„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 39/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 28/03/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.017498
39/ნ
28/03/2018
ვებგვერდი, 29/03/2018
430010000.22.022.017498
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №39/ნ

2018 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

 

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 210211, 21/02/2011; სარეგისტრაციო კოდი: 430010000.22.022.016055) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“:

ა) მე-15 მუხლის 91 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „92“ პუნქტი:

„92. აბიტურიენტმა, რომელსაც ზოგადი განათლება მიღებული აქვს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მათემატიკის, ისტორიის, გეოგრაფიის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და სამოქალაქო განათლების გამოცდის რუსულ ენაზე ჩაბარების სურვილი უნდა გამოთქვას შესაბამისი ერთიანი ეროვნული გამოცდის ჩატარების წლის პირველ მაისამდე.“;

ბ) 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ორი დამოუკიდებელი გამსწორებლის მიერ, დამოუკიდებლად მინიმუმ ორჯერ და მეორე გასწორების შედეგად მიღებული ქულა საბოლოოა. პასუხების ფურცელში შემავალი ტესტური დავალების შეფასებაში ცენტრის მიერ დადგენილი სხვაობის შემთხვევაში შესაბამისი ტესტური დავალება იმავე წესით სწორდება განმეორებით.“;

გ) მე-15 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. აბიტურიენტს ამ მუხლის მე-7 პუნქტის ,,ბ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემების შეცვლის უფლება აქვს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების წლის 15 აგვისტოს ჩათვლით. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების წლის 15 აგვისტოს შემდეგ, აბიტურიენტის მიმართვის საფუძველზე ცენტრი ცვლილებას ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეცდომა დაშვებულია ცენტრის მიერ. თუ აბიტურიენტი ეროვნული გამოცდების ჩატარების წლის 17 აგვისტოს ჩათვლით არ მიმართავს ცენტრს, ძალაში რჩება საგანმანათლებლო პროგრამების ის რეიტინგული ჩამონათვალი, რომელიც ელექტრონულ მისამართზე ბოლოს გაეგზავნა აბიტურიენტს.“;

დ)  მე-40 მუხლის 30-ე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1-დ3“ ქვეპუნქტები:

„დ1) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო  პროგრამების აკრედიტაციის საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ, ან შეწყდება შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება, საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, ამ საგანმანათლებლო პროგრამაზე გამოცხადებული ადგილების რაოდენობა გამოიყენოს ანკეტაში მითითებულ სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე/პროგრამებზე აბიტურიენტთა მიღების მიზნით, რის შესახებაც საგანმანათლებლო დაწესებულება აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან  ან ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგენს დამატებით ინფორმაციას უკვე წარდგენილ ანკეტაში ადგილების რაოდენობის დასამატებლად. 

2) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ვალდებულია გადაამოწმოს ანკეტაში ასახული ინფორმაციის სისწორე და ანკეტის მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში დამოწმებული ანკეტა გადააგზავნოს ცენტრში;

3) ცენტრი ვალდებულია ამ პუნქტის „დ3“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპიუტერულად დამუშავებული ელექტრონული ინფორმაცია ასახოს ელექტრონულ ბაზაში და განათავსოს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე.“.

მუხლი 2. თუ „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანების  პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ მე-40 მუხლის 30-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საგანმანათლებლო  პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მიერ შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე, საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ მე-40 მუხლის 30-ე პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგინოს ამ ბრძანების ძალაში შესვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი