„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების, მერიის საჯარო მოსამსახურეთა და მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 58
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/05/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/06/2018
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.123.016461
58
30/05/2018
ვებგვერდი, 07/06/2018
190020020.35.123.016461
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების, მერიის საჯარო მოსამსახურეთა და მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №58

2018 წლის 30 მაისი

ქ. ქუთაისი

„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების, მერიის საჯარო მოსამსახურეთა და მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების, მერიის საჯარო მოსამსახურეთა და მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №24 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23.01.2018, №190020020.35.123.016427), კერძოდ:

1. დადგენილების №2 დანართის პირველი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულში – საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – 5 ერთეული – თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 700 ლარი;“.

2. დადგენილების №2 დანართის მე-3 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწე – 1 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა  – 1100 ლარი;“.

3. დადგენილების №2 დანართის მე-5 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულში – ადმინისტრაციულ სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – 12 ერთეული, მათ შორის:

ა) ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი – 1 ერთეული, თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 1250 ლარი;

ბ) კურიერი – 1 ერთეული – თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 800 ლარი;

გ) ოპერატორი – 1 ერთეული – თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 900 ლარი;

დ) მეორად სტრუქტურულ ერთეულში – აუდიტის განყოფილებაში – 2 ერთეული – მათ შორის:

დ.ა) 1 ერთეული – თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 1250 ლარი;

დ.ბ) 1 ერთეული – თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 900 ლარი;

ე) მძღოლი – 1 ერთეული – თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 1250  ლარი;

ვ) სხვა პირები – 3 ერთეული – თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 700  ლარი;

ზ) მეორად სტრუქტურულ ერთეულში – ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების განყოფილებაში – 2 ერთეული – თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 900 ლარი;

თ) მეორად სტრუქტურულ ერთეულში – კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებაში – 1 ერთეული – თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 900 ლარი.“.

4. დადგენილების № 2 დანართის მე-7 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულში – არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – 2 ერთეული – თანამდებობრივი სარგოს ოდენობა – 900 ლარი;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენიკოლოზ ლატარია