„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 329
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/06/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/06/2018
სარეგისტრაციო კოდი 120200010.10.003.020644
329
12/06/2018
ვებგვერდი, 14/06/2018
120200010.10.003.020644
„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №329

2018 წლის 12 ივნისი

   ქ. თბილისი

 

„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის   მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/03/2014, 120200010.10.003.017862) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში:

1. მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე.

2. სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში:

ა) გენერალური ინსპექციის უფროსი (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი);

ბ) გენერალური ინსპექციის უფრო­სის მოადგილე (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე);

გ) გენერალური ინსპექციის საგამოძიებო და ოპერატიული სამმართველოს უფროსი (მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი);

დ) გენერალური ინსპექციის საგამოძიებო და ოპერატიული სამმართველოს თანამშრომელი.

3. ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსი (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი).

4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოში:

ა) I რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (სამმართველოს უფროსი);

ბ) II რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე (სამმართველოს უფროსის მოადგილე);

გ) II რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (განყოფილების უფროსი);

დ) III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (ჯგუფის უფროსი);

ე) III რანგის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (აღსრულების პოლიციელი);

ვ) IV რანგის II კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი (აღსრულების პოლიციელი).

5. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს პროკურატ­ურის სისტემაში:

ა) საქართველოს მთავარი პროკურორი, საქართველოს მთავარი პროკურო­­რის პირველი მოადგილე და მოადგილე;

ბ) საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი და მისი მოადგილე;  დეპარტამენტის უფროსი (საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) და მისი მოადგილე (საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე);

გ) საქართველოს მთავარი პროკურატურის სამმართველოს უფროსი და მი­სი მოადგილე; სამმართველოს უფროსი (საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი); სამმართველოს უფროსი (საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი);

დ) საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის/სამმართველოს უფროსი პრო­­კურორი და პროკურორი, პროკურორ-კრიმინალისტი;

ე) საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის/სამმართველოს განსაკუთ­რე­ბით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი და განსაკუთრებით მნიშ­ვ­ნელოვან საქმეთა გამომძიებელი;

ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი და მისი მოად­გი­ლე;

ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის განყო­ფილე­ბის უფროსი;

თ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის უფროსი პროკუ­რორი, პროკურორი და უფროსი გამომძიებელი;

ი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი და მისი მოადგი­ლე;

კ) ქ. თბილისის და საოლქო პროკურორი;

ლ) ქ. თბილისის და საოლქო პროკურორის მოადგილე;

მ) ქ. თბილისის და საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსი და მისი მოადგილე;

ნ) ქ. თბილისის და საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორი, პროკ­ურორი და უფროსი გამომძიებელი;

ო) რაიონული პროკურორი და მისი მოადგილე;

პ) რაიონული პროკურატურის პროკურორი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი