დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2515-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 13/06/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/06/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 010240010.05.001.018872 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №33, 09.11.2009, მუხ. 200) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-17 მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „გ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან;“; ა.ბ) „გ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი;“; ა.გ) „გ.გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.დ“ ქვეპუნქტი: „გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;“; ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა2“ ქვეპუნქტი: „ა2) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ევროკავშირის სამართლებრივი აქტის არსებობის შემთხვევაში, მასთან შესაბამისობის ცხრილი, დანართი №1-ის შესაბამისად;“; გ) მე-5 პუნქტის: გ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) განმარტებითი ბარათი, რომელშიც აისახება: ა.ა) ნორმატიული აქტის პროექტის მიღების (გამოცემის) მიზეზი, მისი დამახასიათებელი ძირითადი ნიშნები, იმ შედეგების საფინანსო-ეკონომიკური გაანგარიშება, რომლებსაც გამოიწვევს წარდგენილი პროექტის მიღება (გამოცემა). განმარტებით ბარათში აღინიშნება აგრეთვე ნორმატიული აქტის პროექტის ავტორი (ავტორები) და წარმდგენი; ა.ბ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;“; გ.ბ) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი: „ა1) ამ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ევროკავშირის სამართლებრივი აქტის არსებობის შემთხვევაში, მასთან შესაბამისობის ცხრილი, დანართი №1-ის შესაბამისად;“. 2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №1: „დანართი №1 ევროკავშირის სამართლებრივ აქტთან შესაბამისობის ცხრილი
1. ევროკავშირის სამართლებრივი აქტის შესაბამისი მუხლი ან ნაწილი. 2. ევროკავშირის სამართლებრივი აქტის შესაბამისი ნორმა. 3. ამ ცხრილში საქართველოს ნორმატიული აქტისთვის/საქართველოს ნორმატიული აქტის პროექტისთვის მინიჭებული შესაბამისი ნომერი. 4. საქართველოს ნორმატიული აქტის/საქართველოს ნორმატიული აქტის პროექტის შესაბამისი მუხლი ან პუნქტი (ნაწილი). 5. საქართველოს ნორმატიული აქტის/საქართველოს ნორმატიული აქტის პროექტის შესაბამისი ნორმა. 6. შესაბამისობის შეფასება (სრულად შესაბამისი, ნაწილობრივ შესაბამისი, შეუსაბამო, არასავალდებულო). 7. შენიშვნები, მათ შორის, ნაწილობრივ შესაბამისობისა და შეუსაბამობის მიზეზები. შენიშვნა: ამ ცხრილში უნდა აისახოს ევროკავშირის სამართლებრივი აქტის სრული ტექსტი, გარდა მისი პრეამბულისა.“. მუხლი 2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს ნორმატიული აქტის იმ პროექტზე, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის მოწონებულია საქართველოს მთავრობის მიერ ან საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის წესით არის წარდგენილი უფლებამოსილი სუბიექტის მიერ. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს ამ კანონის გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს. |
ქუთაისი, 13 ივნისი 2018 წ. N2515-IIს |
დოკუმენტის კომენტარები