„გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 244
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/05/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.020559
244
22/05/2018
ვებგვერდი, 24/05/2018
300160070.10.003.020559
„გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №244

2018 წლის 22 მაისი

ქ. თბილისი

 

„გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №17 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/01/2014, 300160070.10.003.017608) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური პირობების ფორმა (დანართი №4);“.

2. დადგენილებით დამტკიცებულ „საწარმოო და არასაწარმო ობიექტების ჩამდინარე წყლების ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩაშვების ტექნიკურ რეგლამენტს“ (დანართი №1) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

3.  დადგენილებით დამტკიცებული „ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური რეგლამენტი“ (დანართი №2) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №2

ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური რეგლამენტი

1. ზედაპირული წყლის ობიექტებიდან წყლის ყოველი ამოღებისას ცალკეული წყალმოსარგებლე − ფიზიკური ან იურიდიული პირი, თუ იგი ახორციელებს სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის − საქსტატის 2016 წლის 28 ივლისის №10 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორით“ განსაზღვრული ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალით გათვალისწინებულ საქმიანობას და რომლის საქმიანობაც არ ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, ვალდებულია, შეიმუშაოს ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური პირობების  პროექტი, რომელსაც ითანხმებს  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფლებამოსილი პირი, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე − აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების −  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსი. ამასთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება −  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო ინფორმაციას შეთანხმებული „ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური პირობების“ თაობაზე აწვდის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს.

2. ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური პირობების შეთანხმების ვალდებულება აგრეთვე ვრცელდება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების (გარემოზე ზემოქმედების ნებართვის, გარემოსდაცვითი ნებართვის, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის) მფლობელ პირზე, რომელსაც საქმიანობაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების (გარემოზე ზემოქმედების ნებართვის, გარემოსდაცვითი ნებართვის, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის) გაცემის შემდგომ ეცვლება წყალაღების პირობები ან ესაჭიროება ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღება ისე, რომ არ იცვლება საქმიანობის საწარმოო ტექნოლოგია ან/და ექსპლუატაციის პირობები.

3. ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური პირობები დგინდება არა უმეტეს 5 წლის ვადით, ზედაპირული წყლის ობიექტის ჰიდროლოგიური პარამეტრების, წყალმოსარგებლის საქმიანობის სფეროსა და გამოყენებული წყლის ზედაპირული წყლის ობიექტში ჩაშვების პირობების გათვალისწინებით.

4. ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური პირობების ფორმა განსაზღვრულია დანართ №4-ით.

5. საკუთრების ნებისმიერი ფორმით არსებული წყალსამეურნეო სისტემიდან წყლის ამოღების პირობები განისაზღვრება აღნიშნული სისტემის მფლობელთან შეთანხმებით.

6. უფლებამოსილ პირთან ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების შეთანხმებული ტექნიკური პირობები გაუქმებულად ჩაითვლება ტექნიკური პირობების მოქმედების ვადის გასვლის ან ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების/პირობების არსებობის შემთხვევაში.

7. შეთანხმებული ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური პირობების გაუქმების საფუძველია:

ა) წყალმოსარგებლის შესაბამისი წერილობითი მიმართვა;

ბ) თუ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ინსპექტირებისას დადგინდა, რომ ადგილზე არსებული ფაქტობრივი მდგომარეობა არ შეესაბამება წყალმოსარგებლის მიერ ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური პირობების შეთანხმებისას წარდგენილ ინფორმაციას, კერძოდ, შეცვლილია წყლის აღების წერტილი ან/და გაზრდილია ამოღებული წყლის ოდენობა;

გ) წყალმოსარგებლის მოთხოვნის შემთხვევაში − თუ ხდება ამოღებული წყლის ოდენობის გაზრდა ან/და წყალაღების წერტილის შეცვლა.

8. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უფლებამოსილი პირის მიერ ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური პირობების გაუქმების შესახებ წყალმოსარგებლეს უნდა ეცნობოს 10 სამუშაო დღის ვადაში.

9. წყალმოსარგებლის მიერ ობიექტის გასხვისების ან სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში, ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური პირობების მფლობელმა ობიექტის გასხვისებიდან ან სარგებლობაში გადაცემიდან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში აღნიშნულის შესახებ წერილობით უნდა აცნობოს ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური პირობების შეთანხმებაზე უფლებამოსილ პირს.“.

4.  დანართი 4  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი 4

ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ტექნიკური პირობების ფორმა

 

შეთანხმებულია

________________________________________

________________________________________

(უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა)

______________________________

                   (უფლებამოსილი პირის ხელმოწერა)

რეგისტრაციის №----

„______“ „_____________“ 20____  წ.

პირობების მოქმედების ვადა ____________ 20____  წლამდე

 

ივსება სამინისტროს მიერ

 

ტ ე ქ ნ ი კ უ რ ი    პ ი რ ო ბ ე ბ ი

ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღებაზე

20___  20___   წლების პერიოდისათვის

წყალმოსარგებლის დასახელება: ________________________________________________

წყალმოსარგებლის იურიდიული მისამართი და ტელეფონის ნომერი:

___________________________________________________________________________

საქმიანობის განხორციელების ფაქტობრივი ადგილმდებარეობა, მისამართი:

____________________________________________________________________________

წყალსარგებლობის მიზანი: ­­­­­_____________________________________________________

გამოშვებული პროდუქციის რაოდენობა წელიწადში (ასეთის არსებობის შემთხვევაში):

________________________________________________

სამუშაო დღეების რაოდენობა/წელიწადში:__________________________________

სამუშაო საათების რაოდენობა/დღეში: ______________________________________

ზედაპირული წყლის ობიექტი, საიდანაც ხდება წყლის ამოღება __________________

წყლის ამოღების წერტილი (GPS კოორდინატები): _____________________________

ამოღებული წყლის რაოდენობა: __________________________________________

ათასი კუბ.მ

იანვარი

თებერვალი

მარტი

აპრილი

მაისი

ივნისი

ივლისი

აგვისტო

სექტემბერი

ოქტომბერი

ნოემბერი

დეკემბერი

სულ წელიწადში

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ზედაპირული წყლის ობიექტი, სადაც ხდება გამოყენებული წყლის ჩაშვება: _______________________

________________________________________________________________________

ჩაშვების  წერტილი (GPS კოორდინატები): _____________________________________________________

ჩაშვებული წყლის რაოდენობა: _______________________________________________________________

ათასი კუბ.მ

იანვარი

თებერვალი

მარტი

აპრილი

მაისი

ივნისი

ივლისი

აგვისტო

სექტემბერი

ოქტომბერი

ნოემბერი

დეკემბერი

სულ წელიწადში

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყალმოსარგებლე ობიექტის პასუხისმგებელი პირი

              

----------------------------------------------------------------------- 

(თანამდებობა)

 

----------------------------------------------------------------------

(სახელი და გვარი)

„-----------“ „---------------------------------“ 20---წ.

-------------------------------------------

(ხელმოწერა)

ბ.ა.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი