დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №2 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №119 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 103 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/05/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/05/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/01/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100020020.22.038.017009 |
|
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №2 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №119 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №2 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №119 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31/08/2015, 100020020.22.038.016534) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სოციალური განყოფილება.“. 2. მე-7 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტები: „გ1) მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს ერთი სამუშაო დღისა, განხორციელებული საბუღალტრო-საფინანსო საქმიანობის შესახებ სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის წერილობითი ფორმით ინფორმირება, მათ შორის, მომხდარ საბუღალტრო მოვლენებზე დაწესებულების მიერ შექმნილი პირველადი დოკუმენტების გადაგზავნა; გ2) საჭიროებისამებრ, არანაკლებ კვარტალში ერთხელ, სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის საბუღალტრო სამმართველოს მიერ დაწესებულებაში გადაგზავნილი ანგარიშის (შესაბამისი ელექტრონული პროგრამიდან ექსპორტირებული მონაცემები – „რეპორტი“) შედარება და ხელმოწერით დადასტურება.“. 3. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. სოციალური განყოფილება სოციალური განყოფილების ფუნქციებია: ა) მსჯავრდებულის ბიო-ფსიქოსოციალური შეფასება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის შემუშავება, ინდივიდუალური გეგმის შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი კომპეტენციის ფარგლებში; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, მსჯავრდებულთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება პირობით ვადამდე გათავისუფლების, დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლისათვის, შეწყალების კომისიისა და სხვა შესაბამისი ორგანოებისათვის წარსადგენად; გ) მოშიმშილე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფნის პირობების შესახებ საქმის წარმოება; დ) კომპეტენციის ფარგლებში, ბრალდებულის/მსჯავრდებულის დახასიათების შედგენა; ე) კომპეტენციის ფარგლებში, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და მოქალაქეთა განცხადებების, მოთხოვნებისა და საჩივრების განიხილვა და მათზე რეაგირება; ვ) დაწესებულების ხელმძღვანელობისათვის პერიოდული, კვარტალური და წლიური ანგარიშების წარდგენა; ზ) მსჯავრდებულთა საჭიროებების შესწავლა, ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისა და თერაპიიის მიმართულებების განსაზღვრა, კულტურული, სპორტული, რელიგიური, შემეცნებითი, შრომითი და სხვა შესაბამისი საქმიანობის დაგეგმვა, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განათლების, მსჯავრდებულთა დასაქმებისა და რეაბილიტაციის პროცესის ხელშეწყობა/კოორდინაცია; თ) კომპეტენციის ფარგლებში, ბრალდებულებისათვის/მსჯავრდებულებისათვის, აგრეთვე მათი ახლო ნათესავებისათვის კონსულტაციების გაწევა; ი) კომპეტენციის ფარგლებში, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა მიერ დაწესებულების დროებით დატოვებასთან და დაწესებულებიდან ხანმოკლე გასვლასთან დაკავშირებული საქმისწარმოების განხორციელების უზრუნველყოფა; კ) სამეურნეო სამსახურში ჩარიცხვის მსურველ/ჩარიცხულ მსჯავრდებულებთან დაკავშირებული საქმისწარმოების განხორციელების უზრუნველყოფა; ლ) ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კანონით გათვალისწინებული უფლებების დაცვა, მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობა; მ) ფსიქოსოციალური სარეაბილიტაციო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა, კომპეტენციის ფარგლებში; ნ) მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია/რესოციალიზაციის მიზნით, ინდვიდუალური და ჯგუფური კონსულტაცია, აგრეთვე საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელშემწყობი პროგრამების დანერგვა ან/და განხორციელებაში მონაწილეობა; ო) მსჯავრდებულთა გათავისუფლებისთვის მზადების ხელშემწყობი პროგრამების დანერგვა და განხორციელება; პ) სპორტული, რელიგიური, კულტურული და სხვა სარეაბილიტაციო ღონისძიებების ორგანიზება; ჟ) მსჯავრდებულის რეაბილიტაციის/რესოციალიზაციის მიზნით, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სოციალური მომსახურეობის სააგენტოსთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – დანაშაულის პრევენციის ცენტრთან და სხვა შესაბამის სამსახურებთან ინფორმაციის გაცვლა და კოორდინაცია; რ) საგანმანათლებლო, პროფესიული, დასაქმების, სპორტული, რელიგიური, კულტურული, სოციალური და სხვა აქტივობების უზრუნველსაყოფად მსჯავრდებულთა საჭიროებების შეფასებაში და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელებაში მონაწილეობა, კომპეტენციის ფარგლებში; ს) სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ურთიერთობა და მათთან თანამშრომლობის მიზნით წინადადებების მომზადება; ტ) მოთხოვნის შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, მსჯავრდებულისათვის კონსულტაციის გაწევა; უ) თვითდაზიანებისაკენ მიდრეკილი ან სუიციდის რისკის მქონე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გამოვლენასა და მათთვის ფსიქოსოციალური დახმარების გაწევაში სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტისათვის ხელშეწყობა, აგრეთვე, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სუიციდის რისკის შესამცირებლად, დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილებისათვის სუიციდის რისკის არსებობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ფ) კომპეტენციის ფარგლებში, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება; ქ) ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის საბიბლიოთეკო მომსახურების გაწევა; ღ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.“. 4. მე-16 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნული მოსამსახურეები მსჯავრდებულის იდენტიფიცირებას ახორციელებენ პირადი საქმისა და მასზე დართული „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებული ცნობის მიხედვით, გამოკითხავენ მსჯავრდებულს და ადარებენ მის პასუხებს პირად საქმესა და ცნობაში მითითებულ მონაცემებთნ. 8. იდენტიფიცირების პროცესის დასრულების შემდეგ ოპერატიული მორიგე მსჯავრდებულის მიღების თაობაზე ხელს აწერს „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ მსჯავრდებულის გამყოლ ფურცელზე და იტოვებს დაწესებულებისთვის განკუთვნილ ეგზემპლარს.“. 5. 32-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმე იწარმოება „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.“. 6. 43-ე მუხლის მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „17. დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილება აწარმოებს ხანმოკლე პაემნის აღრიცხვის ბარათს (დანართი №12), რომელიც დახურვის შემდგომ ინახება ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეში.“. 7. 48-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 48. მსჯავრდებულის ვიდეოპაემანი შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში, მსჯავრდებულის ვიდეოპაემანი ხორციელდება „მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნით სარგებლობის წესის დამტკიცების თაობაზე“ მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.“. 8. 50-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 50. ბრალდებულის/მსჯავრდებულის რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების განხორციელება ბრალდებულის/მსჯავრდებულის რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობის და სასულიერო პირებთან შეხვედრის წესი განისაზღვრება „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობისა და სასულიერო პირებთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ“ მინისტრის ბრძანებით.“. 9. 83-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ადვოკატის მიერ იყოს წარმოდგენილი დისციპლინური დარღვევის საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, რომელიც ტარდება პატიმრობის კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელების გამოყენების შესახებ. ზეპირი მოსმენის დაწყებამდე ბრალდებულს/მსჯავრდებულს განემარტება საკუთარი ადვოკატის მოწვევის უფლება, რომელიც შესაბამისი თანხმობის მიღების შემთხვევაში ხორციელდება განმარტებიდან 3 საათის განმავლობაში. თუ დადგენილ ვადაში ადვოკატი არ გამოცხადდება, ბრალდებულს/მსჯავრდებულს მისი თანხმობით დაენიშნება საზოგადოებრივი ადვოკატი. თუ ბრალდებული/მსჯავრდებული უარს აცხადებს დასწრებაზე, ეს ფაქტი წერილობით ფიქსირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს ბრალდებული/მსჯავრდებული.“. 10. 90-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დისციპლინური პატიმრობის შეფარდებისა და მოხდის წესი, დისციპლინური პატიმრობის ვადა, დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების ტიპური ფორმა განსაზღვრულია პატიმრობის კოდექსის XV თავითა და „მსჯავრდებულის მიერ დისციპლინური პატიმრობის მოხდის წესის, მსჯავრდებულისათვის დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების ტიპური ფორმისა და მსჯავრდებულის მოძრაობის ბარათის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ მინისტრის ბრძანებით.“. 11. დანართი №11-ის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №12: „დანართი №12 ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხანმოკლე პაემნების აღრიცხვის ბარათი ბრალდებულის/მსჯავრდებულის გვარი ___________________________________ ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელი __________________________________ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მამის სახელი _____________________________ ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაბადების თარიღი _______________________ გასამართლებულია: ________________________________________________________________ ___________________________________________________________________________________ სასჯელის ვადა ___________________________________________________________________ სასჯელის დასაწყისი _______________________________________ სასჯელის დასასრული ______________________________________ განაჩენის აღსრულების დასაწყისი ____________________________ ტიპი/საშიშროების რისკი ____________________________________ ხანმოკლე პაემნის უფლების მქონე პირები
განხორციელებული პაემნების აღრიცხვა
№2 პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურის სახელი, გვარი, თანამდებობა და ხელმოწერა ________________________________________ ________________________________________“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები