დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს ზედაპირული წყლების დაბინძურებისაგან დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №425 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 270 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 29/05/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/06/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.020585 |
|
„საქართველოს ზედაპირული წყლების დაბინძურებისაგან დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №425 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ზედაპირული წყლების დაბინძურებისაგან დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №425 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/01/2014, 300160070.10.003.017650) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:
1. მე-3 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. იმ ობიექტებისა და ნაგებობებისათვის, სადაც რეალურად არსებობს ავარიების საშიშროება (ნავთობ და პროდუქტსადენები, ნავთობ და პროდუქტსაცავები, ნავთობის ჭაბურღილები და სხვა), უნდა იქნეს შემუშავებული და განხორციელებული ავარიების საწინააღმდეგო ღონისძიებები, აგრეთვე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან (შემდგომში − სამინისტრო) შეთანხმებული მოსალოდნელი ავარიების სალიკვიდაციო გეგმები.“. 2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კონტროლს წყლის დაცვაზე ახორციელებს თვით საწარმო-წყალმოსარგებლე (თვითკონტროლი), სახელმწიფო კონტროლს − სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ხოლო ზედაპირული წყლების სახელმწიფო მონიტორინგს ახორციელებს სამინისტროს სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტო.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები