„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის N10-16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 15-51
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/03/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/03/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/08/2019
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.101.016495
15-51
06/03/2018
ვებგვერდი, 07/03/2018
010260030.35.101.016495
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის N10-16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15-51

2018 წლის 6 მარტი

ქ. თბილისი

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მეორე პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის N10-16 (ვებგვერდი  www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი 16/01/2018, სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.101.016473)  დადგენილებაში  შევიდეს  შემდეგი ცვლილება და დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 2

ამ დადგენილების ამოქმედებიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ურბანული განვითარების მიმართულებით მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებებთან დაკავშირებით უფლებამოსილ სამსახურად განისაზღვროს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური, ხოლო მიმდინარე სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით უფლებამონაცვლედ განისაზღვროს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე