აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტში ცვლილების და დამატების შეტანის შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტში ცვლილების და დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 04/05/2018
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 010220020.34.059.016050
1
04/05/2018
ვებგვერდი, 04/05/2018
010220020.34.059.016050
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტში ცვლილების და დამატების შეტანის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის

დადგენილება №1

2018 წლის 4 მაისი

ქ. ბათუმი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 73-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, უმაღლესი საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2006 წლის 19 მაისის №4 დადგენილებით (გაზეთი „აჭარა“  23.05.2006 წ. №91) დამტკიცებულ რეგლამენტში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება და დამატება:
1. 11 მუხლის „ქ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ) უსკოს თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე განკარგულებით ამტკიცებს საშტატო ნუსხასა და ხარჯთაღრიცხვას;“.  

2. 11 მუხლს „შ“ პუნქტის შემდეგ დაემატოს „შ1“ პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შ1) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნების ერთდროულად ჩატარების შემთხვევაში განკარგულებით ცნობად იღებს საარჩევნო ოლქის მიერ ვადაგასული საარჩევნო დოკუმენტაციის განადგურების შესახებ აქტს;“.

მუხლი 2
ეს დადგენილება  შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი მიღებიდან  2 (ორი)  კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეპარმენ ჯალაღონია
კომისიის მდივანისოფიო კახაძე