„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/03/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.132.016379
31
16/03/2018
ვებგვერდი, 21/03/2018
010250050.35.132.016379
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №31

2018 წლის 16 მარტი

ქ. ბათუმი

 

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-4 მუხ­­ლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის და „ნორმა­ტი­ული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბა­თუ­მის მუნი­ციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

მუხლი 1
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს №29 დადგენილებაში (საქ­ა­რ­თ­ველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თა­რიღი: 01/09/2014, სა­რეგისტრაციო კოდი: 010250050.35.132. 016225) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლი­ლე­ბა:

ა) დადგენილების პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ბაგრატიონის პირველი ადმინისტრა­ციუ­ლი ერთეული;“;

 ბ) დადგენილების პირველ პუნქტს „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის „დ1“ ქვეპუნქტი:

 „დ1) ბაგრატიონის მეორე ადმინისტრა­ციუ­ლი ერთეული;“;

 გ) დადგენილების მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა) ძველი ბათუმის ადმინისტრა­ციუ­ლი ერთეული – 26 მაისისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთიდან ზუბალაშვილისა და 26 მაისის ქუჩების კვეთამდე კენტ მხარეს; ზუბალაშვილისა და 26 მაისის ქუჩების კვეთიდან ვაჟა-ფშაველასა და ზუბალაშვილის ქუჩების კვეთამდე კენტ მხარეს; ზუბალაშვილისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთიდან ნინოშვილისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთამდე კენტ მხარეს; ნინოშვი­ლი­სა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთიდან ზღვის სანაპირო ზოლის ჩათვლით გო­გე­ბაშ­ვი­ლისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთამდე; გოგებაშვილისა და ჭავჭა­ვა­ძის ქუჩების კვეთიდან ჭავ­ჭა­ვა­­ძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთამდე ჭავჭავაძის ქუჩის ლუწ მხარეს შორის არსებული ტე­რი­ტორია.

ბ) რუსთაველის ადმინისტრა­ციუ­ლი ერთეული – ტბელ აბუსერიძისა და ჯავახიშვილის ქუ­ჩე­ბის კვეთიდან შ. ხი­მ­შიაშვილისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთამდე ჯავახიშვილის ქუჩის კენტ მხა­რეს; შ. ხიმშიაშვი­ლისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთიდან ზღვის სანაპირო ზოლის ჩათვ­ლით ვაჟა-ფშაველასა და ნინოშვილის ქუჩების კვეთამდე; ნინოშვილისა და ვაჟა-ფშაველას ქუ­ჩე­ბის კვეთიდან ზუბალაშვილისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთამდე ლუწ მხარეს; ზუბალაშვი­ლისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთიდან ზუბალაშვილისა და 26 მაისის ქუჩების კვეთამდე ლუწ მხარეს; 26 მაისისა და ზუბალაშვილის ქუჩების კვეთიდან ჭავჭავაძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთამდე ლუწ მხარეს; 26 მაისისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთიდან ტბელ აბუსერიძისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთამდე ჭავჭავაძის ქუჩის ლუწ მხარეს და ტბელ აბუსერიძის ქუჩის კენტ მხარეს შორის არსებული ტერიტორია;

 დ) ბაგრატიონის პირველი ადმინისტრა­ციუ­ლი ერთეული – ჭავჭავაძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთიდან ბაქოსა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთამდე ჭავჭავაძის ქუჩის კენტ მხარეს; ბაქოსა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთიდან ბაქოსა და შავშეთის ქუჩების კვეთამდე ბაქოს ქუჩის ორივე მხარეს ზღვის სანაპირო ზოლის მხარეს; ბაქოსა და შავშეთის ქუჩების კვეთიდან შავშეთის, სერგი მესხისა და მამია ვარშანიძის ქუჩების კვეთამდე შავშეთის ქუჩის ლუწ მხარეს; შავშეთის, სერგი მესხისა და მამია ვარშანიძის ქუჩების კვეთიდან მამია ვარშანიძისა და სულაბერიძის ქუჩების კვეთამდე მამია ვარშანიძის ქუჩის ლუწ მხარეს; მამია ვარშანიძის და სულაბერიძის ქუჩების კვეთიდან სულაბე­რიძისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთამდე სულაბერიძის ქუჩის კენტ მხარეს; სულაბერიძისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთიდან ბაგრატიონისა და 26 მაისის ქუჩების კვეთამდე ბაგრატიონის ქუჩის ლუწ მხარეს; ბაგრატიონისა და 26 მაისის ქუჩების კვეთიდან ჭავჭავაძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთამდე 26 მაისის ქუჩის კენტ მხარეს შორის არსებული ტერიტორია.“.

 დ) დადგენილების მე-2 პუნქტს „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის „დ1“ ქვეპუნქტი:

 „დ1) ბაგრატიონის მეორე ადმინისტრა­ციუ­ლი ერთეული – ტბელ აბუსერიძისა და გენ. ასლან აბაშიძის ქუჩების კვეთიდან ჭავჭავაძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთამდე ტბელ აბუსერიძის ქუჩის ლუწ და ჭავჭავაძის ქუჩის კენტ მხარეს; ჭავჭავაძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთიდან 26 მაისისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთამდე ლუწ მხარეს; ბაგრატიონისა და 26 მაისის ქუჩების კვეთიდან ბაგრატიონისა და გენ. ასლან აბაშიძის ქუჩების კვეთამდე ლუწ მხარეს; ბაგრატიონისა და გენ. ასლან აბაშიძის ქუჩების კვეთიდან ტბელ აბუსერიძის და გენ. ასლან აბაშიძის ქუჩების კვეთამდე გენ. ასლან აბაშიძის ქუჩის ლუწ მხარეს შორის არსებული ტერიტორია.“;

 ე) დადგენილებას მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის „21“ პუნქტი:

„21. დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საზ­ღვრების სქემატური რუკა, თანახმად დანართისა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესულიკო თებიძე