„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 286
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/05/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/05/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 04/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 330130000.10.003.020601
286
31/05/2018
ვებგვერდი, 31/05/2018
330130000.10.003.020601
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №286

2018 წლის 31 მაისი

ქ. თბილისი

 

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში (სსმ, III ნაწილი, 2009 წელი, მუხლი 430)  შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1.  65-ე მუხლის მე-2  და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული უფლებამოსილია, მის სამოქმედო ტერიტორიაზე განსაზღვროს შესაბამისი ზონები, პირობები და I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობები, რომელთა განთავსება/მშენებლობა მშენებლობის ნებართვის ან/და ამ დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის გარეშე იქნება შესაძლებელი. ამ დადგენილების 66-ე მუხლის 71 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია, განსაზღვროს ისეთი პირობები, რომლებიც ითვალისწინებს უფრო მცირე ვადებს მშენებლობის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობისა და მისი განხორციელების შესაძლებლობის დადასტურებისათვის (ამ დადგენილების 66-ე მუხლის 71 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად).“.

„3. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების ასაშენებლად მშენებლობის ნებართვის საჭიროების თაობაზე (გარდა ამ დადგენილების 66-ე მუხლის 71 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), რაც გაიცემა II კლასის მშენებლობებისათვის დადგენილი წესით.“.

2.  66-ე მუხლის:

ა) 61 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სამონტაჟო ტერიტორიის, მიწის ნაკვეთის ან/და არსებული ხაზობრივი ნაგებობ(ებ)ის მესაკუთრეთა ან/და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობა, საზოგადოებრივი სივრცის გამოყენების შემთხვევაში – ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს თანხმობა (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის თანხმობის წარდგენა არ არის საჭირო ამ მუხლის 71 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში).“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო, 5 დღის ვადაში, წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე, წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობის/მონტაჟის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობასა და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას (გარდა ამ მუხლის 71 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა).“;

გ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

„71. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში I კლასის ელექტროგადამცემი ხაზის, გაზსადენის, წყალსადენის ან წყალარინების მილის მშენებლობისას არ არის სავალდებულო განცხადებას თან დაერთოს ადმინისტრაციული ორგანოს თანხმობა სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან საზოგადოებრივ სივრცეში ასეთი ხაზობრივი ნაგებობის განთავსების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტი   (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული  თანხმობის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანო) ვალდებულია, 5 დღის ვადაში დაადგინოს განცხადების შესაბამისობა და განცხადება, თანდართულ საბუთების ასლებთან ერთად, წარუდგინოს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს (მათ შორის, სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების მართვასა და განკარგვაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განკარგვაზე თავად არის უფლებამოსილი). სხვა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოში განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღის ვადაში. ასეთი მშენებლობის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობასა და მისი განხორციელების შესაძლებლობას ნებართვის გამცემი ორგანო წერილობით ადასტურებს განცხადების მიღებიდან 20 დღის ვადაში, წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ(ებ)ისა და სხვა ადმინისტრაციული ორგანო(ები)ს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 3
დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება ამ დადგენილების ამოქმედებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი