„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის №2-51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის №2-51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2-157
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 15/03/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.023.016484
2-157
15/03/2018
ვებგვერდი, 15/03/2018
010240030.22.023.016484
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის №2-51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-157

2018 წლის 15 მარტი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის №2-51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის №2-51 ბრძანებაში (ვებგვერდი, 25/02/2014, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.032.016141) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დებულების“ მე-6 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,14. რისკის შეფასების სამსახურის ფუნქციებია:

ა) რისკის შეფასების ორგანიზება, რისკის მმართველებისათვის რეკომენდაციების მომზადება, კონსულტაციებისა და კომუნიკაციების განხორციელება:

ა.ა) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში;

ა.ბ) ვეტერინარიის სფეროში;

ა.გ) მცენარეთა დაცვის სფეროში;

ბ) რისკის შეფასებასთან დაკავშირებული, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე ხელმისაწვდომი მეცნიერული და ტექნიკური ინფორმაციის მოძიება და ანალიზი;

გ) რისკის შეფასების მეთოდოლოგიების მოძიება და დანერგვის ხელშეწყობა;

დ) რისკის შეფასების ანგარიშის (დასკვნა-რეკომენდაციები) მომზადება;

ე) ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანოსთან (EFSA) ეროვნული საკონტაქტო პირის სტატუსით თანამშრომლობა;

ვ) რისკის შეფასების სფეროში ინსტიტუციური გაძლიერებისა და შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ორგანიზებულ პროგრამებში, სემინარებსა და პროექტებში მონაწილეობა;

ზ) რისკის შეფასების პროცესებისა და შედეგების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;

თ) რისკის მართვაზე პასუხისმგებელ ორგანოებთან თანამშრომლობა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი