„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №109 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №109 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 102
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 24/05/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/05/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 22/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 100020020.22.038.017008
102
24/05/2018
ვებგვერდი, 25/05/2018
100020020.22.038.017008
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №109 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №102

2018 წლის 24 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №109 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №109 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31/08/2015, 100020020.22.038.016524) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-10 მუხლისქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის1და2ქვეპუნქტები:

„გ1) მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს ერთი სამუშაო დღისა, განხორციელებული საბუღალტრო-საფინანსო საქმიანობის შესახებ სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის წერილობითი ფორმით ინფორმირება, მათ შორის, მომხდარ საბუღალტრო მოვლენებზე დაწესებულების მიერ შექმნილი პირველადი დოკუმენტების გადაგზავნა;

2) საჭიროებისამებრ, არანაკლებ კვარტალში ერთხელ, სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის საბუღალტრო სამმართველოს მიერ დაწესებულებაში გადაგზავნილი ანგარიშის (შესაბამისი ელექტრონული პროგრამიდან ექსპორტირებული მონაცემები – „რეპორტი“) შედარება და ხელმოწერით დადასტურება.“.

2. მე-15 მუხლის:

) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურე ოპერატიულ მორიგესთან ან მის თანაშემწესთან ერთად ახდენს ბრალდებულის/მსჯავრდებულის იდენტიფიცირებას პირადი საქმითა და მასზე დართული „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული ცნობის მიხედვით.“;

) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12.  ბრალდებულის/მსჯავრდებულის იდენტიფიცირების პროცესის დასრულების შემდეგ, ოპერატიული მორიგე ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიღების თაობაზე ხელს აწერს „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ ბრალდებულის/მსჯავრდებულის გამყოლ ფურცელს და იტოვებს დაწესებულებისთვის განკუთვნილ ეგზემპლარს.“.

3. 31- მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმე იწარმოება „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.“.

4. 44- მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილება აწარმოებს ხანმოკლე პაემნის აღრიცხვის ბარათს (დანართი №12), რომელიც დახურვის შემდგომ ინახება ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეში.“.

5. 49- მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობის და სასულიერო პირებთან შეხვედრის წესი განისაზღვრება „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობისა და სასულიერო პირებთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ“ ბრძანებით დადგენილი წესით.“.

6. 51- მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. დამცველის/ადვოკატის ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრის რიგითობის წესი განისაზღვრება „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ“ მინისტრის 2015 წლის 2 ნოემბრის №157 ბრძანებით.“.

7. მე-80 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ადვოკატის მიერ იყოს წარმოდგენილი დისციპლინური დარღვევის საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, რომელიც ტარდება პატიმრობის კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელების გამოყენების შესახებ. ზეპირი მოსმენის დაწყებამდე ბრალდებულს/მსჯავრდებულს განემარტება საკუთარი ადვოკატის მოწვევის უფლება, რომელიც შესაბამისი თანხმობის მიღების შემთხვევაში ხორციელდება განმარტებიდან 3 საათის განმავლობაში. თუ დადგენილ ვადაში ადვოკატი არ გამოცხადდება, ბრალდებულს/მსჯავრდებულს მისი თანხმობით დაენიშნება საზოგადოებრივი ადვოკატი. თუ ბრალდებული/მსჯავრდებული უარს აცხადებს დასწრებაზე, ეს ფაქტი წერილობით ფიქსირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს ბრალდებული/მსჯავრდებული.“.

8. 83- მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დისციპლინურსახდელდაუდებლად ითვლება პირი, რომელიც დისციპლინური სახდელის მოხდიდან 6 თვის განმავლობაში კვლავ არ ჩაიდენს დისციპლინურ დარღვევას. იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულს/მსჯავრდებულს დაეკისრება პატიმრობის კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახდელები, იგი დისციპლინურსახდელდაუდებლად ჩაითვლება, თუ დისციპლინური სახდელის მოხდიდან 1 წლის განმავლობაში კვლავ არ ჩაიდენს დისციპლინურ დარღვევას.“.

9. 86- მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დისციპლინური პატიმრობის შეფარდებისა და მოხდის წესი, დისციპლინური პატიმრობის ვადა, დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების ტიპური ფორმა განსაზღვრულია პატიმრობის კოდექსის XV თავითა და „მსჯავრდებულის მიერ დისციპლინური პატიმრობის მოხდის წესის, მსჯავრდებულისათვის დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების ტიპური ფორმისა და მსჯავრდებულის მოძრაობის ბარათის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ მინისტრის ბრძანებით.“.

10. დანართი №11-ის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №12:

 

 

დანართი №12

 

ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხანმოკლე პაემნების აღრიცხვის

ბარათი

 

ბრალდებულის/მსჯავრდებულის გვარი ___________________________________

 

ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელი __________________________________

 

ბრალდებულის/მსჯავრდებულის მამის სახელი _____________________________

 

ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაბადების თარიღი _______________________

 

გასამართლებულია: ____________________________________________________

 

____________________________________________________________________

 

სასჯელის ვადა _______________________________________________________

 

სასჯელის დასაწყისი _______________________________________

 

სასჯელის დასასრული ______________________________________

 

განაჩენის აღსრულების დასაწყისი ____________________________

 

ტიპი/საშიშროების რისკი ____________________________________

 

 

ხანმოკლე პაემნის უფლების მქონე პირები

 

სახელი და გვარი

ნათესაური კავშირი

პირადიდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

განხორციელებული პაემნების აღრიცხვა

პაემნის განხორციელების თარიღი

პაემნის სახე

(კუთვნილი, წახალისებით)

გვარი, სახელი, მამის სახელი

ნათესაური კავშირი

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის №

დაწესებულების მოსამსახურის ხელმოწერა

შენიშვნა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

№3 პენიტენციური დაწესებულების

სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების

უფლებამოსილი მოსამსახურის

სახელი, გვარი, თანამდებობა და ხელმოწერა

_____________________________________

_____________________________________“.

 

მუხლი 2
ეს ბძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი