. მეორე ნაწილს უჭირავს დროშის 1/4 და წარმოადგენს ვერცხლის ველს.