„საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2084-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/03/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 400010020.05.001.018797
2084-IIს
23/03/2018
ვებგვერდი, 05/04/2018
400010020.05.001.018797
„საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2(9), 1999 წელი, მუხ. 13) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 56-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. საქართველოს საზღვაო სივრცისა და სანაპიროს დაბინძურების თავიდან ასაცილებლად და ზღვის გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად შეიმუშავებს „შავი ზღვის დაცვის ეროვნულ საზღვაო სტრატეგიასა და ზღვის გარემოს კარგი ხარისხობრივი მდგომარეობის მიღწევის სამოქმედო პროგრამას“, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა და რომელიც უნდა განახლდეს 6 წელიწადში ერთხელ.“.

2. XI თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი“.

3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 691 მუხლი:

„მუხლი 691. გარდამავალი დებულება

საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 1 სექტემბრამდე დაამტკიცოს ამ კანონის 56-ე მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული „შავი ზღვის დაცვის ეროვნული საზღვაო სტრატეგია და ზღვის გარემოს კარგი ხარისხობრივი მდგომარეობის მიღწევის სამოქმედო პროგრამა“.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

23 მარტი 2018 წ.

N2084-IIს