„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 84
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/03/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 32, 29/03/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 04/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
84
24/03/2010
სსმ, 32, 29/03/2010
000000000.00(0).000.000000
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №84

2010 წლის 24 მარტი

ქ. თბილისი

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კა­ნო­ნის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მშენებლობის ნე­ბართვის გაცე­მის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილე­ბაში (სსმ III, 2009 წ., №38, მუხლი 430) შეტანილ იქნეს შემ­დეგი ცვლილე­ბები და დამატებები:

1. მე-3 მუხ­ლის მე-80 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქ­ცი­ით:

„80. შენობა-ნაგებობების შეკეთება (რემონტი, აღჭურ­ვა/მო­პირ­კე­თება) – შენობა-ნაგებობების დეფექტების აღმოფხვრა, გა­უმ­ჯო­ბე­­­სე­ბა ან განახლება მზიდი კონსტრუქციებისა და ექსტერი­ერის შე­­უ­ცვლელად, ასევე საცხოვრებელ შენობა-ნაგებობებში და­მონტაჟე­ბული ელექტრომექანიკური მოწყობილობის (ლიფტის) შემად­გე­ნელი ამორტიზებული ან მწყობრიდან გამოსული საამ­წყობო (მზი­დი, მექანიკური, ელექტრული) ნაწილების შეცვლა ან/და შე­კეთება, რაც უზრუნველყოფს მოწყობილობის სამუშაო რე­­­სურსის გაგრძე­ლე­ბას ტექნიკური მახასიათებლების შეუცვ­ლე­ლად.“.

2. 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ბ.ა) ამ დადგენილების 67-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვე­პუნქტით განსაზღვრული შენობა-ნაგებობების მშენებლობისას – მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 5 ეტაპი;“;

ბ) „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ბ.ბ) ამ დადგენილების შესაბამისად განსაზღვრული III კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობისას, გარ­­და განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობით 1500 მ2-მდე და მიწის ზედაპირიდან 14 მ-მდე სიმაღლის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა – მინიმუმ 5 და მაქ­სიმუმ 10 ეტაპი;“.

3. 65-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამო­ყა­ლიბდეს ახალი რე­დაქციით:

„ვ) კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი არ­სებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით ან კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟისათვის ტრანშეის/თხრილის მოწ­ყობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი დამატებით საჭიროებს სანებართვო შე­ნობა-ნაგებობის მშენებლობას/მონტაჟს);“;

ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვე­პუნქტი:

„ი) ხაზობრივი ნაგებობები – III კატეგორიის გაზსადენი, III კატეგორიის წყალსადენი, III კატეგორიის წყალარინების მილი, III კატეგორიის ქუჩა, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზები.“;

გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„2. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული უფლება­მო­სი­ლია, მის სამოქმედო ტერიტორიაზე განსაზღვროს შესაბამისი ზო­ნები, პირობები და I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგე­ბო­ბა­თა სახეობები, რომელთა განთავსება/მშენებლობა მშენებლობის ნე­ბართვის ან/და ამ დადგენილების 66-ე მუხლით გათვალის­წი­ნე­ბუ­ლი პროცედურის გარეშე იქნება შესაძლებელი.“;

დ) მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, ხოლო ქ. თბილისში – ქ. თბილისის ადგილობრივი თვით­­მმართველობის აღ­მას­რულებელი ორგანო – ქ. თბილისის მთავრობა განსაზღვრავს კავშირგაბმულობის ხაზის გაყვანა/მონ­ტაჟისათვის და I კლასის ხაზობრივი ნაგებობების მშენებლობა/მონტაჟისათვის ამ დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწი­ნებული პროცედურების განხორციელებისათვის უფლებამოსილ ორ­განოს.“.

4. 66-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქ­ციით:

„4. კავშირგაბმულობის ხაზების (ქსელების) არსებულ საინ­ჟინრო-საკომუნიკაციო არხებში, შახტებსა და გვირაბებში, აგრეთ­ვე არსებულ ბოძებსა და ანძებზე, ასევე სხვა შენობა-ნაგებობებზე გაყვანის/მონტაჟისა და ტრანშეის გაყვანის შემთხვევაში განცხა­დებას თან უნდა დაერთოს:

ა) სამონტაჟო ტერიტორიის, მიწის ნაკვეთის ან/და არსებული საინჟინრო-საკომუნიკაციო ნაგებო(ბე)ბის მესაკუთრეთა ან/და ბი­ნის მესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის თანხმობა, საზო­გადოებრივი სივრცის გამოყენების შემთხვევაში – ასევე ადგი­ლობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანხმობა;

ბ) ელექტრონულ ფორმატში შესრულებული კავშირგაბ­მუ­ლო­ბის ხაზების (ქსელების) გაყვანის/მონ­ტაჟის ტრასის პროექტი;

გ) ტოპოგრაფიული რუკა არსებული ინფრასტრუქტურის ჩვე­ნებით.“;

ბ) მე-6 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. I კლასის ხაზობრივი ნაგებობების მშენებლობა/მონტაჟის შემთხვევაში განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) მიწისქვეშა ხაზობრივ ნაგებობათა მშენებლობა/მონტაჟის შემთხვევაში: ხაზობრივი ნაგებობების სქემატური ნახაზი, მისი ელექტრონული ვერსია UTM პროგრამაში, ჩაწერილი CD-ზე;

ბ) მიწისზედა ხაზობრივი ნაგებობების მშენებლობა/მონტაჟის შემთხვევაში: ხაზობრივი ნაგებობების გეგმა, მისი ელექტრონული ვერსია UTM პროგრამაში, ჩაწერილი CD-ზე, მიწისზედა კონს­ტრუ­ქ­ციების პროექტი;

გ) სამონტაჟო ტერიტორიის, მიწის ნაკვეთის ან/და არსებული ხაზობრივი ნაგებობ(ებ)ის მესაკუთრეთა ან/და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობა, საზოგადოებრივი სივრცის გამოყენების შემთხვევაში – ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს თანხმობა.“.

5. 67-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

6. 69-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

7. 70-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყა­ლიბ­დეს ახალი რედაქციით:

„ე) ამ დადგენილების 67-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვე­პუნქტით განსაზღვრულ შენობა-ნაგებობათა მშენებლობისას სამ­შენებლო დოკუმენტით გათვალისწინებული მშენებლობის ყოველი ეტაპის დასრულების შემდეგ ამ დადგენილებით განსაზღვრული წე­სით შეადგინოს მშენებლობის ეტაპის დასრულების ოქმი;“.

8. 71-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ვ) ხაზობრივი ნაგებობები – II კატეგორიის (ქალაქის ქუჩის ქსელი) წყალსადენი, II კატეგორიის წყალარინების მილი, III კატე­გორიის სამელიორაციო და საირიგაციო ნაგებობა, III კატეგორიის საავტომობილო გზა, II კატეგორიის ქუჩა;“.

9. 74-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყა­ლიბ­დეს ახალი რედაქციით:

„ე) სამშენებლო დოკუმენტით გათვალისწინებული მშენებ­ლო­ბის ყოველი ეტაპის დასრულების შემდეგ ამ დადგენილებით გან­საზღვრული წესით შეადგინოს მშენებლობის ეტაპის დასრუ­ლების ოქმი (გარდა განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საან­გარიშო ფართობით 1500 მ2-მდე და მიწის ზედაპირიდან 14 მ-მდე სი­მაღლის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა);“.

10. 89-ე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

     „მუხლი 89. მშენებლობის ეტაპის დასრულება

1. სანებართვო პირობებით გათვალისწინებული მშენებლობის ეტაპის დასრულებამდე შვიდი დღით ადრე ნებართვის მფლობელი ვალდებულია შეატყობინოს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმია­ნო­­ბაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესაბამის ორგანოს მშე­ნებლობის ეტაპის დასრულების შესახებ.

 2. მშენებლობის დასრულების შესახებ ოქმი დგება სამშე­ნებ­ლო მოედანზე წარმოებული სამუშაოების დათვალიე­რე­ბისა და სა­ნებართვო პირობებთან შესაბამისობის დადგენის სა­ფუძ­ვე­ლ­ზე.

3. თუ წარმოებული სამშენებლო სამუშაოები არ შეესა­ბა­მება სანებართვო პირობებს, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმია­ნო­ბაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს წარმომად­გე­ნელი გას­ცემს მიწერილობას „არქიტექტურულ-სამშენებლო საქმია­­ნობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართვე­ლოს კანონით დადგენილი წესით.

4. მშენებლობის ეტაპის დასრულების შესახებ ოქმს ხელს აწერს დამკვეთი, მენარდე ან/და მათი საამისოდ უფლებამოსილი წარ­­მომადგენელი და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სა­­ხელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს წარმომადგენელი.

5. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზე­დამხედველობის ორგანოს წარმომადგენლის დაუსწრებლობის შემთხვევაში, მშენებლობის დასრულების შესახებ ოქმი დგება დამ­კვეთის, მენარდის ან/და მათი საამისოდ უფლებამოსილი წარ­მომადგენლების მიერ, რაც წერილობითი სახით დაუყოვ­ნებლივ უნ­და წარედგინოს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სა­ხელმწიფო ზედამხედველობის შესაბამის ორგანოს და მხოლოდ ამ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ წარმოადგენს იგი იური­დიუ­ლი ძალის მქონე დოკუმენტს.

6. აღნიშნული მუხლი არ ვრცელდება III კლასს მიკუთვ­ნე­ბული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობით 1500 მ2-მდე და მიწის ზედაპირიდან 14 მ-მდე სიმაღლის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და II კლასს მიკუთვ­ნებულ შენობა-ნაგებობებზე, გარდა ამ დადგენილების 67-ე მუხ­ლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შენობა-ნა­გე­ბო­ბებისა.“.

11. 95-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. III კლასს მიკუთვნებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობით 1500 მ2-მდე და მიწის ზე­დაპირიდან 14 მ-მდე სიმაღლის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახ­ლებისა და დადგენილების 67-ე მუხლით გათვალისწინებული შე­ნობა-ნაგებობის ვარგისად აღიარება (ექსპლუატაციაში მიღება) ხორციელდება სამშენებლო დოკუმენტაციის შესაბამისად, გარდა 67-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა.“.

12. 991 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

13. 991 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 992 მუხ­ლი:

    მუხლი 992. საცხოვრებელ შენობა-ნაგებობებში დამონტაჟე­ბული ელექტრო­მე­ქა­ნიკური მოწყობილობის (ლიფტის) შემადგე­ნელი ამორტი­ზე­ბუ­ლი ან მწყობრიდან გამოსული საამწყობო (მზი­დი, მექანი­კური, ელექტრული) ნაწილების შეცვლა ან/და შე­კე­­თება

საცხოვრებელ შენობა-ნაგებობებში დამონ­ტაჟე­ბუ­ლი ელექ­ტრო­მექანიკური მოწყობილობის (ლიფტის) შემადგენელი ამორ­ტიზებული ან მწყობრიდან გამოსული საამწყობო (მზიდი, მე­ქა­ნიკური, ელექტრული) ნაწილების შეცვლის ან/და შეკეთების შემ­თხვევაში უნდა შედგეს სსიპ – საქართველოს ტექნიკური ზე­დამ­ხედ­ველობის სახელმწიფო ინსპექციის, შეკეთების განმახორ­ციე­ლე­ბელი სპეციალიზებული სამსახურისა და შესაბამისი ად­გი­ლობ­რივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილი წარ­მომად­გენლის მიერ დამოწმებული ლიფტის გამოცდის აქტი, რისთვისაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლე­ბა­­მოსილი წარმომადგენელი ვალდებულია, სამუშაოს დასრუ­ლე­ბა შეატყობინოს სსიპ – საქართველოს ტექნიკური ზედამ­ხედვე­ლო­ბის სახელმწიფო ინსპექციას.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

    მუხლი 3

დადგენილების პირველი მუხლის პირველი და მე-13 პუნქტები ძალაშია „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესა­ხებ“ საქარ­თველოს კანონის ამოქმედებამდე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური