„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/05/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/06/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.127.016291
18
30/05/2018
ვებგვერდი, 05/06/2018
010250050.35.127.016291
„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2018 წლის 30 მაისი

ქ. ზესტაფონი     

 

,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონისადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა  და   ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №1  (სსმ, ვებგვერდი, 25/01/2018წ, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.127.016274) დადგენილებაში, კერძოდ, დადგენილების დანართი №1-ში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის  ,,ვ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის, ტურიზმისა  და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური;“.

2. მე-11 მუხლის მე-7 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის, ტურიზმისა  და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა; ტურიზმის განვითარების, მასობრივი სპორტის ხელშეწყობის, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნისათვის ღონისძიებების გატარება. ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა. წინადადებების შემუშავება ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე; ადგილობრივი თვითმყოფადობის, შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და განვითარება; ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურის ძეგლთა მოვლა-შენახვა, რეკონსტრუქციასა და რეაბილიტაციასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება; მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული ბიბლიოთეკების, საკლუბო დაწესებულებების, კინოთეატრების, მუზეუმების, თეატრების, საგამოფენო დარბაზებისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების ფუნქციონირების უზრუნველყოფის და ახალი ობიექტების მშენებლობისათვის წინადადებების მომზადება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევახტანგ ღამბაშიძე