დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი კვლევით - საგანმანათლებლო პროგრამის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №226/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 82/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/06/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/06/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.017542 |
|
„შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №226/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №226/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 03/01/2012, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.016263) და ბრძანების:
1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების თაობაზე“; 2. საკონსტანტაციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გრანტების გაცემის წესის, საგრანტო კონკურსების დებულებებისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №131 დადგენილებისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,“. 3. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დამტკიცდეს სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი საგრანტო კონკურსის დებულება ამ ბრძანების დანართის შესაბამისად“. 4. პირველი პუნქტით დამტკიცებული სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი საგრანტო კონკურსის დებულება ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი საგრანტო კონკურსის დებულება
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი
|
1. ეს დებულება აწესრიგებს სსიპ –
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა (შემდგომში – ფონდი) და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) ერთობლივი საგრანტო კონკურსის (შემდგომში –
საგრანტო კონკურსის) განხორციელების, გრანტის გაცემისა და მონიტორინგის წესს.
2. საგრანტო კონკურსი გულისხმობს ცენტრში სამეცნიერო სტაჟირებას. 3. საგრანტო კონკურსის მიზანია: ა) გააღრმაოს გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობა და ცენტრში სამეცნიერო სტაჟირების გავლის გზით ხელი შეუწყოს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (შემდგომში – უნივერსიტეტები) მაგისტრანტებისა და დოქტორანტების კვალიფიკაციის ამაღლებას; ბ) საქართველოს უნივერსიტეტების მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის შესაძლებლობის მიცემა ცენტრის სამეცნიერო ბაზაზე განახორციელონ ფუნდამენტური და გამოყენებითი ხასიათის კვლევითი პროექტები; გ) ცენტრისათვის შესაძლებლობის მიცემა, მოიზიდოს საქართველოს უნივერსიტეტებიდან საუკეთესო მაგისტრანტები და დოქტორანტები სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებისათვის საჭირო კვლევების განსახორციელებლად; დ) ცენტრისა და გერმანიის სხვა სამეცნიერო დაწესებულებების (უნივერსიტეტების, ინსტიტუტების) მეცნიერებთან საქართველოს უნივერსიტეტების მაგისტრანტებისა და დოქტორანტების გრძელვადიანი თანამშრომლობის ხელშეწყობა. 4. ცენტრში სამეცნიერო სტაჟირების საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება საგრანტო პროექტები შემდეგ სამეცნიერო სფეროებში: ა) მათემატიკური მეცნიერებები; ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიები; გ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; დ) საინჟინრო მეცნიერებები; ე) სიცოცხლის შემსწავლელი და სამედიცინო მეცნიერებები. |
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტება |
ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს ამ დებულების მიზნებისათვის აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) გენერალური დირექტორი – ფონდის გენერალური დირექტორი, რომლის ფუნქციებში შედის დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცება და საჭიროების შემთხვევაში პროექტში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილების მიღება; ბ) გრანტის მიმღები – კონკურსში გამოვლენილი გამარჯვებული, დასაფინანსებლად დამტკიცებული პროექტის წამყვანი ორგანიზაცია, თანამონაწილე ორგანიზაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ძირითადი პერსონალი; გ) კონსორციუმი – საქართველოში ავტორიზებული იმ უნივერსიტეტების გაერთიანება, რომელთაც ცენტრთან აქვთ ხელმოწერილი ურთიერთანამშრომლობის შეთანხმება; დ) მიზნობრივი ანგარიში – საგრანტო ხელშეკრულებაში განსაზღვრული მაგისტრანტის/დოქტორანტის მიერ საგრანტო პროექტისთვის გახსნილი მიზნობრივი საბანკო ანგარიში, რომელზეც არ დაირიცხება სარგებელი და მოხდება გრანტის სახსრების ჩარიცხვა; ე) მონიტორინგი – საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგრანტო პროექტის შუალედური და საბოლოო პროგრამული და ფინანსური მონიტორინგის პროცედურა; ვ) საგრანტო პროექტი – მაგისტრანტის/დოქტორანტის მიერ დაფინანსების მოპოვების მიზნით, ამ დებულებითა და გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, ფონდში წარდგენილი საკონკურსო განაცხადი; ზ) პროექტის ბიუჯეტი – პროექტის განხორციელებისათვის საჭირო საგრანტო დაფინანსების საერთო ოდენობა ხარჯვის კატეგორიების მიხედვით; თ) საანგარიშო პერიოდი – საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც გრანტის მიმღები ახორციელებს გრანტის ხარჯვას და დასრულების შემდგომ წარუდგენს ფონდს შუალედურ/საბოლოო ანგარიშს; ი) საბოლოო ანგარიში – კვლევითი პროექტის ბოლო საანგარიშო პერიოდის დასრულების შემდეგ გრანტის მიმღების (მაგისტრანტების/დოქტორანტების) მხრიდან ფონდში წარდგენილი საგრანტო პროექტის პროგრამული და ფინანსური ანგარიშები; კ) საგრანტო ხელშეკრულება – გრანტის მიმღებსა და ფონდს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; ლ) საკონკურსო დოკუმენტაცია – ამ დებულებითა და გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დოკუმენტების ერთობლიობა, რომელთა წარდგენა აუცილებელია საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად; მ) ტრანში – საგრანტო პროექტის ბიუჯეტით განსაზღვრული, კონკრეტული საანგარიშო პერიოდისთვის გადასარიცხი/გადარიცხული სახსრები; ნ) შუალედური ანგარიში – საანგარიშო პერიოდის დასრულების შემდეგ გრანტის მიმღები მაგისტრანტების/დოქტორანტების მხრიდან ფონდში წარდგენილი პროგრამული და ფინანსური ანგარიშები. |
მუხლი 3.
საგრანტო კონკურსის ადმინისტრირება |
1. საგრანტო კონკურსს ადმინისტრირებას უწევენ ფონდი და ცენტრი ერთობლივად.
2. ცენტრში სამეცნიერო სტაჟირების მიმართულებით საგრანტო კონკურსის გამოცხადებასთან დაკავშირებით ფონდი და ცენტრი ერთობლივად უზრუნველყოფენ: ა) საგრანტო კონკურსის გამართვისა და საგრანტო პროექტების მიღების ვადების დადგენას; ბ) ცენტრსა და ფონდს შორის ურთიერთშეთანხმებით განსაზღვრული რაოდენობის გამარჯვებული საგრანტო პროექტების გამოვლენასა და ერთობლივ დაფინანსებას. 3. ცენტრში სამეცნიერო სტაჟირების საგრანტო კონკურსის გამოცხადებასთან დაკავშირებით ფონდი უზრუნველყოფს: ა) საგრანტო კონკურსის გამოცხადებასა და საგრანტო კონკურსის პირობებისა და მოთხოვნების დამტკიცებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; ბ) საგრანტო კონკურსის საჯაროდ გამოცხადებას; გ) საქართველოს უნივერსიტეტების მაგისტრანტთა და დოქტორანტთა საგრანტო პროექტების მიღებას; დ) საგრანტო პროექტების შესაბამისობის დადგენას საგრანტო კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან; ე) საგრანტო პროექტების ცენტრში გადაგზავნას; ვ) ცენტრის მიერ დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცებას; ზ) დაფინანსებული საგრანტო პროექტების ავტორებთან საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმებასა და საგრანტო პროექტების მონიტორინგს ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესის შესაბამისად. |
მუხლი 4.
სუბიექტები |
სამეცნიერო სტაჟირების საგრანტო კონკურსში საგრანტო პროექტის წარდგენის უფლება აქვთ საგრანტო კონკურსის გამოცხადების დღისათვის 30 წლამდე ასაკის:
ა) მაგისტრანტებს, რომლებიც განახორციელებენ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამისთვის საჭირო კვლევას ამ დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სამეცნიერო სფეროებში; ბ) დოქტორანტებს, რომლებიც განახორციელებენ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამისათვის საჭირო კვლევას ამ დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სამეცნიერო სფეროებში. |
მუხლი 5.
სამეცნიერო სტაჟირების საგრანტო კონკურსის პირობები და საგრანტო დაფინანსება |
1. სამეცნიერო სტაჟირების საგრანტო კონკურსი ითვალისწინებს ყოველწლიურად არაუმეტეს სამი მაგისტრანტისა და არა უმეტეს სამი დოქტორანტის სამეცნიერო სტაჟირების დაფინანსებას.
2. მაგისტრანტებისათვის დაფინანსებული სამეცნიერო სტაჟირების ხანგრძლივობა შესაბამისობაში უნდა იყოს საქართველოს უნივერსიტეტებში მათი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის კურიკულუმთან. 3. დოქტორანტებისათვის დაფინანსებული სამეცნიერო სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება 3 წლამდე ვადით. დაფინანსებულ დოქტორანტს უფლება აქვს სამეცნიერო სტაჟირების ვადა გააგრძელოს არაუმეტეს 6 თვისა, დამატებითი დაფინანსების მოთხოვნის გარეშე. ვადის გაგრძელება შეთანხმებული უნდა იყოს ფონდთან და ცენტრთან და უნდა ეფუძნებოდეს მიმღები კვლევითი ინსტიტუტისა და იმ უნივერსიტეტის ოფიციალურ მოთხოვნას, რომელშიც ირიცხება დოქტორანტი. ცენტრში სამეცნიერო სტაჟირების ჯამური ხანგრძლივობა არ უნდა იყოს წელიწადში 8 თვეზე ან/და სემესტრში 4 თვეზე ნაკლები. 4. საგრანტო კონკურსის მონაწილეებს ცენტრში უნდა ჰყავდეთ სამეცნიერო სტაჟირების სამეცნიერო ხელმძღვანელი. 5. საგრანტო კონკურსის ფარგლებში საგრანტო პროექტის ბიუჯეტი შესაძლოა ითვალისწინებდეს შემდეგ მუხლებს/ხარჯვით კატეგორიებს: ა) ფონდის მიერ ანაზღაურებად საერთაშორისო მგზავრობის ხარჯებს დანიშნულების ადგილამდე; წელიწადში მაქსიმუმ ორი ორმხრივი მგზავრობა საქართველოსა და გერმანიას შორის; ბ) ცენტრის მიერ ანაზღაურებად სამოგზაურო ხარჯებს, რომელიც დაფარავს ევროკავშირის ფარგლებში წელიწადში ერთ მოგზაურობას სამაგისტრო/სადოქტორო თემასთან შინაარსობრივად მჭიდროდ დაკავშირებულ სამეცნიერო ღონისძიებაზე დასასწრებად; გ) ცენტრში ყოფნის პერიოდში ყოველთვიურ ფიქსირებულ სტიპენდიას, რომელიც დაფარავს საცხოვრებელი ბინის, დაზღვევის, შიდა ტრანსპორტირების, კვებისა და სხვა ხარჯებს. 6. ცენტრში ყოფნის პერიოდში ყოველთვიური ანაზღაურება (სტიპენდია) მაგისტრანტებისათვის შეადგენს 900 ევროს ეკვივალენტს ლარში, ხოლო დოქტორანტებისათვის – 1400 ევროს ეკვივალენტს ლარში. 7. ყოველთვიური სტიპენდიის 50%-ს ფარავს ცენტრი, ხოლო 50%-ს – ფონდი. 8. სამეცნიერო სტაჟირების საგრანტო კონკურსის ფარგლებში საგრანტო დაფინანსების გადარიცხვას ფონდი უზრუნველყოფს 6-თვიანი ტრანშების სახით გრანტის მიმღების მიერ წარმოდგენილ მიზნობრივ ანგარიშზე. |
მუხლი 6.
საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა |
1. ფონდში სამეცნიერო სტაჟირების საგრანტო კონკურსისათვის საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესითა და ვადების დაცვით. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდში აღარ მიიღება.
2. სამეცნიერო სტაჟირების საგრანტო კონკურსის ფარგლებში საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს: ა) ცენტრის მხრიდან კონკურსანტის ინსტიტუციური მხარდაჭერის წერილს; ბ) საქართველოს უნივერსიტეტების მხრიდან კონკურსანტის აფილირების დამადასტურებელ და ინსტიტუციური მხარდაჭერის წერილს; გ) საგრანტო პროექტს და კონკურსანტის მიერ ცენტრში განსახორციელებელი სამეცნიერო კვლევის გეგმას; დ) კონკურსანტის პროფესიულ ბიოგრაფიას (CV). 3. ფონდი უფლებამოსილია კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე კონკურსიდან მოხსნას საგრანტო პროექტი, რომლებიც არ შეესაბამება კონკურსის მიზნებისათვის დადგენილ მოთხოვნებს, არასრულყოფილია ან შეიცავს ყალბ ინფორმაციას. 4. ფონდი არ ანაზღაურებს საგრანტო პროქტის მომზადებისა და წარდგენისათვის გაწეულ ხარჯებს. |
მუხლი 7.
კონკურსის ეტაპები |
საგრანტო კონკურსის ეტაპებია:
ა) საგრანტო კონკურსის გამოცხადება; ბ) საკონკურსო განაცხადების ფონდში წარმოდგენა; გ) საკონკურსო განაცხადების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა; დ) საკონკურსო განაცხადების ცენტრში გადაგზავნა; ე) ცენტრის მიერ დასაფინანსებელი საგრანტო პროექტების შერჩევა; ვ) გამარჯვებული საგრანტო პროექტების წარდგენა ფონდისთვის დასამტკიცებლად; ზ) გამარჯვებულ კონკურსანტებთან საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება. |
მუხლი 8.
საგრანტო პროექტების შეფასება |
1. სამეცნიერო სტაჟირების საგრანტო კონკურსის ფარგლებში ცენტრში გადაიგზავნება ამ დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები.
2. ცენტრი აფასებს სამეცნიერო სტაჟირების საგრანტო კონკურსის ფარგლებში წარდგენილ საგრანტო პროექტებს. 3. ცენტრი არჩევს სამეცნიერო სტაჟირების საგრანტო კონკურსის ფარგლებში დასაფინანსებელ საგრანტო პროექტებს და წარუდგენს მათ ფონდს დასამტკიცებლად. 4. სამეცნიერო სტაჟირების საგრანტო კონკურსის ფარგლებში დასაფინანსებელი საგრანტო პროექტების ნუსხა მტკიცდება ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. |
მუხლი 9.
საგრანტო ხელშეკრულება |
1. ფონდი უზრუნველყოფს საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმებას საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამოვლენილ დასაფინანსებელი საგრანტო პროექტების ავტორებთან.
2. საგრანტო ხელშეკრულებით განისაზღვრება ფონდის და გრანტის მიმღების პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულებები. |
მუხლი 10.
საგრანტო პროექტის შესრულების მონიტორინგი |
1. საგრანტო კონკურსის დაფინანსებისას ფონდი ახორციელებს საგრანტო პროექტის შესრულების მონიტორინგს მის მიერ დადგენილი პერიოდულობით.
2. საგრანტო პროექტის მონიტორინგი მოიცავს ფინანსურ და პროგრამულ ნაწილს. 3. ფინანსური მონიტორინგის დროს ფონდი: ა) ახორციელებს საგრანტო ხელშეკრულების მონიტორინგს ფონდის მიერ დამტკიცებული ანგარიშის ფორმების შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის საფუძველზე, რაზეც ადგენს შესაბამის განხილვის აქტს; ბ) ეყრდნობა მაგისტრანტის/დოქტორანტის მიერ წარმოდგენილ გრანტის ხარჯვის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, რომელიც წარდგენილი უნდა იქნეს ასლების ან/და ელექტრონული (დასკანერებული) სახით; გ) მაგისტრანტის/დოქტორანტის მიერ წარდგენილ ანგარიშზე ადგენს განხილვის აქტს, რომელშიც აისახება საანგარიშო პერიოდში ავანსის სახით გადარიცხული თანხის ხარჯვის შესაბამისობა საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვასთან. 4. ფინანსური მონიტორინგისას: ა) მიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება – საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვის ძირითადი ხარჯვითი კატეგორიის ფარგლებში განხორციელებული ხარჯი, თუ იგი მიეკუთვნება ამ ხარჯვით კატეგორიას; ბ) არამიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება – საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვით გაუთვალისწინებელი ხარჯი. აღნიშნული ხარჯი ექვემდებარება მიზნობრივ საგრანტო ანგარიშზე დაბრუნებას; გ) ნაშთად ჩაითვლება – საანგარიშო პერიოდში გაუხარჯავი თანხა, რომელიც შესაძლოა გაიხარჯოს მომდევნო საანგარიშო პერიოდებში; დ) გადახარჯვად ჩაითვლება საანგარიშო პერიოდში საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვის კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებული ხარჯების გაწევა სხვა მუხლებში არსებული რესურსით იმ შემთხვევაში, თუ გადახარჯულ მუხლში მომავალი ტრანშით ჩასარიცხი თანხა მეტია ან ტოლია სხვა მუხლიდან გადახარჯული მუხლით გათვალისწინებული ხარჯებისათვის გამოყენებული რესურსის. გადახარჯვა არ ჩაითვლება ხარვეზად და არ წარმოადგენს პროექტის შეჩერების საფუძველს. 5. პროგრამული მონიტორინგი გულისხმობს მაგისტრანტის/დოქტორანტის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ამოცანების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის შემოწმებას. პროგრამული მონიტორინგის განხორციელებისას ფონდი ეყრდნობა მაგისტრანტის/დოქტორანტის მიერ წარდგენილ დოკუმენტებს. პროგრამული მონიტორინგის განსახორციელებლად მაგისტრანტი/დოქტორანტი ფონდს წარმოუდგენს მიმღები კვლევითი ინსტიტუტიდან სამეცნიერო სტაჟირების ხელმძღვანელის ოფიციალურ წერილს სტაჟირების პერიოდში ჩატარებული კვლევის, მიღებული შედეგებისა და კვლევის და მაგისტრანტის/დოქტორანტის სამეცნიერო პოტენციალის შესახებ. 6. გრანტის გამცემი არ არის უფლებამოსილი თავად შეაფასოს დასრულებული საგრანტო პროექტის სამეცნიერო ღირებულება და არ არის პასუხისმგებელი საგრანტო პროექტის ფარგლებში მიღებულ შედეგზე. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები