„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №985-№1187 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №985-№1187 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 298
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 09/08/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 010040000.22.033.017121
298
09/08/2018
ვებგვერდი, 10/08/2018
010040000.22.033.017121
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №985-№1187 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №985-№1187 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ერთობლივი ბრძანება №298-№88

2018 წლის 9-8 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №985-№1187 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №985-№1187 ერთობლივი ბრძანებით (სსმ III, №172, 31.12.2010) დამტკიცებულ წესის:
1.
მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. გაფორმების ეკონომიკური ზონის დანიშნულებით სხვა სატრანსპორტო საშუალებით (მათ შორის, კონტეინერით) გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების (შემოტანა/გატანის) აღრიცხვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით შესაძლებელია განხორციელდეს გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ.“.
2. მე-16 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საავტომობილო მიმოსვლის სასაზღვრო გამტარი პუნქტის (საბაჟო გამშვები პუნქტი – „სარფი“, „ყაზბეგი“, „წითელი ხიდი“, „ლაგოდეხი“) მიმართულებით გადაადგილებული №2 ან №3 კატეგორიის სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) პუნქტში გამოცხადებამდე, უნდა განთავსდეს შესაბამის სასაზღვრო გამტარ პუნქტთან განთავსებულ ავტოსადგომზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), გარდა ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა).“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 – 14 პუნქტები:

„11. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება არ ვრცელდება სტიქიური უბედურებების, ავარიების და კატასტროფების დროს საჭირო საქონლის, დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის, დიპლომატიური ფოსტისა და საკონსულო ვალიზას, „სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ“ ევროპული შეთანხმების (ADR) 3.2. თავის A ცხრილით გათვალისწინებული საქონლის, არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ტვირთის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) ოპერაციის ფარგლებში გადაადგილებული საქონლის გადამზიდავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში.

12. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის №II-04 და №II-05 დანართებით გათვალისწინებული საქონლის, ორგანოთერაპიისათვის განკუთვნილი ორგანოების, თერაპიული ან პროფილაქტიკური მიზნებისათვის განკუთვნილი ადამიანური ან ცხოველური წარმოშობის ნივთიერებების, მასობრივი ინფორმაციის შემცველი საქონლის, საფოსტო გზავნილების, ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებული საქონლის, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კუთვნილი/მფლობელობაში არსებული საქონლის გადამზიდავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილება ხორციელდება პრიორიტეტული წესით, რაც ნიშნავს სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების სასაზღვრო გამტარი პუნქტის მიმართულებით გაშვებას სპეციალურ ავტოსადგომზე შესვლიდან არაუგვიანეს 2 საათისა.“.

13. ავტოსადგომზე ავტოსატრანსპორტო საშუალების შესვლისას ავტომატურად (ნომრის ამომცნობი სპეციალური ვიდეოკამერით) ხორციელდება სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომრის იდენტიფიცირება, მონაცემთა ბაზაში გადამოწმება და პრიორიტეტულად გადასაადგილებლის სტატუსის მინიჭება.

14. განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქონლის გადაზიდვისას, რომელიც, მისი სახეობის გათვალისწინებით, არ განიხილება პრიორიტეტულად გადასაადგილებელ საქონლად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ავტოსატრანსპორტო საშუალების პრიორიტეტული წესით გაშვება, „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ სათანადო აღნიშვნის შემდეგ.“;

გ)
მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ავტოსადგომზე შესვლისას, შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობის მეშვეობით მძღოლზე გაიცემა ქვითარი, სადაც მითითებული იქნება სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომერი, ავტოსადგომზე შესვლის თარიღი და დრო, აგრეთვე რიგის ნომერი და ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალების პრიორიტეტის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკური ან სხვა მიზეზის გამო შეუძლებელია ქვითრის ამობეჭდვა, აღნიშნული მონაცემები მიეთითება შესაბამის ფურცელზე და დამოწმდება ავტოსადგომის თანამშრომლის მიერ. ამასთან, ავტოსადგომის ადმინისტრაცია ვალდებულია აღნიშნული ქვითარი/შესაბამისი ფურცელი გასცეს მხოლოდ ავტოსადგომზე შესულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე.“;
დ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ ასახული მონაცემების გამოყენებით განისაზღვრება ავტოსატრანსპორტო საშუალების ავტოსადგომიდან გასვლის დრო, რის თაობაზეც მძღოლს ეცნობება ავტოსადგომში დამონტაჟებული სპეციალური მონიტორის საშუალებით და ავტოსადგომის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ.“;

ე) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 – მე-12 პუნქტები:

„8. ავტოსატრანსპორტო საშუალება ავტოსადგომიდან უნდა გავიდეს ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული გასვლის დროიდან არა უგვიანეს 30 წუთისა. თუ სატრანსპორტო საშუალების ავტოსადგომიდან გასვლა აღნიშნულ ვადაში ვერ ხერხდება, შესაძლებელია ვადის გაგრძელება არაუმეტეს 6 საათამდე, ხოლო თუ ამ ვადაშიც არ დატოვებს ავტოსადგომის ტერიტორიას, ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება რიგის ნომრის თავიდან მინიჭებას.

9. ავტოსადგომიდან გასული ავტოსატრანსპორტო საშუალება სასაზღვრო-გამტარ პუნქტში უნდა გამოცხადდეს არაუგვიანეს 1 საათისა, ხოლო ავარიის ან დაზიანების შემთხვევაში (რაც დასტურდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტით) – დაზიანების აღმოფხვრისთანავე. წინააღმდეგ შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება შესაბამისი ავტოსადგომის მიმართულებით გადამისამართებას და რიგის ნომრის თავიდან მინიჭებას.

10. სასაზღვრო გამტარ პუნქტში სატრანსპორტო საშუალების გამოცხადებისას მძღოლი ვალდებულია თან იქონიოს და საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში  – წარადგინოს ავტოსადგომში გაცემული ქვითარი.

11. როდესაც დაუძლეველი ძალის მოქმედების (მათ შორის, საქართველოს ან მოსაზღვრე ქვეყნის სასაზღვრო გამტარ პუნქტზე არსებული შეფერხების) გამო ვერ ხერხდება სასაზღვრო გამტარ პუნქტში გამოცხადებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გაშვება, ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება შესაბამისი ავტოსადგომის მიმართულებით გადამისამართებას ქვითარზე მითითებული რიგის ნომრის შენარჩუნებით, რის თაობაზეც ეცნობება მძღოლს, ხოლო თუ მოსაზღვრე ქვეყნის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესვლა ხორციელდება შეზღუდული რაოდენობით, რიგითობის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლებელია მიღებულ იქნეს საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსის/მისი მოადგილის მიერ.

12. ავტოსადგომსა და სასაზღვრო გამტარ პუნქტზე შექმნილი ტექნიკური ან/და პროგრამული ხარვეზის შემთხვევაში, სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების შეუფერხებლად გაშვების მიზნით, ავტოსადგომის ადმინისტრაცია ვალდებულია:

ა) ნომრის ამომცნობი ვიდეოკამერის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებების „საბაჟო-გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების შეყვანა;

ბ) შლაგბაუმის გაუმართაობის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტოსადგომზე შესვლა- გამოსვლის დარეგულირება;

გ) ავტოსადგომში დამონტაჟებული სპეციალური მონიტორის დაზიანების შემთხვევაში, რიგის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს მძღოლს;

დ) ლოკალური სერვერის ან ინტერნეტთან კავშირის გათიშვის შემთხვევაში ნებისმიერი ინფორმაცია აღრიცხოს შესაბამის ჟურნალში და მიაწოდოს საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილ პირს. ხარვეზის აღმოფხვრისთანავე, სატრანსპორტო საშუალების შესახებ ჟურნალში აღრიცხული ინფორმაცია შეიტანოს „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში;

ე) უზრუნველყოს სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობებისა და კომპიუტერების მუდმივ სამუშაო რეჟიმში ყოფნა და ელექტროენერგიის მუდმივი მიწოდება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია