„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 11 თებერვლის №103 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 11 თებერვლის №103 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 46
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 02/04/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016738
46
02/04/2018
ვებგვერდი, 02/04/2018
140130000.22.034.016738
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 11 თებერვლის №103 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №46

2018 წლის 2 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 11 თებერვლის №103 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის,  24-ე მუხლის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 11 თებერვლის №103  ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 11/02/2015,  სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016411) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1-მ4“ ქვეპუნქტები:

„მ1) ინტერპოლის გენერალურ სამდივნოსთან, ინტერპოლის წევრი ქვეყნების ეროვნულ ცენტრალურ ბიუროებთან და სხვა სამართალდამცავ უწყებებთან მუდმივი კავშირის უზრუნველყოფა;

2) საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან სამართალდაცვით სფეროში ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ოპერატიული თანამშრომლობის უზრუნველყოფა;

3) საერთაშორისო მასშტაბით დანაშაულის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მის წინააღმდეგ ბრძოლა;

4) ევროპოლთან და ევროპოლის მეშვეობით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შესაბამის სამსახურებთან ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის განხორციელება;“.

2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1-ლ6“ ქვეპუნქტი:

„ლ1) სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო ოპერატიული თანამშრომლობის ფარგლებში ოპერატიული ინფორმაციის გაცვლა;

2) დანაშაულის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით ინტერპოლის გენერალურ სამდივნოში და მისი წევრი ქვეყნების ეროვნულ ცენტრალურ ბიუროებში საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნებისა და შეტყობინებების გაგზავნა;

3) ინტერპოლის გენერალური სამდივნოდან და სხვა სახელმწიფოების ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროებიდან შეტყობინებებისა და ინფორმაციების მიღებისა და დამუშავების უზრუნველყოფა, მათი სამართალდამცავი ორგანოების შესასრულებლად გადაცემა, საჭიროების შემთხვევაში კომპეტენტური უწყების მიერ წარდგენილი მოთხოვნის შესრულებისათვის კოორდინაციის გაწევა;

4) საქართველოსა და ევროპოლს შორის გაფორმებული ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების შესაბამისად ევროპოლთან და ევროპოლის მეშვეობით ევროკავშირის წევრი ქვეყნების და ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა;

5) სუამ-ის (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვას რეგიონული ორგანიზაცია)  ფარგლებში მოქმედი შესაბამისი შეთანხმებების საფუძველზე თანამშრომლობის განხორციელება, ასევე სამართალდაცვით სფეროში მოქმედ სხვა რეგიონულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

6) 24/7 საკონტაქტო პუნქტის ფუნქციის განხორციელება ინტერპოლთან, ევროპოლთან და სუამ–თან თანამშრომლობის ფარგლებში.“.

3. მე-6 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრი (მთავარი სამმართველო);“.

4. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10. სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის (მთავარი სამმართველო) კომპეტენცია

სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრი (მთავარი სამმართველო):

ა) უზრუნველყოფს თანამშრომლობას ინტერპოლთან და უცხო ქვეყნების ეროვნული ცენტრალურ ბიუროებთან, საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან და შესაბამის უწყებებთან ინტერპოლის წესდებისა (კონსტიტუცია) და სხვა ნორმატიული აქტების  შესაბამისად;

ბ) უზრუნველყოფს ევროპოლთან და ევროპოლის მეშვეობით ევროკავშირის წევრი ქვეყნების და ევროპოლის ოპერატიული ან/და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობას საქართველოსა და ევროპოლს შორის გაფორმებული ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების შესაბამისად;

გ) უზრუნველყოფს სუამ-ის ფარგლებში თანამშრომლობას მოქმედი შეთანხმებების საფუძველზე, ასევე სამართალდაცვით სფეროში მოქმედ სხვა რეგიონულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას;

დ) უზრუნველყოფს სამართალდაცვით სფეროში ორმხრივი საერთაშორისო ოპერატიული თანამშრომლობის განხორციელებას საერთაშორისო ხელშეკრულებების, თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმებისა და საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად;

ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში პოლიციის ატაშეებისა და მეკავშირე ოფიცრების როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნას;

ვ) კოორდინაციას უწევს საზღვარგარეთის ქვეყნებში პოლიციის ატაშეებისა და მეკავშირე ოფიცრების აპარატის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის აუცილებელი მატერიალურ ტექნიკური საშუალებებითა და სამართლებრივი დოკუმენტაციით უზრუნველყოფას;

ზ) საზღვარგარეთის ქვეყნების სამართალდამცავ და უსაფრთხოების ორგანოებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარების, წარმოებისა და განვითარების მიზნით, სამინისტროს მიერ განსაზღვრული მიმართულებების შესაბამისად მონაწილეობს პოლიციის ატაშეებისა და მეკავშირე ოფიცრების საქმიანობის კოორდინაციაში;

თ) მონაწილეობას იღებს საზღვარგარეთის ქვეყნების სამართალდამცავ და უსაფრთხოების ორგანოებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობის გეგმების (პროგრამები) შემუშავებასა და მათ განხორციელებაში;

ი) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საქართველოში უცხო ქვეყნების სამართალდამცავ და უსაფრთხოების სფეროში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლებთან თანამშრომლობას და მათი სამინისტროს დანაყოფებთან კოორდინაციის ხელშეწყობას;

კ) ასრულებს 24/7 საკონტაქტო პუნქტის ფუნქციას ინტერპოლთან, ევროპოლთან და სუამ-თან თანამშრომლობის ფარგლებში;

ლ) უზრუნველყოფს უსაფრთხო კომუნიკაციის არხების გამართულ ფუნქციონირებას;

მ) უწევს დახმარებას და კოორდინაციას საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს უცხო ქვეყნის კომპეტენტურ სამსახურებთან ერთად საერთაშორისო დონეზე დამნაშავეობასთან ბრძოლაში;

ნ) დანაშაულის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, საზღვარგარეთის ქვეყნების სამართალდამცავ და უსაფრთხოების ორგანოებში, აგრეთვე სამართალდაცვით სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებში აგზავნის საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნებსა და შეტყობინებებს;

ო) უზრუნველყოფს საზღვარგარეთის ქვეყნების სამართალდამცავი და უსაფრთხოების ორგანოებიდან, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობასთან დაკავშირებით დეპარტამენტში შემოსული მოთხოვნების მიღებას, დამუშავებას, სამინისტროს მონაცემთა ბაზებში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შესაბამის რეაგირებას, აუცილებლობის შემთხვევაში აღნიშნული მოთხოვნების სხვა დანაყოფში/დაწესებულებაში შესასრულებლად გადაგზავნას, ასევე მათი შესრულების კოორდინაციასა და კონტროლს;

პ) უზრუნველყოფს სამართალდამცავი ორგანოებიდან საერთაშორისო თანამშრომლობის პროცესში მიღებული ინფორმაციის მონაცემთა ბაზებში ასახვის მიზნით სამინისტროს შესაბამისი დანაყოფისათვის მონაცემების მიწოდებას;

ჟ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ინტერპოლის გენერალური ასამბლეის, ევროპოლისა და სამართალდაცვით სფეროში მოქმედი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების რეალიზაციისათვის ხელშეწყობას;

რ) ახორციელებს საერთაშორისო სამართალდაცვით სფეროში მოქმედ რეგიონულ და მრავალმხრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარებას და განვითარებას, ინფორმაციის რეგულარულ გაცვლას, ერთობლივ ღონისძიებებში მონაწილეობას, სამინისტროს წარდგენას შეხვედრებსა და სამუშაო ჯგუფებში, სამინისტროს მიერ განსაზღვრული მიმართულებების შესაბამისად;

ს) ახორციელებს საზღვარგარეთის ქვეყნების სამართალდამცავ სტრუქტურებში მიმდინარე რეფორმების, აგრეთვე დამნაშავეობასთან ბრძოლის მეთოდიკისა და პრაქტიკის შესწავლას, განზოგადებას და სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენას;

ტ) მონაწილეობას იღებს საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში სამინისტროს მოსამსახურეების სამუშაო ვიზიტების დაგეგმვაში, ასევე კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვასა და მათ ადმინისტრაციულ-საპროტოკოლო უზრუნველყოფას;

უ) საერთაშორისო შეხვედრებისათვის მოხსენებების მომზადებას;

ფ) ახორციელებს მინისტრის მიერ განსაზღვრულ სხვა ამოცანებსა და კომპეტენციებს.“.

 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 30 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია