„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №747 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №747 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 42
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 26/03/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/03/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 04/02/2019
სარეგისტრაციო კოდი 140010000.22.034.016734
42
26/03/2018
ვებგვერდი, 27/03/2018
140010000.22.034.016734
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №747 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №42

2018 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №747 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის  „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №747 ბრძანებაში (ვებგვერდი, 30/09/2015, სარეგისტრაციო კოდი: 140010000.22.034.016484) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 მუხლი:

მუხლი 15

1. მართლწესრიგის ოფიცრის ფუნქციებია:

ა) ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;

ბ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე ადმინისტრაციული რეაგირება;

გ) არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულის, ბავშვთა უმეთვალყურეობის, აგრეთვე დისკრიმინაციული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის პრევენციის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება;

დ) არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებით პრევენციულ ღონისძიებებში მონაწილეობა;

ე) საჭიროების შემთხვევაში და კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, არასრულწლოვანთა მიმართ გადამისამართების მექანიზმის გამოყენება;

ვ) ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვა;

ზ) დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილების მიზნით პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება;

თ) კომპეტენციის ფარგლებში სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული პრობლემების/საჭიროებების იდენტიფიცირება და მათზე პროაქტიული რეაგირება.

2. თავის სამოქმედო ტერიტორიაზე მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენციაა:

ა) დანაშაულისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტების აღმოსაფხვრელად, პრევენციაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება, მათ შორის:

ა.ა) პრევენციული ღონისძიებების განხორციელება იდენტიფიცირებულ მიზნობრივ ჯგუფებთან (სხვადასხვა სახის აქტივობები ბავშვებთან, ძალადობის მსხვერპლებთან, საგანმანათლებლო ღონისძიებები სკოლებში და ა. შ.);

ა.ბ) დანაშაულის ჩადენის ხელშემწყობი ფაქტორების იდენტიფიცირება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ა.გ) ქვეითად პატრულირება;

ა.დ) კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივ საკითხებთან, აგრეთვე სხვადასხვა საპოლიციო და სამოქალაქო სერვისთან დაკავშირებით მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება;

ა.ე) ერთობლივი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით სოციალურ სამსახურებთან, სკოლებთან, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან ან/და სხვა სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა;

ბ) დანაშაულზე ან/და სხვა სამართალდარღვევაზე წასწრებისას, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი ღონისძიებების (შემთხვევის ადგილის დაცვა, დაკავება, პირადი ჩხრეკა/პირადი გასინჯვა) განხორციელება; 

გ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირების, მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად:

გ.ა) შემაკავებელი, აგრეთვე იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერის გამოცემა და ორდერით გათვალისწინებული პირობების შესრულების მონიტორინგი;

გ.ბ) ძალადობის რისკის შეფასების მექანიზმის დანერგვა-განხორციელება;

გ.გ) არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში სოციალური მუშაკის მიერ  არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება;

გ.დ) პენიტენციური დაწესებულების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის დაუყოვნებლივ შეტყობინება მის მიმართ ძალადობის ჩამდენი პირის (მოძალადის) პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევის, პატიმრობის კოდექსის 27-ე მუხლით დადგენილი წესით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, აგრეთვე პატიმრობის კოდექსის 716 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გასვლის შესახებ;

ე) სახელმწიფო უწყებებთან და პოლიციის სხვა დანაყოფებთან მჭიდრო თანამშრომლობა დანაშაულისა და სამართალდარღვევის პრევენციისათვის სხვადასხვა სახის პროგრამების, ინიციატივებისა და ღონისძიებების დაგეგმვასთან და განხორციელებასთან დაკავშირებით;

ვ) ნარკოდანაშაულის შესახებ ინფორმაციის ფლობა, ნარკომანიის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ზომების მიღება და პრევენციული ხასიათის ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება;

ზ) სამეზობლო კონფლიქტებზე ადმინისტრაციული რეაგირება, მათი თავიდან აცილების მიზნით შესაბამისი პრევენციული პროგრამების/ინიციატივების დაგეგმვა და განხორციელება;

თ) გადაუდებელი ზომების მიღება პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ პირი საფრთხეს უქმნის საკუთარ თავს ან გარშემომყოფთ;

ი) საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისათვის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტებზე რეაგირების მიზნით პოლიციის სხვა დანაყოფებთან თანამშრომლობა და მათთან ერთად კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებში მონაწილეობა;

კ) ინფორმაციის ფლობა სამოქმედო ტერიტორიაზე მყოფ იმ პირთა შესახებ, რომლებსაც ჩადენილი აქვთ დანაშაული ან/და სამართალდარღვევა, ასევე, იმ პირთა შესახებ, რომელთაც დაწესებული აქვთ სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვები;

ლ) სამოქმედო ტერიტორიაზე ვითარების (მათ შორის, დემოგრაფიული, სოციალური, დაზიანებული უბნები და ა. შ.) ანალიზი და კრიმინოგენური ინფორმაციის ფლობა, აღნიშნული ინფორმაციის შეყვანა სხვადასხვა საინფორმაციო ბაზაში, აგრეთვე დანაშაულის სტატისტიკის შესახებ ინფორმაციის ფლობა და ანალიზი;

მ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 172-ე და 1761 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების მიღება;

ნ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟებისა და ფუნქციონირების ვალდებულების შესრულების კონტროლი და კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების მიღება;

ო) იმ პირთა ადგილსამყოფლის დადგენაში მონაწილეობა, რომლებიც თავს არიდებენ სამხედრო სამსახურში გაწვევას;

პ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.".

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია